
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერი — იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში, დავითის ლავრის დასავლეთით 12 კმ-ზე. წარმოადგენს კლდეში გამოკვეთილ ერთიან კომპლექსს. დაარსებულია VI-VII საუკუნეებში დავით გარეჯელის მოწაფის ლუკიანეს მიერ:
„ბრძანებითავე მამისა დავითისითა აღეშენა უდაბნოჲ მრავალმთისაჲ სახელსა ზედა წმიდისა იოანე ნათლის-მცემლისასა“
მონასტერი გამოკვეთილია ზღვიური წარმოშობის ქვიშაქვებისაგან შედგენილი კლდის მასივში. ნაგებობათაგან აღსანიშნავია უჩვეულოდ მაღალი და ვრცელი მთავარი ეკლესია. ჩრდილოეთით მცირე სათავსი ეკვრის, რომელიც ძირითად დარბაზს 2 თაღის მეშვეობით უკავშირდება. საკურთხევლის წინ XVIII საუკუნის II ნახევრის კანკელია. მთავარი ეკლესიის სამხრეთით კიდევ ერთი მცირე ეკლესიაა, რომელშიც კლდეში გამოკვეთილი კიბით შეიძლება ასვლა. მთავარი ეკლესიის შესასვლელში აღმართულია კოშკი და ჭიშკარზე დაშენებული სამრეკლო. ინტერიერში შემონახულია XII საუკუნის I ნახევრის მოხატულობის ფრაგმენტები.
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მონასტრის მთავარ ეკლესიაში შემორჩენილი ქართველ სამეფო პირთა ფრესკები, აქ გამოსახულნი არიან: ბაგრატ III, დავით აღმაშენებელი (ფრესკა ამჟამად სრულიად განადგურებულია), დემეტრე I, გიორგი III, თამარ მეფე, ლაშა-გიორგი, დავით სოსლანი. ბაგრატ III-ის ფრესკას შემორჩენილი აქვს წარწერა: “პირველი მაშენებელი ამის უდაბნოისაი”. დავით აღმაშენებლის ფრესკას შემორჩენილი ჰქონდა წარწერა (განადგურებულია): “მამაი დემეტრე მეფისაი”. დემეტრე I-ის ფრესკას შემორჩენილი აქვს წარწერის ფრაგმენტი: “მეფეთამეფე”. გიორგი III-ის ფრესკას ახლავს ფრაგმენტულად გადარჩენილი წარწერა: “მეფეთამეფე გიორგი ძე დემეტრესი”. თამარ მეფის, ლაშა-გიორგისა და დავით სოსლანის ფრესკებს ახლდა წარწერები (განადგურებულია): “მეფეთა მეფე თამარ ასული დიდისა მეფეთა მეფისა გიორგისა”, “ძე მათი ლაშა”, “მეფეთა მეფე დავით”. საყურადღებოა ასევე კომპლექსის ერთ-ერთ ეკლესიაში შემორჩენილი ოსტატის ფრესკული გამოსახულება, რომელსაც ხელში წერაქვი უჭირავს, საქართველოში ხშირად გვხვდება ოსტატთა მომცრო ზომის რელიეფები, თუმცა ფრესკებზე მათი გამოსახვა გავრცელებული არ არის.
მონასტერში გამოსახულია გარეჯელი ბერი, რომელიც წერაქვით ჭრის ქვაბულს.



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა