
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
კურორტი ჩაქვი აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, შავი ზღვის სანაპიროზე, მდინარე ჩაქვისწყლის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 30 მეტრზე. იგი მთლიანად გარშემორტყმულია მტირალას ეროვნული პარკით რაც კანსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს ამ ადგილს. ამწვანებული სანაპირო ზოლი, ზღვის უმშვენიერესი ხედები, კეთილმოწყობილი სანაპიროები, კომფორტული სასტუმროები და კაფე-ბარები უამრავ ადგილობრივსა თუ ტურისტს იზიდავს. ჩაქვი ერთ-ერთი შესანიშნავი ადგილია მზიანი სანაპიროების მოყვარულთათვის. ჩაქვში მდებარეობს მტირალას ეროვნული პარკის საინფორმაციო ცენტრი, სადაც ვიზიტორებს ეროვნული პარკის შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. მტირალას პარკი ულამაზესი ადგილია და აქ შეგიძლიათ როგორც პიკნიკის მოწყობა, ასევე ლაშქრობის დაგეგმვა. ტყე, ჩანჩქერები, საოცარი ბუნება გულგრილს არავის ტოვებს. მტირალას მთაზე შესაძლებელია საწყლოსნო, ეთნოლოგიური, ეკოლოგიური და ფრინველებზე დაკვირვების, ასევე ექსტრემალური ტურების ტურების მოწყობა. თუკი ჩაქვს ეწვევით აუცილებლად უნდა მოინახულოთ ჩაქვის "თაფლის სახლიც", სადაც ადგილობრივ ნატურალურ თაფლს დააგემოვნებთ. აქ სპეციფიური ტურების მოწყობაც შეგიძლიათ, რომლის განმავლობაშიც დააგემოვნებთ ქართულ ტრადიციულ კერძებს, გაეცნობით აჭარის სოფლის ცხოვრებას, ადგილობრივი მეურნეობის მართვის ტრადიციულ ხერხებს, ისწავლოთ რძის პროდუქტებისა ტრადიციული კერძების მომზადება და ა.შ.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა