ყაზბეგი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთისმხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია, ისტროიული ხევის ტერიტორია. იგი უძველესი დროიდან იყო დასახლებული. აქ არის აღმოჩენილი ძვ.წ.
VI-V საუკუნეებით
დათარიღებული ყაზბეგის
განძი,
რომელიც
კავკასიის
ძველი
ტომების
რელიგიურ
კულტს
უკავშირდება. ყაზბეგის ბუნება სილამაზით გამოირჩევა. მთები, კლდეები, ჩანჩქერები
და ალპური ტბები უამრავ დამსვენებელს, მოგზაურსა და მთის სპორტის მოყვარულს იზიდავს.
აქ მრავალი დღესასწაული აღინიშნება (ათენგენობა, სპათანგელოზობა, ყაზბეგობა, გერგეტობა და სხვა), სადაც ხევის წეს-ჩვეულებებსა და ადგილობრივ სამზარეულოს გაეცნობით.
ყაზბეგი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლებითაც მდიდარია. მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია
გერგეტის სამება, რომელსაც მყინვარწვერის საოცარი ხედი განსაკუთრებულსა და დაუვიწყარს
ხდის. ქართული ეთნო-კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია ფიქლით ნაგები სახლები, ციხე-კოშკები
და სალოცავები, რომელთაც კულტურული ძეგლის სტატუსი აქვთ. ამ რაიონში შეგიძლიათ დატკბეთ
მთის სიგრილით, ზამთარში თხილამურებით სრიალით, მეკლდურობით, საინტერესო ძეგლებით,
მინერალური წყლებით, ამწვანებული ალპური მდელოებითა, წითელი ვულკანური კლდეებით და
აივსოთ შთაბეჭდილებებით, რომლებიც დაუვიწყარ მოგონებებად იქცევიან.
გეოგრაფია და კლიმატი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის
მხარეში მდებარეობს და ისტორიული
მხარის, ხევის
ტერიტორიას მოიცავს.
მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა
სტეფანწმინდა. სამხრეთ-აღმოსავლეთით მას ესაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტი,
სამხრეთით
- ახალგორის მუნიციპალიტეტი,
დასავლეთით - ჯავის
მუნიციპალიტეტი,
ჩრდილოეთით
კი - რუსეთის
ფედერაცია.
მუნიციპალიტეტის
ტერიტორია მთლიანად მაღალმთიანია. მთავარი ოროგრაფიული ერთეულია ხევის კავკასიონი,
აგრეთვე
მერიდიანული შანის, ყუროსა და კიდეგანის
ქედები;
გვერდითი
ქედებიდან
— ხოხის
ქედი. ჰიდროგრაფიული ქსელი ხშირია.
მუნიციპალიტეტი
მდიდარია მდინარეებით, ტბებით, მყინვარებითა და მინერალური
წყაროებით. მის ტერიტორიაზეა
ყაზბეგის ეროვნული პარკი, სადაც მრავალ იშვიათი ჯიშის ცხოველსა თუ ფრინველს ვხვდებით.
მთავარი
მდინარეა თერგი,
რომლის
სიგრძე
აქ
85 კმ-მდეა და სათავეს ხოხის
ქედის მყინვარებში იღებს. მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე
გაედინება
აგრეთვე
მდინარე მთიულეთის
არაგვი. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებულია ჰავის
სიმაღლებრივი
ზონალობა:
დაწყებული
ზომიერ
ნოტიოდან,
დამთავრებული
მაღალმთის
ნოტიო
მუდმივთოვლიანი
ჰავით. ზღვის დონიდან 1740 მ-ზე ზომიერად
ნოტიო
ჰავაა, ცივი, მშრალი ზამთრით და ხანგრძლივი, გრილი ზაფხულით, სადაც იანვრის საშუალო წლიური
ტემპერატურაა
- -5,2 °C, ივლისისა კი - 14,4 °C. 2000 მ-ზე უფრო მაღლა ნამდვილზაფხულს მოკლებული ჰავაა. 3650
მ
სიმაღლეზე
საშუალო
წლიური
ტემპერატურაა
-6,1 °C, იანვრისა კი - -15 °C.
რა ვნახოთ
ყაზბეგი ულამაზესი, მრავალფეროვანი ბუნებითა და მნიშვნელოვანი
კულტურული ძეგლებით უამრავ ტურისტს იზიდავს. მთის წვერზე აგებული შუასაუკუნეების ტაძრები
შესანიშნავი ხედებით, ფერდობებზე შეფენილი ნასოფლარები და ციხე-კოშკები საქართველოს
ისტორიას, დაუჯერებელ ამბებსა და მითებს ინახავენ. ბუნების სილამაზისა და კულტურის
ჰარმონიული შერწყმა ერთ-ერთია, რაც ამ მხარეს განსაკუთრებულობას ანიჭებს. გრანდიოზული
მთები, ჩანჩქერები, ტბები და ხეობები ყაზბეგს ძალიან საინტერესოს ხდის მოლაშქრეებისა
და მთაში დასვენების მოყვარულთათვის. აქ მრავალი ტურისტული მარშრუტია, სადაც თავგადასავლები
და თავისუფლების შეგრძნება შეიძლება იპოვნოთ. აქ შეგიძლიათ როგორც კარვით მოგზაურობა, ასევე მაღალი კლასის სასტუმროებში დასვენება. გერგეტის სამება, ჯუთის ჭაუხები, წითელ
ვულკანურ მთებში მოქცეული ყელიწადი, გველეთისა და არშის მწვანეში ჩაფლული ჩანჩქერები,
თრუსოს ხეობა ნასოფლარებითა და ტრავერტინებით და სხვა მრავალი დაუჯერებელი სილამაზის
ადგილი ჯადოსნურ, მოულოდნელობებით სავსე სამყაროში მოგზაურობას გპირდებიან.
ბუნება
კულტურული ძეგლები
კურორტები
ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვარა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები უნდა გატარდეს ნასოფლარების აღსადგენად?