დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
ნეძვის ეროვნული პარკი ბილიკი ნეძვის ეროვნული პარკი ბილიკი ნეძვის ეროვნული პარკი ბილიკი ნეძვის ეროვნული პარკი ბილიკი ნეძვის ეროვნული პარკი ბილიკი ნეძვის ეროვნული პარკი ბილიკი ნეძვის ეროვნული პარკი ბილიკი ნეძვის ეროვნული პარკი ბილიკი ნეძვის ეროვნული პარკი ბილიკი ნეძვის ეროვნული პარკი ბილიკი ნეძვის ეროვნული პარკი ბილიკი ნეძვის ეროვნული პარკი ბილიკი ნეძვის ეროვნული პარკი ბილიკი ნეძვის ეროვნული პარკი ბილიკი ნეძვის ეროვნული პარკი ბილიკი ნეძვის ეროვნული პარკი ბილიკი ნეძვის ეროვნული პარკი ბილიკი ნეძვის ეროვნული პარკი ბილიკი

ნეძვის ეროვნული პარკი ბილიკის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

ბილიკი იწყება სოფელი ახალდაბიდან და მიემართება შუანოს (ნეძვის) ტურისტული თავშესაფრისკენ. ნეძვის ეროვნულ პარკში ვიზიტი ფასიანია და გჭირდებათ შესაბამისი ნებართვა, რომელის აღებასაც შეძლებთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში.

ბილიკი არის წრიული და ჯამში შეადგენს 31 კილომეტრს. თავშესაფრამდე ასვლა შეგიძლიათ ორივე მხრიდან, თუმცა ჩვენ გირჩევთ, რომ ახვიდეთ სამანქანო გზით და დაბრუნდეთ საფეხმავლო ბილიკით. ასეთ შემთხვევში ნაკლები მკვეთრი აღმართი მოგიწევთ და დაშვება ლამაზ ხედებზე ბევრად სასიამოვნო იქნება.

ბილიკი მარკირებულია, თუმცა ზოგიერთ ადგილას მარკირება და ბილიკი არ ემჩნევა ამიტომ უმჯობესია გქონდეთ ტრეკი გადმოწერილი და მიჰყვეთ ნავიგაციას. სამანქანო გზიდან ასვლის შემთხვევაში გზად გხვდებათ პატარა წყარო, სადაც სასმელად ვარგისი წყალია და შეძლებთ მარაგის შევსებას. წყალი ასევე დაგხვდებათ კოტეჯის მახლობლადაც, სადაც ასევე სასმელად ვარგისი წყალია.

კოტეჯი არის 2 სართულიანი. პირველ სართულზე არის 2 ოთახი. პატარა ოთახში არაფერი არ არის, მათ შორის არც ლოგინები. დიდ ოთახში არის შეშის ღუმელი, დიდი მაგიდა და 2 ხის ტახტი, აქედანვე ადის კიბე მეორე სართულზე, სადაც ასევე არაა ლოგინები. თავშესაფარში სტუმრობისას თან უნდა იქონიოთ საგებელი და საძილე ტომარა. თუ კარავში გადაწყვეტთ დარჩენას, თავშესაფრის ტერიტორიაზე შესაძლებელია კარვის გაშლა.

ტრანსპორტი:

ნეძვის ეროვნული პარკის შესასვლელამდე მისვლა შესაძლებელია ნებისმიერ ტიპის ავტომობილით.

თეგები: #ლაშქრობა #trekking #Backpacking #სათავგადასავლო ტურები

ახლოს მდებარე შეთავაზებები

41.909047 , 43.512724
ხანგრძლივობა: 2 დღე
ჯამური მანძილი: 31 კმ
სირთულე: საშუალო

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში

27798218_2076211602649485_920825 13891881_1062705333765157_135766 13198397_1108281659211461_125501
+68
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
მირზა თედეშვილი
მირზა თედეშვილი

გამარჯობათ, რამდენია გადასახდელი?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

გამარჯობა, თუ დარჩენას აპირებთ კოტეჯში ან კარვით, უნდა დაუკავშირდეთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას. როგორც ვიცით კარვით დარჩენა 10 ლარი ღირს,ხოლო კოტეჯში 25 ლარი. თუმცა შესაძლოა ფასები იყოს შეცვლილი და მაინც დააზუსტეთ.

1 შეფასება
3
Giga Mekhrishvili

ჩემი აზრით, ნეძვის წრიული მარშუტი (36 კმ) რთულ კატეგორიაში გადის, რთული აღმართების გამო კოტეჯიდან-მთამდე, ასევე ბილიკი გასაწმენდია წაქცეული ხეებისგან (2025 ივნისის მდგომარეობით).
კართის მთიდან ლამაზი ხედებია თუმცა იმდენად არა მეორედ რომ მოგინდეს ასვლა.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ნეძვის ეროვნული პარკი ბილიკი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!