
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
მახუნცეთის ხიდი — ქვისთაღოვანი, კამაროვანი ხიდი მდინარე აჭარისწყალზე, სოფელ მახუნცეთის ტერიტორიაზე, მაღალმთიან აჭარაში.
ბათუმი - ხულოს ცენტრალური გზიდან 54 მეტრის მოშორებით მახუნცეთის ხიდია განთავსებული. ხიდი დიდი ზომისაა და ბუნებრივი კლდის ბურჯებს ეყრდნობა. მის ასაშენებლად ვულკანური წარმოშობის კლდის ქვაა გამოყენებული, კირის დუღაბზე. ხიდს 2008 წელს სრულყოფილი სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა.
ხიდს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
ხიდის ასაგებად გამოყენებულია თლილი ქვა. ხიდის სიგრძე 24 მ. მარცხენა მისასვლელის სიგრძეა 1,75 მ, ხოლო მარჯვენასი 2 მ. შესაბამისად მისასვლელების სიგანეებია 3,24 მ და 3,70 მ. ხიდის სიგანე ცვალებადია. იგი მერყეობს 2 მ-დან 2,5 მ-მდე. ხიდი ყველაზე ვიწროა შუაწელში — 2 მ. მალი 20-25 მ. სიმაღლე თაღისა წყლის დონიდან 6 მეტრია. თაღის სიგანე თავბანდში 0,70 მ, ხოლო ქუსლში — 1,60 მ. ბურჯებად გამოყენებულია ბუნებრივი კლდე, რომელთა სიმაღლე სხვადასხვაა. კლდე ალაგალაგ ამოშენებულია ქვებით.
ფოსოები მუხანცეთის ხიდს არ აქვს. მალის სიდიდის გამო ხარაჩოების აგება აქ აუცილებელი იქნებოდა. ეს გარემოება გვაფიქრებინებს რომ, ხიდის მშენებლობის დროს მდინარეში ჩასობილი უნდა ყოფილიყო დროებითი ხიმინჯები, რომელზედაც ეწობოდა ხარაჩოები.
მახუნცეთის ხიდს არ ეტყობა ის დახვეწილი ტექნიკა და სამუშაოს სიფაქიზე, რაც კარგად შეინიშნება დანდალოს ხიდზე. მახუნცეთის ხიდს არ ჰქონია არც ლავგარდანი და არც მოაჯირი.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა