ბეთლემის ქოხი (მეტეო)ს შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ზაფხული, სექტემბერი

ბეთლემის ქოხი (მეტსახელად მეტეო სადგური) წარმოადგენს საბაზო ბანაკს მყინვარწვერზე ასვლის მსურველთათვის. ის მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერის მარშრუტზე, ზღვის დონიდან 3650 მეტრზე.


ღამისთევა

ბანაკში ღამისთევის ორი ალტერნატივა არსებობს: ღამისთევა საკუთარ კარავში, ბეთლემის ქოხის სადგურის გვერდით ან ღამისთევა ბეთლემის ქოხში, სადაც ფუნქციონირებს ჰოსტელის ტიპის სასტუმრო. ორივე შემთხვევაში თანხის გადახდა მოგიწევთ. მეტეში ღამისთევა უფრო ძვირია მაგრამ თბილი. თუ მცივანა ხართ, სხვისი ხვრინვა დიდად არ გაწუხებთ და ღამეში 40 ლარის გადახდაც არ გეძვირებათ მაშინ მეტეოსადგური სწორედ თქვენთვისაა.  მაგრამ თუ თბილი საძილე გაქვთ, ფულის დაზოგვაც გიყვართ და სუფთა ჰაერზე ძილი გირჩევიათ, შეგიძლიათ 10 ლარად საკუთარ კარავში დაიძინოთ. არ დაგავიწყდეთ ქარსაწინააღმდეგო ბარიერის მოწყობა ქვებით, წინააღმდეგ შემთხვევაში დილით შეიძლება ყაზბეგში გაიღვიძოთ. თუ ღამისთევას შენობაში გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ მეტეოს ყველაზე მეტი სტუმარი აგვისტო - სექტემბერში ჰყავს, შესაბამისად ამ პერიოდში უმჯობესია წინასწარ დაჯავშნოთ ადგილები უკანმოსაბრუნებელი რომ არ გახდეთ.


წყალი

ბანაკში წყალი გრაფიკით მოედინება: დილის 9 დან საღამოს 7-8 მდე, გააჩნია ტემპერატურას. ეს იმიტომ, რომ ღამით წყალი იყინება და დილით მზის სხივებზე ისევ იწყებს დნობას და დინებას. წყალი უმეტესად მღვრიედ გამოიყურება და თუ ბაქტერიების გეშინიათ უმჯობესია თან გქონდეთ წყლის გასაფილტრი აბები. 


სისუფთავე

მეტეოზე ჰიგიენის ნორმები ნულს დიდად არ აღემატება. აქ ოფიციალური ტუალეტი იმდენად არაჰიგიენური და აყროლებულია, რომ ხალხი ხშირად სათადარიგო გეგმას მიმართავს და პირდაპირ კარავთან ისაქმებს. შესაბამისად აქ ფეკალიების სუნით გაჯერებულმა სიომ ყოველწამს და ყოველიმხრიდან შეიძლება დაუბეროს. მეტეოზე ასევე მდებარეობს უდიდესი ნაგავსაყრელი, შექმნილი ზარმაცი ტურისტებისგან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ადგილს თბილისის დასუფთავების სამსახური ემსახურება და ამაოდ ელიან ყოველდღე ნაგვის მანქანას რომელიც წელიწადში ერთხელ ვერტმფრენის პრობელერით ამოფრინდება ხოლმე და ტონობით ნაგავს ეზიდება ამ ადგილიდან. ეს ადგილი როგორც ზემოთ ვახსენეთ ქარით გამოირჩევა და ნაგავსაც ხშირად იხილავთ საკარვე ადგილებზე გაშლილსა და გაფანტულს ყვავ-ყორნის ბუმბულივით.


კვება

ბეთლემის ქოხში ერთი ოთახი საერთო სამზარეულოს ეთმობა, სადაც თუ გაგიმართლათ დასაჯდომი ადგილიც შეგხვდებათ და გემრიელადაც მიირთმევთ თქვენს ანაკომებს. სამზარეულოში აუცილებლად თქვენი საკუთარი ჭურჭელითა და გაზით უნდა გამოცხადდეთ. აქ ვერ ნახავთ ცხელ წყალს, ჭურჭლის სარეცხ ნიჟარას, მიკროტალღურ ღუმელს და მაცივარს.


ბეთლემის ქოხის ძირითადი უარყოფითი მხარე სიბინძურეა ხოლო დადებითი მხარე - მძლავრი კედლები, რომლებიც საიმედოდ დაგიცავთ ქარისაგან.

მდებარეობა
42.6799, 44.53366
მანძილი დედაქალაქიდან
145 კმ
ფეხით გასავლელი მანძილი
9 კმ ერთი გზა
იხილეთ ასევე

იხილეთ ასევე

ბეთლემის ეკლესია მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერის მარშრუტზე, ბეთლემის ქოხთან ახლოს. ეს გახლავთ საქართველოში ზღვის დონიდან ყველაზე მა...

საბერწეს საბანაკე მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერის კლასიკურ მარშრუტზე, ზღვის დონიდან 3000 მეტრზე. ამ ადგილას მყინვარწვერზე ასვლის მს...

მყინვარწვერის კლასიკური მარშრუტი 5 დღიანია, თუმცა ხშირად ამატებენ მეექვსე სარეზერვო დღეს უამინდობის შემთხვევაში. მარშრუტზე მიმაგრებულია ჩვენს მიერ 201...

გერგეტის სამება მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ გერგეტიდან 1 კილომეტრში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. იგი წარმოადგენს ყველაზე პოპულარულ ტურის...

ყელიწადის ტბა მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 3100 მეტრზე. ის ზღვის დონიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღლა მდებარე ტბაა საქართველოში. აქ მო...

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ბეთლემის ქოხი (მეტეო)

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!