დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა
გააქირავე კოტეჯი
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
გააქირავე ტრანსპორტი
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
გაყიდე ტურისტული მომსახურება
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვამოგესალმებით, მაინტერესებს რა სიტუაციაა პარკში და ასევე თავშესაფარში? გმადლობთ.
მოგესალმებით, მტირალას ეროვნულ პარკთან დაკავშირებას შეძლებთ ან ამ ნომერზე +995 577 64 04 75 ან ამ ნომერზე : 577 10 18 89 და დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან ბილიკებსა და თავშესაფრის შესახებ.
მოგესალმებით💕
თუ იცით მტირალას ეროვნულ პარკაში შესვლა ფასიანია?
თუ კი რა ღირს მოსწავლეებისთვის და ზრდასრულებისთვის?💕
მადლობა წინასწარ💕
მოგესალმებით, მაინტერესებს რა სიტუაციაა ამ ეტაპზე მარტვილის ეროვნოლ პარკში. გვსურს 2 დღიანი ტურის მარშრუტის გავლა და თავშესაფარში გაჩერება.
სალამი მარტვილი გაინტერესებთ თუ მტირალას ეროვნული პარკი? მტირალას ეროვნულ პარკს +995 577 64 04 75 წესით ამ ნომერზე უნდა დაუკავშირდეთ და დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან ბილიკისა და თავშესაფრის შესახებ.
მტირალა😀😀. მადლობაა👌🏻
გამარჯობა. სამშაბსთს ვაპირებ ჩაქვისთავში, ვიზიტორთა ცენტრიდან შევიდე მტირალას ეროვნულ პარკში. გამოცდილი მოლაშქრე არ ვარ, პლუს მარტო უნდა ვიყო, ამიტომ მთლიანი, ცხრა კილომეტრიანი ბილიკის გავლას და ვიზიტორთა ცენტრამდე მისვლას ალბათ ვერ შევძლებ. თუმცა ამ პარკის დიდი ინტერესი მაქვს. ამიტომ, მაინტერესებს 4 კილომეტრში (ერთი გზა) ვნახავ საინტერესო ადგილებს? ტბას, ჩანჩქერს?
მადლობა წინასწარ!
ტურისტულ თავშესაფრამდე მისვლას*
სალამი, დაუკავშირდით მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციას და დეტალურად მოგახსენებენ ინფორმაციას. როგორც ვიცით ესაა მათი ნომერი
577 10 18 89
გამარჯობა. კი, უკვე დავრეკე მანდ და სამწუხაროდ, ოპერატორი მპასუხობ, რომ ნომერი გასულია მომსახურების ზონიდან. სხვა ნომერი ვერ ვიპოვე. დილით ადგილზე მივალ და წესით ვიზიტორთა ცენტრში გამარკვევენ
გამარჯობა, მაინტერესებს მტირალას ტურისტულ თავშესაფარში ღამის თევა რა ღირს,
მადლობა
სალამი, მტირალას ტურისტულ თავშესაფარში ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი ღამის გათენება, რადგანაც რეაბილიტაციას საჭიროებს და მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის სამზადისი. თუმცა რეგულარული ფასი 20 ლარია.
სოფელ ჩაქვისთავში როგორ შეიძლება მისვლა? ანუ მოძრაობს რაიმე სამარშუტო ტრანსპორტი?
დიახ მოძრაობს სამარშრუტო ტაქსი "ბათუმი-ჩაქვისთავი" (გადის ბათუმის ავტოსადგურიდან, ოთხშაბათობითა და პარასკეობით 16:00. ასევე შესაძლებელია სამარშრუტო ტაქსით "ბათუმი-ქობულეთი"/"ბათუმი-ჩაქვი" რეისით სარგებლობა და დაბა ჩაქვის ცენტრიდან სოფელ ჩაქვისთავამდე ისარგებლოთ ტაქსით.