
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ცხემლარას თაღოვანი ხიდი შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდი აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე მაჭახალეზე, სოფელ ცხემლარაში მდებარეობს.
ხიდი აგებულია ვიწრო ადგილზე დამრეცი თაღით. ბურჯებს შორის სიგრძე 19,6 მეტრია, სავალი ზედაპირის კი — 22 მ. ხიდის სიმაღლე მდინარის ზედაპირიდან თავბანდის თავამდე 5,55 მ, ბურჯის სიმაღლე — 2 მეტრია, ხოლო სისქე ქუსლში — 1,40 მ. ხიდის სიგანე შუაწელში 1,65 მ-ია, მისასვლელებთან 2,2. მარჯვენა მისასვლელის სიგანე 8 მეტრია, სიგრძე 9 მ, მარცხენა ასასვლელის ზომები შედარებით მცირეა.
ცხემლარას თაღოავნი ხიდი სხვა ხიდებისგან ქვების წყობით, დიდი მალითა და მცირე სიმაღლით გამოირჩევა. სწორედ ამ ხიდით სარგებლობდა ცხემლარას მოსახლეობა მე-20 საუკუნის 60-იან წლებში ახალი სამანქანე ხიდის აშენებამდე. ხიდს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
2008 წელს ხიდს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. თაღს ამჩნევია მეორადი ქვის ფენა, რაც მას პირველად სახეს უკარგავს.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა