პანორამების ბილიკი განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. ბილიკზე თქვენ შეგხვდებათ შერეული ტყეები, მცირე კავკასიონის პანორამული ხედები, მთა ამარათი, ეროვნულ პარკში გავრცელებული ცხოველების ნაკვალევს, როგორებიცაა: კეთილშობილი ირემი (cervus elaphus), დათვი (ursus arctos) და მგელი (canis lupus).
წრიული ბილიკი იწყება და მთავრდება აწყურის მცველთა საგუშაგოსთან.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სტუმრობა ფასიანია. რეგისტრაციისათვის, ტურისტული თავშესაფრის დასაჯავშად და სხვა მომსახურების მისაღებად ეწვიეთ/დაუკავშირდით ეროვნული პარკის ადმინისტრაციას.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაამჟამად თუ არის ეს ბილიკი გახსნილი
სალამი. პანდემიიდან გამომდინარე ეროვნული პარკები დაკეტილია ხანგრძლივი ვიზიტისთვის. ეს ბილიკი რადგან არის რამოდენიმე დღიანი დაკეტილია და მასზე გადაადგილება შეზღუდულია.
გამარჯობა, მაინტერესებს თუ არის ამჟამად ეს ბილიკი გახსნილი?
გამარჯობა, ამ ეტაპზე ბილიკი დაკეტილია. სავარაუდოდ ბილიკი აპრილში გაიხსნება.