
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ჩხუტუნეთის ( ყალივაკეს ან ყალაბონის ) ციხე - მდებარეობს აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში, მდინარე მაჭახელას მარცხენა სანაპიროზე, მაჭახელასწყლისა და დავითეთის ღელის შესართავთან არსებულ მაღალი კლდის ბორცვზე. დღესდღეობით ციხის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი და სამაოდ გრძელი, 32 მეტრი სიგრძის გვირაბი.
ციხე ზემოდან აკონტროლებდა მაჭახლის ხეობაში გამავალ იმ სამხედრო სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობის გზას, რომელიც ზღვისპორეთს აკავშირებდა შავშეთთან, არტანუჯთან და სამხრეთ საქართველოს სხვა ოლქებთან.
აღსანიშნავია, რომ შუა საუკუნეების აჭარაში არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობანი ხეობის სათავეებიდან თითქმის ზღვისპირეთამდე ერთ მთლიან ჯაჭვს ქმნიდნენ და აკონტროლებდნენ რეგიონში არსებულ გზებს. ჩანს, რომ აჭარისწყლის ხეობა, ისევე როგორც მთლიანად აჭარა, საგულდაგულოდ იყო გამაგრებული.
ჩხუტუნეთის ციხის შიდა ფართობი 200 კვ.მეტრია. მისი გალავნის დიდი ნაწილი დაზიანებულია. შემონახულია მხოლოდ ჩრდილოეთის კედელი. გალავნის სიგრძე ამ მონაკვეთში 8 მეტრია, სიმაღლე გარედან 2 მეტრი, კედლის სისქე 1 მეტრამდე აღწევს.
ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა ტიპის ნაგებობები. აღსანიშვანია აღმოჩენილი გვირაბი, რომელიც ციხის ჩრდილოეთ ნაწილში იწყება და მიშენებულია გალავლის კედელზე. ის უკავშირდება მდინარეს, საიდანაც მეციხოვნეებს ამოჰქონდათ წყალი და საჭირო დროს თავშესაფრადაც იყენებდნენ. ამჟამად შემორჩენილი გვირაბის სიგრძე 31-32 მეტრია, სიგანე 0,70-0,80 მეტრი, სიმაღლე საშუალოდ 1,30 მეტრი, ზოგან კი 2,5 მეტრია. ციხის ახლოს ფერდობზე რამდენიმე წლის წინ შემთხვევით აღმოჩნდა მარანი, სადაც სხვადასხვა ზომის 8 ქვევრი იყო განლაგებული. ციხეც და მარანიც XIXIII საუკუნეებით თარიღდება.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა