დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გვარას ციხე, მაჭახელას ეროვნული პარკი - Gvara Fortress, Machakhela National Park გვარას ციხე, მაჭახელას ეროვნული პარკი - Gvara Fortress, Machakhela National Park გვარას ციხე, მაჭახელას ეროვნული პარკი - Gvara Fortress, Machakhela National Park გვარას ციხე, მაჭახელას ეროვნული პარკი - Gvara Fortress, Machakhela National Park გვარას ციხე, მაჭახელას ეროვნული პარკი - Gvara Fortress, Machakhela National Park გვარას ციხე, მაჭახელას ეროვნული პარკი - Gvara Fortress, Machakhela National Park გვარას ციხე, მაჭახელას ეროვნული პარკი - Gvara Fortress, Machakhela National Park გვარას ციხე, მაჭახელას ეროვნული პარკი - Gvara Fortress, Machakhela National Park გვარას ციხე, მაჭახელას ეროვნული პარკი - Gvara Fortress, Machakhela National Park

გვარას ციხის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

გვარას ციხე — წინაფეოდალური ხანის ციხე, აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახელას ეროვნული პარკში. მდებარეობს მდინარე ჭოროხისა და მაჭახელას შესართავში, სერზე, რომლის სიმაღლე მაჭახლის დონიდან 50 მ-მდეა. 

გვარას ციხე ნიგალისა და მაჭახლის ხეობის გასაღები იყო. ამ ციხესთან გაივლიდა შავშეთისა და კლარჯეთისაკენ მიმავალი გზები. ციხის ძირითადი დანიშნულებაც მდ. ჭოროხისა და მაჭახლის წყლის ხეობაზე გამავალი გზების გაკონტროლება იყო. იგი ყველა ეპოქაში თავისი ადგილმდებარეობით მიმზიდველი იყო და XI ს-დან XX ს-ის I ნახევრამდე დიდ როლს ასრულებდა მდ. ჭოროხის ხეობის ერთიანი თავდაცვითი სისტემის ჯაჭვში. გვარას ციხეზე არქეოლოგებმა 22 ქვევრი აღმოაჩინეს. ქვევრები XI საუკუნით თარიღდება. ამ ეტაპზე წარმოდგენილი მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ციხე ფუნქციონირებდა X-XVIII საუკუნეებში.


ძეგლის აღწერა

ციხეს უკავია დაახლოებით 150 კვ.მ. ფართობი. ციხის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით არის მცირე მოვაკება, ხოლო დანარჩენი მხარე მიუვალია. ციხე შეზღუდულია გალავნით — შემორჩენილი კედლების სიმაღლე 3-6 მეტრამდეა.

ციხეს ეტყობა განახლების ნიშანი. ასე, მაგალითად: ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში შემორჩენილია სუფთა თლილი კვადრებით ამოყვანილი კედლის ნაშთი (ქვების ზომებია 60х48 სმ; 74х110 სმ; 60х10 სმ; 1,66х64 სმ) კედლის დეტალი წყობის ხასიათით უახლოვდება გონიის ციხის კედლის წყობას. მხოლოდ აქ უფრო წაგრძელებული კვადრებია. ამ ნიშნით იგი წინაფეოდალური ხანით შეიძლება დათარიღდეს. ციხის ძირითადი ნაწილი გვიანდელია, ნაშენია თლილი და, ნაწილობრივ რიყის ყვით, წყობა არათარაზულია.

ციხეში შესასვლელი უნდა ყოფილიყო ჩრდილო ან აღმოსავლეთი მხრიდან. ქვის კიბე ან კარები არ ჩანს. უნდა ვიფიქროთ, რომ ციხეში ადიოდნენ ხის კიბით.

გალავნის ჩრდილო და სამხრეთ ნაწილში შემორჩენილია რამდენიმე ნაგებობის ნაშთი. ჩრდილოეთის მხარეს შემონახულია ორი ნაგებობა. ერთი სამკუთხა ფორმისაა, მისი ფართობია 5 მ². მას მოსდევს, არაწესიერი ოთხკუთხედი ფორმის ნაგებობა, ფართობით 13,5 მ². ამ ნაგებობის კედლების სისქე 1,40-1,50 მ-ია.

სამხრეთი მხარე ყველაზე საინტერესოა. აქ არის ჭა. მასზე მიდგმულია სამკუთხა ნაგებობა, რომლის ქვეშ მოთავსებულია პატარა სათავსო, შემდეგ — არაწესიერი ოთხკუთხი ფორმის სათავსო.

ჭა — კარგადაა შემონახული. წინათ იგი ეტყობა, საკმაოდ ღრმა ყოფილა, ამჟამად მნიშვნელოვნად ამოვსებულია მიწით, ქვებით და ფოთლებით. მისი სიღრმეა 2,80 მ, დიამეტრი 0,75 მ. შიგნიდან მობათქაშებულია კირით.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გალავნის შიგა ტიხრების დაგეგმარება ძალიან თავისუფალია და ნაჩქარევის შთაბეჭდილებას სტოვებს. ეტყობა ციხის განახლება თურქთა მოძალების ხანაში ხდება, ამიტომ სახელდახელოდ აღუდგენიათ იგი.

წყალი ციხის მახლობლად არ მოიპოვება, — საფიქრებელია, მაჭახლიდან ამოჰქონდათ.

ციხის ტერიტორიაზე ჩნდება კერამიკის ფრაგმენტები. მათი უმრავლესობა კრამიტის და ქვევრების ნატეხებია (გვიანდელი ხანისა).

თეგები: #ისტორია #ციხე #თავდაცვითი ნაგებობა

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები აჭარაში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
1 შეფასება
5
I FLY IN THE SKY

See the Gvara fortress from the bird eye view - https://youtu.be/a-q8dUUi9iU

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე გვარას ციხე

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!