
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ხინოწმინდის საეპისკოპოსო ტაძარი აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხინოში მდებარეობს. იგი IX საუკუნით თარიღდება. დღესდღეობით ტაძარი მხოლოდ ნანგრევების სახითაა შემორჩენილი. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ეკლესია გუმბათიანი იყო, თუმცა დიმიტრი ბაქრაძე აღნიშნავდა, რომ ის აჭის ეკლესიას ჰგავდა, რომელიც უგუმბათოა. ტაძარი XVIII საუკუნეში, ოსმალების ლაშქრობის დროს დაზიანდა. 1873 წელს დიმიტრი ბაქრაძეს ნაგებობა ძალიან დაზიანებული დახვდა, მხოლოდ საკურთხევლის ნაწილი და ეკვდერი იყო გადარჩენილი, ფრესკები ჩამოცვენილი იყო. შემორჩენილი ნაწილები 1864 წელს განზრახ დაანგრიეს. ეკლესია კიდევ უფრო დააზიანა მიწისძვრამ, რომლის შემდეგადაც თითქმის ყველა კედელი დახეთქილა. საბოლოოდ კი ტაძარი ემილ ტარიელაძემ დაანგრია 1919 წელს, რათა ნაგებობის ქვები სახლის ასაშენებლად გამოეყენებინა. მას ლაზი ხელოსნები დაუქირავებია, რომლებსაც ტაძრის დანგრევა გაუჭირდათ და ის დინამიტით ააფეთქეს. მოგვიანებით მათ ეკლესიის ეზოში თიხის ქოთნით განძი უპოვიათ, რის შემდეგაც გაპარულან. ტარიელაძემ სახლის აშენება ვერ მოახერხა, ის მდინარე კინტრიშში დაიღრჩო.
ხინოწმინდის კომპლექსის მთავარ ნაგებობას ტაძარი წარმოადგენდა, რომლის ირგვლივაც გალავანი და დამხმარე ნაგებებობები იყო განლაგებული. ეკლესია ამჟამად დანგრეულია, შემორჩენილი კედლების სიმაღლე 3 მეტრს არ აღემატება. როგორც ჩანს იგისამეკლესიიანი ბაზილიკა უნდა ყოფილიყო, რადგან გვერდითა ნავები მთავარი სივრცისგან კედლითაა გამოყოფილი. გვერდითა ნავები სამ მონაკვეთად არის გაყოფილი - აფსიდის კუთხეებში და მის დასავლეთით ორი გრძივი სადგომით. ამ სადგომებში მოხვედრა მთავრი ნავიდან იყო შესაძლებელი პატარა კარით. აფსიდის ჩრდილოეთით მდებარე სადგომის შესასვლელთან შემორჩენილია თაღი. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური გეგმის ტაძარი საქართველოს ტერიტორიაზე ნაკლებად არის ცნობილი. ტაძარს გალავანი ევლება, რომელშიც სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებია ჩართული. იგი მომრგვალებული ფორმისაა და ნაგებია ფლეთილი ქვით. გალავნის კედლების დღემდე მოღწეული მაქსიმალური სიმაღლე 1 მეტრია. გალავანში სამხრეთ მხარეს ჩართულია სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები, რომლებიც ამჟამად გეგმის დონეზეა შემორჩენილი. გალავნის გარეთ შემორჩენილია სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები. ამჟამად მხოლოდ მათი გეგმა იკითხება. ამ მცირე ნაშთების მიხედვით ირკვევა, რომ შენობები მართკუთხა გეგმისა იყო და ნაგები იყო ფლეთილი ქვით. ისინი კომპაქტურად, ერთმანეთთან ახლოს იყო განლაგებული, ზოგჯერ კი სულაც ერთმანეთზე იყო გადაბმული. ამჟამად მათი ფუნქციის განსაზღვრა რთულია.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა