დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
keda, adjara - ქედა, აჭარა keda, adjara - ქედა, აჭარა keda, adjara - ქედა, აჭარა

ქედის შესახებ

ქედა აჭარაში მდებარე მუნიციპალიტეტია. რაიონის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრები კვალი უძველესი დროიდან იწყება, რასაც აქ აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური პერიოდის ნამოსახლარები და სამაროვნები მიუთითებს. ქედის ტერიტორიაზე განვითარებული დასახლება ყოფილა შუასაუკუნეებშიც, ამის დასტურია მრავალი ციხე-სიმაგრე თუ ულამაზესი თაღოვანი ხიდები. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით დაბა ქედაში ქალაქის ტიპის დასახლება ყოფილა, სადაც ვაჭრები სახლობდნენ. დღესდღეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ადმინისტრაციული, განათლებისა და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები და მუზეუმი. ქედა გამოირჩევა ყურძნის უნიკალური ჯიშებით, რაიონში წარმოებული ღვინოები „ქედის ცოლიკოური“ და „ჩხავერი“ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მუნიციპალიტეტში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მეხილეობა, მევენახეობა, მემცენარეობა, მებოსტნეობა, მეფუტკრეობა. რაიონში განვითარებულია ასევე საკალმახე მეურნეობა. ქედა მდიდარია სხვადასხვა ბუნებრივი წიაღისეულით, როგორიცაა: სპილენძისა და ოქროს საბადოები და სამკურნალო მინერალური წყლები. რაიონს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რასაც ულამაზესი ბუნება და კულტურული ძეგლების სიმრავლე განაპირობებს. მწვანეში ჩაფლული ხეობები, ჩანჩქერები თუ ციხე-კოშკები უამრავ მნახველს იზიდავს და გულგრილს არავის ტოვებს.


გეოგრაფია

ქედის მუნიციპალიტეტი აჭარაში მდებარეობს, მდინარე აჭარისწყლის შუა წელზე. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ქედა. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ქობულეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთით - შუახევი, დასავლეთით - ხელვაჩაური, სამხრეთით კი - თურქეთი. ქედა 10 ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს, ესენია: დაბა ქედა, დანდალო, ზვარე, მახუნცეთი, დოლოგანი, მერისი, ოქტომბერი, პირველი მაისი, ცხმორისი და წონიარისი. ქედის მუნიციპალიტეტს სამხრეთით შავშეთის ქედი მიუყვება, ჩრდილო-აღმოსავლეთით - მესხეთის ქედი, ჩრდილოეთითა და ჩრდილო-დასავლეთით კი - ქობულეთის ქედი. რაიონის მთავარი მდინარეა აჭარისწყალი. მუნიციპალიტეტის უმაღლესი მწვერვალია ღომა, რომლის სიმაღლე 2441 მეტრია. რაიონი მდიდარია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით. ტყიანობის მიხედვით ქედის რაიონი ერთ-ერთი პირველია საქართველოში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დღემდე გვხვდება წითელ წიგნში შეტანილი და გადაშენების პირას მისული მცენარეები. აქაურ ტყეებში ნახავთ: უთხოვარს, კოლხურ ბზას, კაკალს, ზღმარტლს, ვაშლს, წყავს, თხილს, მოცვს და სხვა. რაიონის ტერიტორიაზე ბინადრობენ: ირემი, შველი, გარეული ღორი, მურა დათვი, მგელი, მელა და ა.შ. ქედა მდიდარია ბუნებრივი წიაღისეულითაც (სპილენძისა და ოქროს საბადოები, მინერალური წყლები).
ქედის მუნიციპალიტეტის დაბალ ზონაში, მდინარე აჭარისწყლის ხეობის გასწვრივ, ხმელთაშუა ზღვის ტიპის მსგავსი სუბტროპიკული ჰავაა. სიმაღლის მატებასთან ერთად ჰავა ზომიერად ნოტიო ხდება, მთების ზედა სარტყლის ზონაში კი შედარებით ცივი, ნოტიო ჰავაა გავრცელებული. რაიონის ტერიტორიაზე საშუალო წლიური ტემპერატურა 12.80°C-ია, იანვრის საშუალო ტემპერატურაა 3.40°C, ხოლო ივლისისა კი - 21.20°C.


რა ვნახოთ

ქედის მუნიციპალიტეტი მდიდარია ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. ველური ბუნება, მწვანეში ჩაფლული ხეობები და ჩანჩქერები უამრავ მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. აქ ბევრ ადგილს იპოვნით, როგორც ლაშქრობისთვის, ასევე მცირე გასვლების მოსაწყობად. განსაკუთრებული პოპულარობით მახუნცეთისა და გოდერძის ჩანჩქერები სარგებლობს, რომლებიც უდავოდ შთამბეჭდავ სანახაობას სთავაზობენ მნახველს. ქედა გარდა ბუნების მშვენიერებისა კულტურულ-ისტორიული ძეგლებითაც გამოირჩევა. აქ ნახავთ უძველეს ციხე-სიმაგრეებსა და შუასაუკუნეების თაღოვან ხიდებს, რომლებსაც დღემდე იყენებს ადგილობრივი მოსახლეობა. ცივასულას ციხე, ზენდიდის ციხე, დანდალოს ხიდი, საღორეთის ციხე, მახუნცეთის ხიდი და სხვა. მთის წვერზე აღმართული სიმაგრეები საოცარი ხედებით უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. თუკი ქედის მუნიციპალიტეტს ეწვევით, აუცილებლად უნდა მოინახულოთ ქედის ისტორიული მუზეუმი, სადაც რაიონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მრავალფეროვანი აქეოლოგიური მასალაა დაცული. მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატები მოიცავენ სხვადასხვა პერიოდებს, უძველესი დროიდან დღემდე. აქ ნახავთ შრომის იარაღებს, ნუმიზმატურ ნიმუშებს, გეოლოგიურ კოლექციას, გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმი, აჭარული ეთნოგრაფიულ მასალებს და სხვა მრავალ საინტერესო ნიმუშს.


ბუნება


კულტურული ძეგლები


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ

ტურები აჭარაში

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ქედა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!