ტბიყელის ტბა - მდებარეობს აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კინტრიშის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 2222 მეტრზე, მთა ნაბაძირის ჩრდილო აღოსავლეთ ფერდობზე. ტბის მაქსიმალური სიღრმე 8-10 მეტრს აღწევს და საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით თოვლის ნადნობითა და გრუნტის წყლებით. ტბა ზამთარში თოვლით და ყინულით იფარება. ტბაში ბინადრობს კავკასიური ტრიტონი, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი.
ტბიყელის ტბაზე მოსახვედრად მარშრუტი უნდა დავიწყოთ სოფელი ახოსეილის სამხრეთით მდებარე ხეობიდან და მიემართება დასავლეთით მთა ხინოს მიმართულებით. ბილიკი მკვეთრად არის გამოკვეთილი და მიუყვება ფერდობს. ბილიკი მთა ხინოს გაუვლის სამხრეთ ფერდობზე და ქედით მიემართება მთა სარბიელასკენ. ბილიკი ეშვება მთების სარბიელასა და ხინოს დამაკავშირებელ ქედზე. აქედან მარშრუტი მთა სარბიელას უვლის სამხრეთიდან. მას შედეგ რაც მიაღწევთ ქედს, რომელიც მთა სარბიელას სამხრეთიდან (ამ ქედით არის შესაძლებელი სოფელი ხინოდან ამოსვლა, ამ მიმართულებიდან ამოსვლა ძალიან დამღლელია რადგან მკვეთრად გიწევთ 1300 მეტრის სიმაღლეში აწევა) უერთდება მარშრუტი ორი მიმართულებით შეგიძლიათ გააგრძელოთ. უფრო ქვემოთ მდებარე ბილიკი გაივლის ქოხთან, რომელსაც შეგიძლიათ თავი შეაფაროთ ცუდ ამინდში. ქოხთან არის წყარო. ქოხის მერე ბილიკი კვლავ კრეფს სიმაღლეს და უბრუნდება ძირითად ბილიკს (ძირითადი ბილიკი შედარებით უკეთ გამოიყურება და ემჩნევა ზედაპირზე). ბილიკი კვლავ ქედით მიემართება მთა ნარუსალასკენ და მისი დასავლეთ ფერდობით უახლოვდება ტბიყელის ტბას. მთა ნარუსალას დასავლეთ ფერდობზე გამავალი ბილიკი გადის ტყესა და ბუჩქნარში. ამ მონაკვეთზე შეგხვდებათ პატარა თეთრი მწერების გუნდი (თავზე რამე დაიფარეთ და ისუნთქეთ იმპროვიზირებული ნიღბით თუ არ გინდათ მწერებით დანაყრება). ტბასთან მიმავალი ბილიკი ძლიერი ნისლის, დეკისა და დიდი ბალახის გამო კარგად ვერ მოვიკვლიეთ. ბილიკი ტბის დასავლეთით და ჩრდილოეთით ზუსტად არის დატანილი. დაზუსტებას აღმოსავლეთ ნაწილი საჭიროებს, რომელიც შედარებით დაბალი მცენარეების გავლით არის მოხაზული რუკაზე. ტბასთან რამდენიმე კარვის გაშლა არის შესაძლებელი. ტბაში თევზი არ არის თუმცა სავსეა ტრიტონებით.
რუკაზე დატანილი საბანაკე ადგილებიდან იშლება თვალწარმტაცი ხედი შემოგარენსა და თავად ტბიყელის ტბაზე. საბანაკეებთან წყალი არ არის, თუმცა წყლის მარაგის შევსება შეგიძლიათ ქოხთან არსებული წყაროდან. წყაროდან საბანაკემდე მისასვლელად ნახევარი საათი დაგჭირდებათ.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაВозможен ли по этому маршруту конный тур? и сколько это бы стоило?
Когда лучше идти по маршруту?
Сейчас там много снега?
Лучше всего идти летом. Сейчас там будет снег, но не очень много. Но советуем посетить озеро летом.
ამ დროს ფეხით ასვლა შესაძლებელია?
სალამი, ამ დროს ფეხით ასვლა არაა რეკომენდირებული. დიდი თოვლი იქნება და ძალიან გაგიჭირდებათ.