
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
მარშრუტი იწყება კურორტ გომისმთიდან და გადადის კურორტ ბახმაროში. კურორტი გომისმთა მდებარეობს ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრზე, ბახმარო 1950-2050 მეტრზე.
მარშრუტის საწყისი წერტილი მდებარეობს ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, საბოლოო წერტილი 1950 მეტრზე. გასავლელი მანძილი 40 კმ. უმაღლესი წერტილი 2614 მეტრი (მწ. მგლის საწოლი). ასაწევი სიმაღლე ჯამში 1470 მეტრი, ხოლო დასაწევი სიმაღლე ჯამში 1485 მეტრი.
მარშრუტის გასავლელად საჭიროა მაღალი გამავლობის ავტომობილი. მარშრუტის გავლა შესაძლებელია ფეხითაც, ამ შემთხვევაში მარშრუტი გამოდის 2 დღიანი.
მარშრუტი გადის ალპურ ზონაში, ქედზე, სამანქანე გრუნტიანი გზით. საწყისი 7 კმ მეტრი არის მცირე აღმართი, ამის შემდეგ მომდევნო 3 კმ გზა მიუყვება შედარებით რთულ აღმართს და მეათე კილომეტრზე გზა გაივლის ჭინჭაოს ტბასთან, ზღვის ზონიდან 2500 მეტრზე. ჭინჭაოს ტბიდან დაახლოებით 6 კმ-ში გზა გაივლის მწვერვალ მგლის საწოლთან, საიდანაც შესანიშნავი პანორამული ხედები იშლება. მწვერვალიდან დაახლოებით 2 კმ ში, მცირე აღმართ-დაღმართების შემდგომ, გზა გაივლის საზაფხულო სოფლებს, ზღვის დონიდან 2400 მეტრზე, სადაც შესაძლებელია სოფლების მონახულება და წყლის შევსება. საზაფხულო სოფლების შემდგომ გზა ეშვება 2000 მეტრამდე და 22 კმ - ზე იწყება უღელტეხილი. გზის 28 კმ-ზე გზად შეხვდებით მცირე ზომის ტბას, რომელსაც სათოვლიას წყალს უწოდებენ, ტბიდან ერთ კილომეტრზე ნაკლებ მანძილში, გზადვე შეხვდებით წყაროს წყალს, 2400 მეტრზე. წყაროდან გზა დაღმართში ეშვება და 10 კმ- ში ჩადის ბახმაროში. ბოლო ათი კილომეტრის მანძილზე რამდენჯერმე შეხვდებით წყალს და ასევე ბახმაროსთან ახლოს მდებარე საზაფხულო სოფლებს.




ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვასაერთო მანძილი რამდენია ბახმარო-გომისმთა? კროსოვერით დავძლევ მარშრუტს უპრობლემოდ? Toyota rav4, თუ 4X4 ავტომობილი იგულისხმება ოფროუდისთვის მომზადებული მანქანა?
ჩვენ ვართ მანდ გადასული სუბარუ ფორესტერით. ანუ გადასვლით გადახვალთ მაგრამ გააჩნია მძღოლს. თუ უგზოობაში გამოცდილება არ გაქვთ არ წახვიდეთ.
გზა როგორია ამ მარშუტზე? აუცილებელია 4X4 ავტომობილი?
გამარჯობა, გზა არის გრუნტიანი, რთული მონაკვეთებით, დიახ აუცილებელია 4X4 ავტომობილი.