![sabanake Sabertse camping Саберце кемпинг](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/gopr3218-00-00-23-05-still006-3.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
მყინვარწვერის კლასიკური მარშრუტი 5 დღიანია, თუმცა ხშირად ამატებენ მეექვსე სარეზერვო დღეს უამინდობის შემთხვევაში. მარშრუტზე მიმაგრებულია ჩვენს მიერ 2018 წელს ჩაწერილი GPS ტრეკი. გაითვალისწინეთ, რომ მყინვარი ყოველწელს იცვლის ფორმასა და ზომას, შესაბამისად ბილიკი შეიძლება ყოველწელს შეიცვალოს და იქ სადაც ადრე დადიოდა ხალხი ახლა შეუძლებელი აღმოჩნდეს გავლა. გახსოვდეთ! მყინვარწვერს არ უყვარს მარტოხელები, აუცილებლად ჩაებით თოკში რომ ნაპრალში არ დაასრულოთ სიცოცხლე.
ეს მარშრუტი არ არის სალაშქრო, შესაბამისად აუცილებელია გამოცდილი სამთო გამყოლი, რომელიც იზრუნებს თქვენს უსაფრთხო გადაადგილებაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გვერდი მყინვარწვერი.
მყინვაწვერის მარშრუტი იწყება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გერგეტის სამებასთან და მიემართება დასავლეთით. პირველ დღეს გზა არც ისე გრძელია. გერგეტის სამებიდან 6 კილომეტრში შეხვდებით საბანაკე საბერწეს სადაც პირველი ღამისთევა მოგიწევთ. საბანაკე მდებარეობს ზღვის დონიდან 3000 მეტრზე. პირველ დღეს მოგიწევთ 950 მეტრის აწევა 6 კილომეტრში.
მეორე დღე კიდევ უფრო მარტივია, ბილიკი საბერწედან ბეთლემის ქოხისკენ მიემართება და სულ რაღაც 3.5 კილომეტრის სიგრძისაა. თუმცა ბოლო 1.5 კილომეტრი ყინულზე მოგიწევთ სიარული და შესაძლოა წრიაპის გამოყენებაც დაგჭირდეთ. ბეთლემის ქოხამდე მისვლა პირველ დღესაც შეგიძლიათ, თუმცა რაც უფრო ნელა ახვალთ სიმაღლეზე მით უფრო გაგიადვილდებათ აკლიმატიზაცია, ამიტომ გირჩევთ არ იჩქაროთ. ბეთლემის ქოხი, იგივე მეტეო ზღვის დონიდან 3650 მეტრზე მდებარეობს და შესაბამისად მეორე დღეს 650 მეტრის აწევა მოგიწევთ.
მესამე დღე აკლიმატიზაციის დღეა. აკლიმატიზაციისთვის ხშირად აქვე მდებარე ბეთლემის ეკლესიაზე ადიან, რომელიც ზღვის დონიდან 3900 მეტრზე მდებარეობს. ეკლესიიდან ბილიკი მარჯვნივ გრძელდება და 4000 მეტრამდე ადის. აკლიმატიზაციის შემდეგ სთხოვეთ გიდს, გასწავლოთ წერაყინისა და წრიაპის გამოყენება, თოკით მოძრაობა და თუ როგორ უნდა მოიქცეთ ყინულზე მოწყვეტის შემთხვევაში. საღამოს აუცილებლად მოიმარაგეთ წყალი, რადგან ღამით წყალი იყინება და გასვლის წინ მარაგის შევსებას ვერ შეძლებთ.
მეოთხე დღე მწვერვალის დღეა. უმეტესად ჯგუფები გამთენიისას, დილის 2 საათზე გადიან ბეთლემის ქოხიდან. პირველი დაბრკოლება ხმაურაა - კლდე საიდანაც მუდმივად ცვივა ქვები. თუმცა ეს ადგილი დილით ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ქვათაცვენას მაღალი ტემპერატურა და ყინულის დნობა იწვევს. ხმაურას შემდეგ მოგიწევთ თოკში ჩაბმა და წრიაპის მორგება. ბილიკი აქედან მყინვარზე გადის სადაც ახალი დაბრკოლება - ნაპრალები ჩნდება. თუმცა თუ წესებს დაიცავთ ამ დაბრკოლებასაც უსაფრთხოდ გადალახავთ. ამის შემდეგ ბილიკი ადის პლატოზე, სადაც ახალი დაბრკოლება - ქარი და სიცივე ებრძვის მყინვარწვერის სტუმრებს. თუმცა თუ გაგიმართლათ და კარგი ამინდი დაგხვდათ შეიძლება დაგცხეთ კიდეც. პლატოდან ბილიკი იწყებს მყინვარწვერის უკანა მხრიდან შემოვლას, კრეფს სიმაღლეს საკმაოდ სწრაფად და ადის პირდაპირ უნაგირზე, სადაც შეგიძლიათ ბოლო შესვენება მოაწყოთ. უნაგირის შემდეგ ახალი საფრთხე - ყინულზე მოწყვეტაა, ამიტომ უნდა იყოთ ყურადღებით და იაროთ მუდმივი მზადყოფნით. უნაგირიდან დაახლოებით 30 წუთში მწვერვალზე ხართ და შეგიძლიათ მიულოცოთ გუნდის წევრებს მშვიდობიანი ამოსვლა, თუმცა მთავარი დაშვებაა. ნუ მოდუნდებით, უფრო მეტი ყურადღებით იარეთ უკანა გზაზე და თუ აქაც არ დაუშვებთ შეცდომებს მაშინ საღამოს 4 საათზე უკვე ბეთლემის ქოხში იქნებით.
საშუალოდ მყინვარწვერზე ასვლას გუნდები 8 საათს, ჩამოსვლას კი 6 საათს ანდომებენ. ამ დღეს ჯამში 13 კილომეტრის გავლა მოგიწევთ, სიმაღლეში კი 1350 მეტრის აწევა.
მეხუთე დღე უკან დაშვების დღეა. თუმცა ზოგჯერ სარეზერვო დღედაც იყენებენ და ცუდი ამინდის შემთხვევაში მწვერვალზე ასვლა სწორებ მეხუთე დღეს ხდება. ხოლო თუ ამინდში გაგიმართლათ მაშინ ამ დღეს ყაზბეგის გზას დაადგებით და დაახლოებით 4 საათში უკვე გერგეტის სამებასთან იქნებით.
ყაზბეგში მოხვედრა შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ავტომობილით. ასევე მრავლად არის სამარშრუტო ტაქსები, რომლებიც გადიან დიდუბის ავტოსადგურიდან.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობა, რა ჯდება ტური ერთ ადამიანზე?
გამარჯობა, ფასები ყოველ წელს იცვლება. 2025 წლის სეზონის ფასები ამ ეტაპზე არ არის ცნობილი.
გამარჯობა, რა ღირს ტური ერთ ადამიანზე?
გამარჯობა,
3 ადამიანს (2 კაცი და 1 ქალი) გვინდა მინვარწვერზე ასვლა.
გასვლის დღე ყაზბეგიდან 12 ივლისი (სამშაბათი).
მაინტერესებს მარტო გიდის ფასი (ტრანსპორტირება და ღამისთევა ყაზბეგში იქნება ჩემი მხრიდან).
ეკიპირების ქირაობაც დაგვჭირდება, მაგრამ ეს მოგვიანებით შეგვიძლია მოვილაპარაკოთ.
გამარჯობა. და რა ჯდება ერთ ადამიანზე თავისი აღჭურვილობის ქირაობით?
სალამი, ამ ეტაპზე მიმდინარეობ ფასების კორექტირება. ფასები გვეცოდინება რამოდენიმე დღეში.
მადლობა. კარგით თუ შეიძლება მითითებულ იმეილზე ან ტელეფონის ნომერზე დამიკავშირდეთ როცა გეცოდინებათ ფასები.
მაინტერესებს ეს ყველაფერი რა დაჯდება, რაც მაღლა წერია
Доброго дня! Подскажите, пожалуйста, планируются ли походы после 14 сентября? В какую стоимость восхождение и что в эту стоимость входит?
интересует классическое восхождение на Казбег
Елена
Вскоре у вас будет возможность увидеть список гидов на нашем сайте с указанием квалификации. Вы можете связаться с любым из них и попросить предоставить бюджет и условия для вашего маршрута.