დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
gudauri-ski-resort-georgia2 სათხილამურო კურორტი Gudauri Ski Resort სათხილამურო კურორტი Gudauri Ski Resort სათხილამურო კურორტი Gudauri Ski Resort gudauri map გუდაურის რუკა

სათხილამურო კურორტი გუდაურის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ზამთარი, მარტი

სად მდებარეობს საათხილამურო კურორტი გუდაური?

სათხილამურო კურორტი გუდაური ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. გუდაური თბილისიდან დაახლოებით 120 კილომეტრშია. ზამთრის სეზონი გუდაურში დეკემბრიდან მარტამდე გრძელდება.


როგორ მოვხვდეთ გუდაურში?

კურორტი გუდაური თბილისიდან 2 საათის სავალ გზაზე მდებარეობს. გუდაურში ჩასვლა შესაძლებელია მანქანით ან მიკრო ავტობუსით. მიკრო ავტობუსები  დიდუბის ავტოსადგურიდან დადიან. გუდაურის გზა თოვლისგან ყოველთვის გაწმენდილია და ნებისმიერი ავტომანქანით ჩასვლა მარტივად არის შესაძლებელი. თუმცა დიდთოვლობის დროს გზაზე წესდება შეზღუდვები და გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის ნებადართული.


სასრიალო ტრასები

გუდაურში არსებული ბუნებრივი პირობები, სამთო-სათხილამურო კურორტის შექმნის მთავარი წინაპირობა აღმოჩნდა. პირველი საბაგირო გზა 1988 წელს აშენდა. დღეისათვის გუდაურში 14 საბაგირო გზაა და მათგან უმეტესი ცნობილი ავსტრიული კომპანიის „ დოპელმაიერის“ აშენებულია. ქვედა საბაგირო ზღვის დონიდან 1993 მეტრზე, ხოლო ზედა 3276 მეტრზე მდებარეობს. საბაგიროები მუშაობს ყოველდღე 10:00 დან 16:00 საათამდე

გუდაურის სასრიალო ტრასები ყველა დონის მოთხილამურისთვის არის განკუთვნილი. სასრიალო გზის სრული მანძილი 70 კილომეტრია, რომელიც 20 სასრიალო ტრასას მოიცავს. სასრიალო ტრასები ძირითადად 4 სხვადასხვა სახის სირთულისაა: დამწყები, საშუალო დონის, გამოცდილი და პროფესიონალი. გუდაური გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულთათვის ხელსაყრელი ადგილია. მისი დახრილი ფერდები ამის საშუალებას იძლევა. გუდაურში ჰავა მშრალია, ხოლო თოვლის საფარი 1-2 მეტრს აღწევს.


ინფრასტრუქტურა

გუდაურში საკმაოდ ბევრი სასტუმროა, მაგრამ თითქმის ყველა გათვლილია მაღალბიუჯეტიანი მოგზაურებისთვის. აქ ორკაციანი ნომერი საშუალოდ 100$ ღირს, ფასები კიდევ უფრო მაღალია ახალ წელს. აქ კვების ობიექტებიც საკმაოდ მრავლად არის. ზოგიერთი მათგანი პირდაპირ სასრიალო ტრასების გვერდით არის განთავსებული. ეს საკმაოდ კომფორტულია, მოსრიალეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეიაროს ლანჩზე, მაგრამ თითქმის ყველა რესტორანში ბევრი ხალხი, ძალიან მაღალი ფასები და ცუდი მომსახურებაა.

  

უსაფრთხო სრიალი

2016 წლიდან, გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტში მოთხილამურე პატრულები დამსვენებლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. მათ გააჩნიათ შესაბამისი აღჭურვილობა და უნარები პირველადი სამედიცინო დახმარების ჩასატარებლად.

გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტი მხოლოდ 30 წელია არსებობს. დღეისათვის კი მისი განვითარების გეგმა, კურორტის პოპულარულობას ზრდის საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთაც. გუდაური  სთავაზობს უამრავ შესაძლებლობებსა და აქტივობებს მის დამსვენებლებს.


გუდაურის მთავარი უპირატესობა თბილისთან სიახლოვე და ტრასების მრავალფეროვნებაა. ამის გამო გუდაური საუკეთესო ადგილად იქცა შაბათ-კვირის გასატარებლად თბილისელებისთვის. აქ ხშირად ერთი დღითაც ჩადიან, საკუთარი მანქანით შეგიძლიათ გახვიდეთ დილის 8 ზე, ისრიალოთ და საღამოს 7 ზე უკვე თბილისში იქნებით.

გუდაურის უარყოფითი მხარე ბევრი ხალხი და მაღალი ფასებია. შაბათ-კვირას ტრასები ყოველთვის გადატვირთულია, საბაგიროებთან და სალაროებთან დიდი რიგებია. სასტუმროსა და რესტორნის ფასები გაცილებით მაღალია ვიდრე სხვა კურორტებზე. ადგილობრივები ქართველ დამსვენებლებს ცუდად ეპყრობიან, რადგან მათგან ნაკლებ შემოსავალს ელიან. აქ უფასო პარკირებაც კი არ არსებობს და მანქანის გასაჩერებლად ფულის გადახდა მოგიწევთ. ასე რომ, თუ გაქვთ საკმარისი დრო გირჩევთ ეწვიოთ სათხილამურო კურორტ გოდერძის ან ჰაწვალს.


თუ გსურთ, მიიღოთ უახლესი ინფორმაცია საქართველოს ნებისმიერი სამთო-სათხილამურო კურორტის შესახებ, გადმოწერეთ აპლიკაცია საქრთველოს მთის კურორტები:

თეგები: #სათხილამურო კურორტი #თოვლი #ზამთარი #სრიალი #თხილამური #სნოუბორდი #ციგა

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ფასები

აბონემენტის სახეობა ბარათის ტიპი 01.12.2019 - 13.03.2020 14.03.2020 - 31.03.2020 01.04.2020 - 30.04.2020

უფროსი საბავშვო უფროსი საბავშვო უფროსი საბავშვო
ერთი ასვლა ბარქოდი 10 10 10 10 7 7
სამი ასვლა (გუდაური) ბარქოდი
25 25 25 25 18 18
კობი გადმოსახედი (ორივე გზა)ბარქოდი
302030203020
სპორტსკოლა მულტიქარდი - 12 - 12 - 12
1 დღიანი მულტიქარდი
50 25 40 25 30 20
2 დღიანი მულტიქარდი
97 48 77 48 58 38
3 დღე სეზონზე მულტიქარდი 140 71 112 71 84 57
4 დღე სეზონზე
მულტიქარდი
186 92 149 92 112 71
5 დღე სეზონზე
მულტიქარდი
228 114 182 114 137 91
6 დღე სეზონზე
მულტიქარდი
266 133 213 133 160 107
სტუდენტური
მულტიქარდი
270-135*---
ღამის სრიალი
მულტიქარდი
20152015--
ბიგელი
მულტიქარდი
უფასოუფასო
უფასო
უფასო
უფასო
უფასო








გუდაური / ბაკურიანი / გოდერძი /

სვანეთი (ზამთარი)



უფროსი


საბავშვო


უფროსი


საბავშვო


უფროსი


საბავშვო

7 დღე სეზონზე მულტიქარდი 312 156
-
-
-
-
10 დღე სეზონზე მულტიქარდი
420 210
-
-
-
-
სეზონური მულტიქარდი
600 300
300*
150*
300*
150*
სტუდენტური მულტიქარდი
300 -
150*
-
150*
-

ტურები მცხეთა-მთიანეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Worapan Visedsak
Worapan Visedsak

Can I know for a charge of ski school for a beginner?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

Hello, the prices differ at different schools. However, what will be the common price for the next season we do not know yet.

caroline sheehy
caroline sheehy

Hello; is it possible to ski in April? We are looking at coming from the 20th - 26th April? Will it be possible to ski?

Thank you

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

Hello, we think at that time the ski resort will be closed.

Nana Tur
Nana Tur

ვაპირებ გუდაურში ჩამოსვლას 2 აპრილს 10 აპრილამდე. იქნება თუ არა ამ პერიოდში სათხილამურო სეზონი?

shernel isaacs
shernel isaacs

Good day
Is the ski resort open now?
Would like to make a booking 1st October to 2nd October 2021.

Thank you

Thank you

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

Hello, the ski season has not began yet. However there are hotels functioning in Gudauri at this time of the year too. But you can't ski, because there is no snow yet.

robveng Ski
robveng Ski

Gudauri ski resort rating https://www.topskiresort.com/results/Gudauri
if you skiing in Gudauri, please rate him

Lika Logua
Lika Logua

გამარჯობათ, სად შემიძლია მულტიქარდის შეძენა.

Levan Gobechia
Levan Gobechia

გამარჯობა, ლიკა.
სკიპასების გაყიდვის წინასწარი აქცია 20 ნოემბერს დასრულდა.
გაყიდვები გაგრძელდება სათხილამურო კურორტების სალაროებში, სეზონის გახსნასთან ერთად.
P.S. ასევე გაითვალისწინეთ, რომ აქ მოცემულია გასული სეზონის ფასები, რაც შესაძლოა განსხვავდებოდეს ამ სეზონის ტარიფებისგან. ფასების ახალ ცხრილს მოგვიანებით დავდებთ.

3 შეფასება
3.7
Ucha Gviniashvili

I love to ski in Gudauri because it's very close to Tbilisi and you can get there in the morning and come back by evening. But it's always crowded at weekends. You can't find fresh snow anywhere. Quality of snow is not good because large snow falls are coming only several times during winter. Snow is ripped off the track after 1 PM. Also prices in the restaurants are very high compared to other places in Georgia. Hotels are super expensive, I always go back to Tbilisi and coming back next day. Staff in rental is very rude for Georgians because they don't expect much money from locals. But they are respectful for foreigners. Everyone tries to make money from everything, they don't even give you a glass of water for free.

But it's still best option if you have only one or two days for skiing, because it's very close to the capital and road is always open.

Gabo Mtavrishvili

if you love skiing and want to find a place close to the capital, than this is the best option for you.
Gudauri is only one hour ride from Tbilisi. So visiting this ski resort won't take your time and is very convenient.
- in case you're a professional skier you will LOVE road "kudebi" as it's quite difficult to ski on, so there are very few people.
- if the scenery is what attracts you, many ski roads are connected to each other and you can always change route.
i can't agree with UCHA about prices. ski instructors are cheaper compared to other places.
don't forget to visit and have fun in Gudauri.

I FLY IN THE SKY

Embark on a stunning aerial journey over Gudauri Ski Resort, Georgia's winter wonderland, captured through the lens of a drone - https://youtu.be/9rLsgu8oqec

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე სათხილამურო კურორტი გუდაური

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!

032205****