დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
ხელვაჩაური, აჭარა - Khelvachauri, Adjara ხელვაჩაური, აჭარა - Khelvachauri, Adjara ხელვაჩაური, აჭარა - Khelvachauri, Adjara ხელვაჩაური, აჭარა - Khelvachauri, Adjara ხელვაჩაური, აჭარა - Khelvachauri, Adjara

ხელვაჩაურის შესახებ

ხელვაჩაური აჭარაში მდებარე მუნიციპალიტეტია. მისი ტერიტორია ჯერ კიდევ ახალი ქვის ხანაში აუთვისებია ადამიანს. ეს რაიონი დიდ ინტერესს იწვევს როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ თავისი ისტორიული წარსულით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, ადგილობრივი მოსახლეობის სტუმართმოყვარეობით, არაჩვეულებრივი კლიმატური პირობებითა და უნიკალური ლანდშაფტით. სახელწოდება ხელვაჩაური ხელვაჩაძეების გვარიდან მომდინარეობს. მუნიციპალიტეტში განვითარებული დარგებია: მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა და გადამამუშავებელი მრეწველობა. რაიონის ერთ-ერთ მთავარ რესურსს ტყე წარმოადგენს. ხელვაჩაურში გადის საერთაშორისო მნიშვნელობისსენაკიფოთი სარფისსაავტომობილო გზა. რაიონში არის კულტურის ცენტრი და მუზეუმები. ხელვაჩაური ტურისტულად განვითარებულია, რასაც საინტერესო კულტურული ძეგლებისა და ბუნების სილამაზის ერთობლიობა განაპირობებს. დიდი პოპულარობით სარგებლობს გონიოს ციხე, მაჭახელასა და მტირალას ეროვნული პარკები და ცნობილი თაღოვანი ხიდები. ამ მხარეში მოგზაურობისას შეძლებთ დატკბეთ ულამაზესი ჩანჩქერებით, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით მდიდარი ტყეებითა და შესანიშნავი ხედებით ქალაქ ბათუმსა და მაჭახელას ხეობაზე.


გეოგრაფია და კლიმატი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აჭარაში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ხელვაჩაური, რომელიც ქალაქ ბათუმში მდებარეობს. 2009–2011 წლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორია მნიშვნელოვნად შემცირდა ქალაქ ბათუმის საზღვრების გაფართოების გამო. ბათუმს გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელი, დაბა მახინჯაური და დაბა ხელვაჩაური. მუნიციპალიტეტი 11 ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება, ესენია: მახინჯაური, ორთაბათუმი, ახალშენი, ფერია, შარაბიძეები, თხილნარი, ჭარნალი, სარფი, მაჭახელა, კირნათი და აჭარისწყალი. ხელვაჩაურს ჩრდილოეთით ესაზღვრება ქ.ბათუმი და ნაწილობრივ ქობულეთის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით - ქედის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით - თურქეთის რესპუბლიკა, სამხრეთ-დასავლეთით კი - შავი ზღვა. რაიონის მთავარი მდინარეა ჭოროხი. მუნიციპალიტეტის ძირითადი ნაწილი მთა-გორიანია, იგი ბორცვიანი მთიწინეთის ზონაშია. ხელვაჩაურში გავრცელებულია ფოთლოვანი, ზირითადად წიფლის ტყეები.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ნოტიო-სუბტროპიკული ჰავაა, რაც
მისი გეოგრაფიული მდებარეობით, ასევე რელიეფის სირთულით და შავ ზღვასთან სიახლოვით არის განპირობებული. საშუალო წლიური ტემპერატურა 12.8°C-ია.


რა ვნახოთ

ხელვაჩაური ძალიან ლამაზი რაიონია, მდიდარი ბუნებრივი რესურსებითა და ისტორიულ-კულტურული ძეგლებით. აქ ნახავთ ისტორიულ ციხე სიმაგრეებს, ტაძრებსა და აჭარაში ძალიან გავრცელებულ ლამაზ, თაღოვან ხიდებს. უმნიშვნელოვანესი ძეგლია გონიოს ციხე, რომელიც წერილობით წყაროებში პირველად I საუკუნეში იხსენიება. ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა დროის საცხოვრებელი და საზოგადოებრივი ნაგებობების ნანგრევები, 12 წყალსადენი, აბანოები, საკანალიზაციო კოლექტორები, დიდი რაოდენობით ადგილობრივი და იმპორტული კერამიკული ნაწარმი, მინის ჭურჭელი, მონეტები, საბრძოლო და სამეურნეო იარაღი და ა. შ. არქეოლოგიური მასალის საფუძველზე გამოირკვა, რომ ქალაქი წარმოქმნილია ძვ. წ. VIII– VII სს. ნამოსახლარზე. გარდა გონიოს ციხისა ხელვაჩაურის ტერიტორიაზე გვხვდება შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეთა ნანგრევები. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ხელვაჩაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. გარდა უდიდესი ისტორიისა და კულტურისა ეს რაიონი საოცარი ბუნებითაც იზიდავს ტურისტებს. მაჭახელასა და მტირალას ეროვნული პარკები შესანიშნავია ლაშქრობისთვის, პიკნიკებისა და განტვირთვისთვის. შრიალა ტყეები, ულამაზესი ჩანჩქერები და ხეობებსა და ქალაქ ბათუმზე გადაშლილი ხედები სასიამოვნო ემოციებით აგავსებთ. ხელვაჩაური ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულებსაც ძალიან უყვართ. სარფში, გონიოსა და კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ მახინჯაურში კი კომფორტულ დასვენებასა და მზიან სანაპიროზე შოკოლადისფერი რუჯის მიღებას შეძლებთ.


ბუნება


კულტურული ძეგლები


კურორტები


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ


ტურები აჭარაში

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ხელვაჩაური

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!