
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
მყინვარწვერი არის მწვერვალი, რომელიც ყველა გემოვნების ადამიანს იზიდავს. აუცილებელი არაა იყოთ მთამსვლელი ან მეკლდეური რომ ამ საოცარ მწვერვალზე შედგათ ფეხი. აქ მოხვედრა ყველა ადამიანს შეუძლია, ვინც არ დაიზარებს და სწორ დროს, საჭირო აღჭურვილობით, გამოცდილ გუნდთან ერთად ეწვევა მას.
ადამიანებს ხშირად უჩნდებათ კითხვა, საკმარისია თუ არა მათი ფიზიკური მომზადება მყინვარწვერზე ასასვლელად. მინდა გითხრათ, რომ ფიზიკურზე მეტად ფსიქოლოგიური მზადყოფნაა საჭირო. ამ მარშრუტზე თუ გამოცდილი მთამსვლელი არ ხართ აუცილებლად დაიღლებით, მაგრამ მთავარია როგორ მოიქცევით დაღლის შემდეგ. თუ თქვენ სირთულეების გამკლავება გიჭირთ და პირველივე დაღლაზე სახლი გახსენდებათ სავარაუდოდ მეტი ვარჯიში მოგიწევთ მწვერვალს რომ მიაღწიოთ, ხოლო თუ დაღლა არ გაშინებთ და მიზანდასახული პიროვნება ხართ მაშინ შანსი დიდი გაქვთ. თუმცა რაც არ უნდა ძლიერი იყოს თქვენი ფსიქოლოგიური მომზადება, შესაძლოა ორგანიზმმა საშუალება არ მოგცეთ გზის გაგრძელების და სიმაღლეზე ასვლისას აღმოაჩინოთ, რომ გაქვთ სიმაღლის ავადმყოფობა და უკან დაბრუნება მოგიწიოთ.
გახსოვდეთ! მთას არ უყვარს ეგოისტები, ნუ იფიქრებთ მხოლოდ საკუთარ თავზე და პატივი ეცით თქვენი გუნდის წევრებს, დააყენეთ პირველ ადგილზე გუნდის ინტერესები. მყინვარწვერზე ასვლა მარტივი გასეირნება არ არის. ნუ იჩქარებთ! მთები არსად წასვლას არ აპირებენ.
მყინვარწვერის დანახვა შესაძლებელია შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის ტერიტორიებიდანაა შესაძლებელი. ფოტოების ნაწილი გადაღებულია წინარეხის, ზემო ხანდაკის წმინდა თევდორეს ეკლესიიდან, ასევე წედისის ციხიდან.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობა,
3 ადამიანს (2 კაცი და 1 ქალი) გვინდა მინვარწვერზე ასვლა.
გასვლის დღე ყაზბეგიდან 12 ივლისი (სამშაბათი).
მაინტერესებს მარტო გიდის ფასი (ტრანსპორტირება და ღამისთევა ყაზბეგში იქნება ჩემი მხრიდან).
ეკიპირების ქირაობაც დაგვჭირდება, მაგრამ ეს მოგვიანებით შეგვიძლია მოვილაპარაკოთ.
გამარჯობა. მაინტერესებს რა პერიოდში არის ასვლა შესაძლებელი (თვეს ვგულისხმობ) და თუ გაქვთ გიდის კოორდინატები ვინც გაგვიძღვება
მოგესალმებით, მყინვარწვერზე ასასვლელად საუკეთესო პერიოდია: ივლისი-სექტემბერი. რეკომენდაციას გავუწევთ https://georgiantravelguide.com/ka/levan-lashkarashvili ლევანს.
გამარჯობა. ნორმალური ამინდის შემთხვევაში, რა მინიმალურ დროშია შესძლებელი კარგ ფიზიკურ ფორმაში მყოფი 4 ბიჭისითვის მწვერვალზე ასვლა-ჩამოსვლა? ალპინიზმში გამოცდილება არ გვაქვს. ოქტომბერში, თბილისიდან წამოსვლიანად, ერთ დღეში მარტივად ავედით ბეთლემის ქოხამდე და უკანაც დავბრუნდით. აღჭურვილობის ქირაობა მეტეოში შეგვიძლია ? რა ჯდება ერთ ადამიანზე გიდი+აღჭურვილობა? ცხენების გარეშე. მადლობა :)
გამარჯობა. სავარაუდო მინიმალური დრო არის 9 საათი. ანუ თუ დაიწყებთ დილის 4 ზე და ამინდი ხელს შეგიწყობთ შეძლებთ ასვლას 9 ზე. უკან დაბრუნდებით 1 ზე. მაგრამ ეს ძალიან ძალიან სავარაუდო დროებია. დამოკიდებულია ხალხის რაოდენობაზე, ამინდზე, თოვლის საფარზე და ა.შ.
გიდის საფასური არის 500 ევრო. ამ ფასში გიდები ემსახურებიან მაქსიმუმ 5 კაციან ჯგუფებს. ამ თანხაში შედის მეტეომდე ასვლა, აკლიმატიზაცია, ტრენინგი, მწვერვალზე ასვლა და ყაზბეგში ჩამოსვლა. აღჭურვილობა საშუალოდ დაგიჯდებათ 300 ლარამდე კაცზე 5 დღით. თუმცა ესეც ძალიან დაახლოებითი ფასია. ქირაობა მეტეოზეც შეიძლება თუმცა როცა ბევრი ხალხია ყველაფერს ვერ იშოვით ან შეიძლება მხოლოდ უხარისხოები იყოს დარჩენილი. ამიტომ უმჯობესია წინასწარ დარეკოთ და დაჯავშნოთ ან იქირავოთ თბილისში (ყაზბეგშიც ქირავდება).
ასევე ამ გვერდსაც გადაავლეთ თვალი:
https://georgiantravelguide.com/ka/routes/mqinvartsveri-klasikuri
გამარჯობა,ალპინზმში არავითარი გამოცდილების მქონე ადამიანს შეუძლია მონაწილეობის მიღება ? და ღირებულებაც რომ მითხრათ მადლობა :)
გამარჯობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზაობის შემთხვევაში ყველას შეუძლია მყინვარწვერზე ასვლა, მოგიწევთ აღჭურვილობის და გიდის დაქირავება რაც მინიმუმ 500 ლარი მაინც დაგიჯდებათ 5 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში.