
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ეს არის ერთ დღიანი მარშრუტი გარეჯის უდაბნოში რომელიც საშუალებას მოგცემთ მოინახულოთ გარეჯის უდაბნოს ყველაზე საინტერესო და შეიძლება აქამდე უცნობი ადგილები:
უმჯობესია მოგზაურობა დაიწყოთ დილით რაც შეიძლება ადრე, რადგან მარშრუტი საკმაოდ დატვირთულია სხვადასხვა სანახაობებით და მის გასავლელად საშუალოდ 10-12 საათი დაგჭირდებათ.
მარშრუტი იწყება ქალაქ თბილისში და ქალაქ რუსთავის გავლით მიემართება გარეჯის უდაბნოსკენ. პირველი გაჩერება მრავალწყაროს ფერადი მთები და წყალსაცავია. აქ ცოტა ფეხით სიარული მოგიწევთ, რათა ფერად მთებს მიუახლოვდეთ. მთაზე ასვლას თუ გადაწყვეტთ, შეიძლება რამდენიმე საათი დაგჭირდეთ ამისათვის. ფერადი მთების შემდეგ მარშრუტი გაივლის იქვე მდებარე წამებულისა და იოანე ნათლისმცემლის მონასტრებს და მიემართება დავით-გარეჯის მონასტრისაკენ. წამებულის მონასტერი კლდეში გამოკვეთილი სენაკებისგან შედგება და მის დასათვალიერებლად ფეხით სიარული მოგიწევთ. დავით-გარეჯის მონასტრამდე სულ რაღაც 1 კილომეტრით ადრე გზიდან მარჯვნივ შენიშნავთ ციხის მსგავს სვეტს, ეს არის ჩიჩხიტურის მონასტერი. ამის შემდეგ კი მიხვალთ დავით-გარეჯის მონასტერში, სადაც სრულდება ტურის პირველი ნაწილი. კარგად დაათვალიერეთ ეს ულამაზესი კომპლექსი, წაიხემსეთ და მოემზადეთ გარეჯის საბერეების მოსანახულებლად.





დავით-გარეჯის მონასტრიდან მარშრუტი გაივლის სოფელ უდაბნოს და ძველი, მიტოვებული სამანქანო გზით მიემართება გარეჯის საბერეებისკენ. ამ მონაკვეთში აუცილებლად გამოიყენეთ GPS მოწყობილობა რათა არ ასცდეთ მარშრუტს, რადგან გზად ვერ ნახავთ მინიშნებებს და ზოგჯერ შეიძლება ბუნებასთან შერწყმული გზაც ვერ გაარჩიოთ. გარეჯის საბერეები წამებულის მონასტრის მსგავსად კლდეში ნაკვეთ კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული. უმეტესი მათგანი მოხატულია და აქვს ეკლესიის ფორმა. თუმცა ფრთხილად იყავით, გამოქვაბულამდე მისასვლელი ბილიკები არანაირ უსაფრთხოების სტანდარტს არ აკმაყოფილებენ და გამოუცდელმა ადამიანმა შეიძლება რამე დაიზიანოს. ნუ გამოიყენებთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, შეარჩიეთ მყარძირიანი, რთულ რელიეფზე სასიარულო ფეხსაცმელი.

აღნიშნულ მარშრუტზე რეკომენდებულია მშრალ ამინდში წასვლა, რადგან გზა მოასფალტებული არ არის და წვიმიან ამინდში მხოლოდ სპეციალურად ტალახისთვის განკუთვნილი, 4X4 მანქანები თუ შეძლებენ უპრობლემო გადაადგილებას. მშრალ ამინდში კი ნებისმიერი მანქანით შესაძლებელია ამ მარშრუტის გავლა.
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაშესაძლებელია ფერად უდაბნოში ჯიპ ტურის ჩატარება 27 აპრილს?