დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ქობულეთი, აჭარა - Kobuleti, Adjara ქობულეთი, აჭარა - Kobuleti, Adjara ქობულეთი, აჭარა - Kobuleti, Adjara

ქობულეთის შესახებ

ქობულეთის მუნიციპალიტეტი აჭარაში მდებარეობს. რაიონის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება. ქობულეთში აღმოჩენილია ქვისა და ბრინჯაოს ხანის, ანტიკური პერიოდისა და შუასაუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები. მუნიციპალიტეტის ტერიტორია ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის, გურიის ნაწილს, ქვემო გურიას წარმოადგენდა. XVIII საუკუნეში ბათუმი და ჩაქვი ოსმალეთმა დაიპყრო, რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ კი ქვემო გურიაც შიერთა და ჩურუქ-სუს ოლქი შექმნა. ჩურუქ-სუ 1878 წელს რუსეთმა მიითვისა და ის ბათუმის ოკრუგის შემადგენლობაში შეიყვანა კინტრიშის უბნის სახით. 1930 წელს შეიქმნა ქობულეთის რაიონი. დღესდღეობით ქობულეთი განვითარებული მუნიციპალიტეტია. აქ ფუნქციონირებს მუზეუმი, ბიბლიოთეკები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები. რაიონში განვითარებულია მრეწველობა და სოფლის მეურნეობა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი ქობულეთი, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს. რაიონი ტურისტებს ულამაზესი ბუნებითა და საინტერესო კულტურული ძეგლებითაც იზიდავს. ნაკრძალების ხელუხლებელი ბუნება, საოცარი ხედები და უძველესი ციხე-სიმაგრეები გულგრილს არავის ტოვებს.


გეოგრაფია

ქობულეთის მუნიციპალიტეტი აჭარაში მდებარეობს, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. იგი შავ ზღვას, მდინარე ჩოლოქსა და მესხეთის ქედს შორისაა მოქცეული. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ქობულეთი. რაიონს ჩრდილოეთიდან ოზურგეთი ესაზღვრება, სამხრეთ-დასავლეთით - ხელვაჩაური, სამხრეთით - ქედა, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი - შუახევი. მუნიციპალიტეტი 21 ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს, ესენია: ქალაქი ქობულეთი, ოჩხამური, ჩაქვი, ალამბარი, აჭყვისთავი, ბობოყვათი, გვარა, დაგვა, ზენითი, კვირიკე, ლეღვა, მუხაესტატე, საჩინო, ქაქუთი, სოფელი ქობულეთი, ჩაისუბანი, ციხისძირი, წყავკოკა, ჭახათი, ხალა და ხუცუბანი. რაიონის მთავარი მდინარეებია: კინტრიში, ჩაქვისწყალი, ჩოლოქი. დეხვა, აჭყვა. ქობულეთში გვხვდება ტბებიც. მუნიციპალიტეტი მდიდარია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით. ქობულეთში 1600-მდე სახეობის მცენარე გვხვდება, მათ შორისაა: მუხა, ცაცხვი, იფანი, წაბლი, ნეკერჩხალი, წყავი, თხილი და სხვა. აქაურ ტყეებში გვხვდება: დათვი, მგელი, მელა, ტყის კატა, შველი, გარეული ღორი და ა.შ. ქობულეთში მრავალფეროვანია ორნითოფლორაც, აქ ნახავთ: შურთხს, ქორს, ძერას, ჩხიკვს, შაშვს და სხვა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ვაკე-დაბლობსა და გორაკ-ბორცვებზე ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, მთებში კი სიმაღლის მატების შესაბამისად ჰავა ჯერ ზომიერად ნოტიო ხდება, შემდეგ კი - გრილი. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13,50°C.


რა ვნახოთ

ქობულეთის მუნიციპალიტეტი მდიდარია ულამაზესი ბუნებითა და კულტურულ-ისტორიული ძეგლებით. ზღვა, მთები, ტყეები და ალპური ტბები უამრავ მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს ქობულეთის, კინტრიშისა და თიკერის ნაკრძალები. ქობულეთში რამდენიმე ტბა გვხვდება, პოპულარობით სარგებლობს ტბიყელისა და სიძერძალის ტბები. ყვავილოვანი მინდვრები, ველური ბუნება, ხელუხლებელი ტყეები, ტბები, ჩანჩქერები და ვრცელი ხედები ნამდვილად სამოთხეა ლაშქრობისა და ბუნებაში განტვირთვის მსურველთათვის. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავლად გვხვდება საინტერესო და შთამბეჭდავი კულტურული ძეგლებიც. აქ ნახავთ უძველეს ციხე-სიმაგრეებსა და თაღოვან ხიდებს. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს პეტრას ციხე, ხინოწმინდის ტაძარი, მამუკას ციხე, ელიას ციხე და სხვა. ქობულეთში ფუნქციონირებს მუზეუმი, სადაც დაცულია მდიდარი კოლექცია. მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატები მოიცავენ პერიოდებს ქვის ხანიდან შუასაუკუნეების ჩათვლით. თუკი მზიანი სანაპიროები გიყვართ და კომფორტული დასვენება გსურთ, ამისთვის შესანიშნავია ქობულეთის კურორტები: ქობულეთი, ბობოყვათი, ჩაქვი და ციხისძირი. აქ საუკეთესო გარემო დაგხვდებათ ხალისიანი, დაუვიწყარი დასვენებისა და განტვირთვისთვის.


ბუნება


კულტურული ძეგლები


კურორტები


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ

ტურები აჭარაში

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ქობულეთი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!