![ჯაჯის ტბის ტური](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/jajistba1-1-3.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
გოდერძის ალპური ბაღი - მდებარეობს აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, აჭარა თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, კურორტ „გოდერძთან“ ახლოს „შქერნალის“ ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 1960 მეტრ სიმაღლეზე.
ბაღს ათ ჰექტრამდე ფართობი უკავია. ათეულობით წლის წინ ტერიტორიის დიდი ნაწილი სუბალპური ტყით იყო დაფარული. გოდერძის ალპური ბაღის ტერიტორია მრავალფეროვანი ჰაბიტატებით გამოირჩევა, აქ წარმოდგენილია: ტყის, მდელოს, ტბის, ჭაობის და ქვიანი ეკოტოპი.
გოდერძის ალპური ბაღის მიზანია ხელი შეუწყოს მაღალი მთის ადგილობრივ მცენარეთა კოლექციის თავმოყრას ალპურ ბაღში, მის დოკუმენტირებას და გამოყენებას სამეცნიერო, საგანმანათლებლო და შემეცნებითი მიზნებისათვის, უზრუნველყოს საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა კონსერვაცია, დაცვა და შენარჩუნება მომავალი თაობებისათვის.
გოდერძის ალპური ბაღის მოწყობას, საფუძველი ჩაეყარა 2012 წელს, ეტაპობრივად მიმდინარეობს ბაღის განვითარება.
ალპური ბაღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ქვის ბაღია, რომელიც ალპურ ზონაში რიგ შემთხვევაში წარმოდგენილია ქვანაშალი ადგილის სახით. მასზე ქართველ სპეციალისტებთან ერთად, მუშაობს მიუნჰენის ბოტანიკური ბაღის მებაღე, ჰელმუთ ვისნეთი.
გოდერძის ალპური ბაღის მცენარეთა კოლექცია საკმაოდ მრავალფეროვანია, რომელიც ძირითადად აბორიგენული სახეობებითაა წარმოდგენილი. ამჟამად ალპური ბაღის ტერიტორიაზე არსებობს ექვსი სახეობის მერქნოვანი და ასამდე სახეობის ბალახოვანი მცენარე.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა