დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
Mount Kazbek, Gergeti Church Степанцминда Казбеги Церковь Гергети გერგეტის სამება Mount Kazbek, Gergeti Church Степанцминда Казбеги Церковь Гергети გერგეთის სამება, ყაზბეგი გერგეტის სამება Mount Kazbek, Gergeti Church Степанцминда Казбеги Церковь Гергети Mount Kazbek, Gergeti Church Степанцминда Казбеги Церковь Гергети Троицкая церковь Гергети gergetis sameba church გერგეტის სამების ეკლესია გერგეტის სამების ეკლესია გერგეტის სამების ეკლესია გერგეტის სამების ეკლესია გერგეტის სამების ეკლესია გერგეტის სამების ეკლესია გერგეტის სამების ეკლესია გერგეტის სამების ეკლესია გერგეტის სამების ეკლესია

გერგეტის სამების ეკლესიის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ზაფხული, სექტემბერი

გერგეტის სამება მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ გერგეტიდან 1 კილომეტრში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. იგი წარმოადგენს ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილს საქართველოში. გერგეტის სამების ეკლესია თავისი ისტორიითა და მდებარეობით წარმოადგენს საქართველოს სახეს - ულამაზეს ბუნებაში ჩაფლულ ქრისტიანულ კუნძულს.


როგორ მოვხვდეთ გერგეტის სამებასთან?

2018 წლის შემოდგომაზე დასრულდა გერგეტის გზის მშენებლობა და ამიერიდან შეგიძლიათ ტაძარს ნებისმიერი ტიპის ავტომობილით ესტუმროთ. ასევე შეგიძლიათ ყაზბეგში მოხვედრა მიკროავტობუსით, შემდეგ კი ტაქსის დაქირავება ან ფეხით ასვლა სოფელ გერგეტიდან. მანძილი საკმაოდ მოკლეა და ფეხით ასვლას დაახლოებით 30 წუთიდან 1 საათამდე სჭირდება. მიკროავტობუსები ყაზბეგის მიმართულებით დიდუბის ავტოსადგურიდან გადიან.


აგების თარიღი და სახელი

გერგეთის ტაძრის აგების ზუსტი თარიღი უცნობია (თუმცა ძველი წყაროებისა და არქიტექტურული სტილის მიხედვით წმ. სამება საქართველოს ეკლესიის აღმავლობის ხანაში, XIV საუკუნეშია აგებული), არც მის მშენებლებსა და მშენებლობაზეა შემონახული ცნობები. მის სახელწოდებაში ტერმინ „გერგეტის“ მოხსენიებას კი განაპირობებს ის ადგილმდებარეობა, სადაც ტაძარია აღმართული. ადრიდანვე სოფელი გერგეტი მდინარე თერგის მარცხენა მხარეს იყო გაშენებული, ხოლო მარჯვენა მხარეს ისტორიული ხევის ადმინისტრაციული ცენტრი - სტეფანწმინდა. ტაძარი კი მარცხენა მხარეს, ნასოფლარ გერგეტის ტერიტორიაზეა აგებული. XX საუკუნის ბოლო მესამედში, კერძოდ 1966 წელს სოფელი გერგეტი ყაზბეგს შეუერთდა, მაგრამ ეკლესიის ძველი სახელწოდება უცვლელი დარჩა და მას ჩვეულების თანახმად კვლავ გერგეტის სამებას უწოდებენ.


ისტორია

ადრე გერგეტის სამების ტაძრის ადგილას, როგორც თეიმურაზ ბატონიშვილის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული.

გიორგი ბრწყინვალემ ტაძრის მოვლა-პატრონობა გერგეტელებს დააკისრა, რომლებიც „სამების საყდრისშვილებად“, მის ყმებად ითვლებოდნენ. ამ პატივს გერგეტელებს მომდევნო საუკუნებში საქართველოს სხვა მეფეებიც უმტკიცებდნენ. გერგეტის სამება „მცხეთის სამკაულის“ სახიზარს წარმოადგენდა. ხანგრძლივი დროის მანძილზე აქ ესვენა ქართველი ქრისტიანების ერთ-ერთი უწმინდესი რელიკვია – წმინდა ნინოს ჯვარი, რომლის ფლობის პატივს ტაძარი სვეტიცხოველთან და თბილისის სიონთან ერთად ინაწილებდა. აქვე, გერგეტში იწერებოდა მატიანე „მოსახსენებელი სულთაი“ – დოკუმენტების კრებული, რომელიც საინტერესო ცნობებს შეიცავს ხევის და აგრეთვე საქართველოს ისტორიის შესახებ.


თუ გერგეტის სამებას ესტუმრებით არ დაგავიწყდეთ, რომ ის პირველ რიგში მოქმედი მონასტერია და შემდეგ ტურისტული ადგილი. ამიტომ პატივი ეცით მონასტრის წესებს. ქალბატონებმა ჩაიცვით კაბა და დაიფარეთ თმები თავსაბურავით. მამაკაცები ნუ შეხვალთ მონასტრის ტერიტორიაზე შორტებით.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები მცხეთა-მთიანეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Natali Ozbetelashvili
Natali Ozbetelashvili

სად მდებარეობს გერგეტის სამების ტაძარი?

natia lomineishvili
natia lomineishvili

გერგეტის სამების ტაძარი მდებარეობს სტეფანწმინდაში იგივე ყაზბეგში, ყაზბეგის ცენტრიდან 5 კმ-ში მთაზე. ზუსტი მდებარეობა შეგიძლიათ იხილოთ ამავე გვერძე რუკაზე.

სოფელი გერგეთიდან 1-2 კილომეტრში

1 შეფასება
5

საოცარი ეკლესია!ულამაზეს მთებს შორის მოქცეული!მიყვარს ეს ადგილი და ყაზბეგი

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე გერგეტის სამების ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!