გარეჯის საბერეების შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

საბერეები - კლდეში ნაკვეთი სამონასრტო კომპლექსი, გარეჯის მრავალმთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთის ნახევარუდაბნოში მდებარეობს. 


ისტორია

საბერეების სამონასტრო კომპლექსი VI საუკუნეში დააფუძნა ასურეთიდან მოსულმა წმინდა მამა დავით გარეჯელმა. თავდაპირველად გარეჯელი მამა, ბუნებრივ მღვიმეში დასახლდა თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად. მღვიმე შემდგომში დავითის ლავრის სახელით ცნობილი მონასტერი გახდა და გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ცენტრად იქცა.

საბერეების ტერიტორიეზა განლაგებული იყო 11 ეკლესია, სატრაპეზო და წინამძღვრის სენაკი. თერთმეტი ეკლესიიდან სამი დარბაზულია დანარჩენი კი ჯვარგუმბათოვანი. მოხატულობა კი მხოლოდ ოთხ მათგანშიღა შემორჩა: V, VI, VII, VIII ეკლესიებში.

სამონასტრო კომპლექსი ამჟამად 20-ზე მეტი ისტორიული ძეგლისგან შედგება. ეს მონასტრებია: საბერეები, თეთრი უდაბნო, ნათლისმცემელი, წინწყარო, ჩიჩხიტური, ქოლაგირი, თეთრისენაკები, დოდოს რქა, დიდი ქვაბები, უდაბნო, დავითის ლავრა, მრავალწყარო, პირუკუღმარი, შავი სენაკები, ბერთა მთა, განსაშორი,  ბერების სერი, სატორგე, კოწახურა, ბერთუბანი, მღვიმე, პატარა ქვაბები, ვერან-გარეჯა.

დავითგარეჯის მონასტრებმა შექმნა თვითმყოფადი სამონასტრო და სამშენებლო ტრადიცია, ფრესკული მხატვრობის საკუთარი სკოლა. განსაკუთრებით გრანდიოზული და შთამბეჭდავია ბერთუბნის ქვაბოვანი მონასტრის ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ეკლესიის XII-XIII სს-ის მხატ­ვრობა. დავითგარეჯში დაცული იყო ხელნაწერთა მდიდარი კოლექცია.



რუკა

კითხვები

Please login to ask a question

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე გარეჯის საბერეები

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!