დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
meteo betlemi hut qoxi meteo betlemi hut qoxi meteo betlemi hut qoxi

ბეთლემის ქოხი (მეტეო)ს შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ზაფხული, სექტემბერი

ბეთლემის ქოხი (მეტსახელად მეტეო სადგური) წარმოადგენს საბაზო ბანაკს მყინვარწვერზე ასვლის მსურველთათვის. ის მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერის მარშრუტზე, ზღვის დონიდან 3650 მეტრზე.


ღამისთევა

ბანაკში ღამისთევის ორი ალტერნატივა არსებობს: ღამისთევა საკუთარ კარავში, ბეთლემის ქოხის სადგურის გვერდით ან ღამისთევა ბეთლემის ქოხში, სადაც ფუნქციონირებს ჰოსტელის ტიპის სასტუმრო. ორივე შემთხვევაში თანხის გადახდა მოგიწევთ. მეტეში ღამისთევა უფრო ძვირია მაგრამ თბილი. თუ მცივანა ხართ, სხვისი ხვრინვა დიდად არ გაწუხებთ და ღამეში 40 ლარის გადახდაც არ გეძვირებათ მაშინ მეტეოსადგური სწორედ თქვენთვისაა.  მაგრამ თუ თბილი საძილე გაქვთ, ფულის დაზოგვაც გიყვართ და სუფთა ჰაერზე ძილი გირჩევიათ, შეგიძლიათ 10 ლარად საკუთარ კარავში დაიძინოთ. არ დაგავიწყდეთ ქარსაწინააღმდეგო ბარიერის მოწყობა ქვებით, წინააღმდეგ შემთხვევაში დილით შეიძლება ყაზბეგში გაიღვიძოთ. თუ ღამისთევას შენობაში გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ მეტეოს ყველაზე მეტი სტუმარი აგვისტო - სექტემბერში ჰყავს, შესაბამისად ამ პერიოდში უმჯობესია წინასწარ დაჯავშნოთ ადგილები უკანმოსაბრუნებელი რომ არ გახდეთ.


წყალი

ბანაკში წყალი გრაფიკით მოედინება: დილის 9 დან საღამოს 7-8 მდე, გააჩნია ტემპერატურას. ეს იმიტომ, რომ ღამით წყალი იყინება და დილით მზის სხივებზე ისევ იწყებს დნობას და დინებას. წყალი უმეტესად მღვრიედ გამოიყურება და თუ ბაქტერიების გეშინიათ უმჯობესია თან გქონდეთ წყლის გასაფილტრი აბები. 


სისუფთავე

მეტეოზე ჰიგიენის ნორმები ნულს დიდად არ აღემატება. აქ ოფიციალური ტუალეტი იმდენად არაჰიგიენური და აყროლებულია, რომ ხალხი ხშირად სათადარიგო გეგმას მიმართავს და პირდაპირ კარავთან ისაქმებს. შესაბამისად აქ ფეკალიების სუნით გაჯერებულმა სიომ ყოველწამს და ყოველიმხრიდან შეიძლება დაუბეროს. მეტეოზე ასევე მდებარეობს უდიდესი ნაგავსაყრელი, შექმნილი ზარმაცი ტურისტებისგან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ადგილს თბილისის დასუფთავების სამსახური ემსახურება და ამაოდ ელიან ყოველდღე ნაგვის მანქანას რომელიც წელიწადში ერთხელ ვერტმფრენის პრობელერით ამოფრინდება ხოლმე და ტონობით ნაგავს ეზიდება ამ ადგილიდან. ეს ადგილი როგორც ზემოთ ვახსენეთ ქარით გამოირჩევა და ნაგავსაც ხშირად იხილავთ საკარვე ადგილებზე გაშლილსა და გაფანტულს ყვავ-ყორნის ბუმბულივით.


კვება

ბეთლემის ქოხში ერთი ოთახი საერთო სამზარეულოს ეთმობა, სადაც თუ გაგიმართლათ დასაჯდომი ადგილიც შეგხვდებათ და გემრიელადაც მიირთმევთ თქვენს ანაკომებს. სამზარეულოში აუცილებლად თქვენი საკუთარი ჭურჭელითა და გაზით უნდა გამოცხადდეთ. აქ ვერ ნახავთ ცხელ წყალს, ჭურჭლის სარეცხ ნიჟარას, მიკროტალღურ ღუმელს და მაცივარს.


ბეთლემის ქოხის ძირითადი უარყოფითი მხარე სიბინძურეა ხოლო დადებითი მხარე - მძლავრი კედლები, რომლებიც საიმედოდ დაგიცავთ ქარისაგან.

თეგები: #საცხოვრებელი #საბანაკე ადგილი ბუნებაში

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები მცხეთა-მთიანეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Popescu Ovidiu-Ion
Popescu Ovidiu-Ion

Hello
How can I reserve, at Bethlemi Hut, 4 places for the period August 9 - 12, 2024?
Thank you

გამარჯობა, მობილურის ნომერი თუ გაქვთ მომუშავე პერსონალის

khatia marukashvili
khatia marukashvili

გამარჯობა, ერთ-ერთი სტატიაში წავიკითხე რომ მყინვარწვერზე ასასვლელად საჭირო აღჭურვილობოს ქირაობა შემიძლია მეტეოზე.
რამდენად სწორ ინფორმაციას ვფლობ და კონკრეტულად ვის შეიძლება დავუკავშირდე?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

სალამი, დიახ სწორია. აღჭურვილობის ქირაობა შესაძლებელია თბილისშიც მაღაზია MPlus-ში.

Lazare Dalbashvili
Lazare Dalbashvili

,,როგორ მოვხვდეთ" ნაწილი ძალიან დამაკლდა, გერგეტის სამებიდან იწყება ბილიკი როგორც ვიცი და რამდენად შესაძლებელია მეტეომდე მისვლა, გამყოლის გარეშე შეიძლება დაიკარგო? და ამ სიმაღლეზე აკლიმატიზაცია თუ შეიძლება პრობლემად ჩაითვალოს.

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

სალამი, დიახ ბილიკი გერგეტის სამების სიახლოვეს იწყება. მეტეომდე მისვლას 2 დღის ინტერვალით გირჩევთ, რადგანაც შესაძლოა აკლიმატიზაციის პრობლემა შეგექმნათ. პირველი ღამე შეგიძლიათ საბანაკე საბერწეზე გაათიოთ, მეორე დღეს გაემართოთ მეტეოსკენ, ღამე იქ გაათიოთ და მესამე დღეს დაბრუნდეთ უკან. გამყოლის გარეშე არ გირჩევთ წასვლას, რადგანაც გიწევთ მყინვარის ენაზე სიარული, სადაც არის ნაპრალები და გამყოლთან ერთად თავს უფრო დაცულად იგრძნობთ.
აკლიმატიზაციის პრობლემა შესაძლოა გამოცდილ მოლაშქრესაც შეექმნას, თუმცა ამას წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ.

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ბეთლემის ქოხი (მეტეო)

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!