დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
დუშეთი დუშეთი

დუშეთის შესახებ

დუშეთი მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგად დასტურდება, რომ ადამიანი აქ ჯერ კიდევ ადრეულ ანტიკურ ხანაში ცხოვრობდა. იგი წყაროებში პირველად 1215 წელს იხსენიება. XVII საუკუნეში ქალაქი დუშეთი (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი) არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო. ეს რაიონი ძალიან მრავალფეროვანია. იგი გამორჩეულია ულამაზესი ბუნებითა და მნიშვნელოვანი ძეგლებით. დუშეთი ასევე ცნობილია უგემრიელესი სამზარეულოთი (ფშავური ხინკალი, ჩობან ყაურმა დამბალხაჭო და სხვა), ფერადი, ორნამენტული, ხელით ნაქსოვი ფარდაგებითა და მოქარგული, უნიკალური სამოსით. სხვადასხვა პერიოდის ტაძრები, ციხე-სიმაგრეები და ფიქლით ნაგები ბანიანი სახლები უამრავ მნახველს იზიდავს. საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს დუშეთის ბუნების მშვენიერება, მაღალი მთები, ხეობები, ჩანჩქერები და მრავლად მიმობნეული, პატარა, მაგრამ განსაკუთრებული სილამაზის ტბები. შესანიშნავია ადგილობრივი კურორტები მთაში დასვენების მოყვარულთათვის. რაიონში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკები, 4 თეატრი და 4 მუზეუმი. მუნიციპალიტეტში წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, ძირითადად მისდევენ მეცხოველეობას, მეხილეობას, მებოსტნეობას, მევენახეობას.


გეოგრაფია და კლიმატი

დუშეთის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთისმხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი დუშეთი. იგი დაყოფილია 18 ადმინისტრაციულ ერთეულად, ესენია: ქ. დუშეთის, ჟინვალის, ჭონქაძის, ბაზალეთის, მჭადიჯვრის, გრემისხევის, ჭოპორტის, ლაფანაანთკარის, ხეობის, ანანურის, ჭართლის, ფასანაურის, გუდამაყრის, ქვეშეთის, მაღაროსკარის, უკანაფშავის, ბარისახოს და შატილის ადმინისტრაციეული ერთეულები. მუნიციპალიტეტს სამხრეთით ესაზღვრება მცხეთის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით — კასპისა და ახალგორი, ჩრდილოეთით რუსეთის ფედერაცია და ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით ახმეტისა და თიანეთის მუნიციპალიტეტები. დუშეთი მცხეთა-მთიანეთის მხარის ყველაზე დიდი ადმინისტრაციული ერთეულია. რაიონის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი საშუალო და მაღალმთიანია. მცირე ფართობზე არის დაბალმთიანი ადგილებიც, კერძოდ: ბაზალეთის პლატო, დუშეთის ქვაბული და შიდა ქართლის ვაკე. მუნიციპალიტეტში მჭიდრო ჰიდროგრაფიული ქსელია, აქ არის მდინარეები, ტბები, მყინვარები და მიწისქვეშა წყლები. მთავარ სამდინარო ქსელს ოთხი არაგვი ქმნის. დუშეთის მთავარი ტბებია ბაზალეთისა და აბუდელაურის ტბები. მდინარე არაგვზე ჟინვალის წყალსაცავია აგებული. რაიონში გვხვდება მინერალური წყლები.
მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქშია მოქცეული და ახასიათებს სიმაღლებრივი ზონალურობა. დაბალ ნაწილში ჰავა ზომიერად ნოტიოა, ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით, ხოლო 3300-3400 მეტრის ზემოთ მაღალი მთის ჰავა მარადიული თოვლითა და მყინვარებით. საშუალო წლიური ტემპერატურაა 9,7 °C, იანვრისა კი -1,4 °C, ხოლო ივლისის - 20,4 °C.


რა ვნახოთ

დუშეთი ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი რაიონია როგორც ბუნების მხრივ, ასევე კულტურით. აქ მრავალი მნიშვნელოვანი და უნიკალური კულტურული ძეგლია: ტაძრები, ციხე-სიმაგრეები, ნასოფლარები და რელიგიური დატვირთვის მქონე ნიმუშები. განსაკუთრებით ცნობილია ანანურის ტაძარი და ციხე, ბოდორნისა და მჭადიჯვრის ეკლესიები და ფშავ-ხევსურეთისა და მთიულეთის სოფლებში შემორჩენილი საცხოვრისები და კოშკები. მთებზე შეფენილი, ბუნების მთლიანობასთან შერწყმული სოფლები დაუვიწყარი სანახაობაა. დუშეთში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა ეწვიოთ უდიდესი ქართველი პოეტისა და მწერლის ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს ჩარგალში. ასევე ძალიან საინტერესოა დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც დაცულია მასალები ადრებრინჯაოს ხანიდან გვიან შუა საუკუნეებამდე, XIX ს-ის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალები, ქსოვილების ნიმუშები - აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის XIX ს-ის ფარდაგები, ხალხური სამოსელი და აქსესუარები, კერამიკის ჭურჭელი, მათ შორის მოჭიქული კერამიკის ნიმუშები), ძვ.წ. VIIIს-ით დათარიღებული საბრძოლო და სამუშაო იარაღი, XX ს-ის დასაწყისის ვერცხლის ქამრები და ხანჯლები. ბევრი საინტერესო ექსპონატია კორშის ეთნოგრაფიულ მუზეუმშიც. დუშეთის შესანიშნავი ბუნება, ხეობები, ულამაზესი ტბები და იალაღებზე მოსეირნე ნისლები უამრავ ხეტიალის მოყვარულს იზიდავს. თუ სიახლეებს, თავგადასავლებს და შთაბეჭდილებებს ეძებთ, აქ ნამდვილად იპოვნით. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს აბუდელაურის ფერადი (მწვანე, ლურჯი, თეთრი) ტბები, ბაზალეთის ტბა, ტანიეს ტბა, ხადასხეობა კოშკებითა და ჩანჩქერით და სხვა.


ბუნება


კულტურული ძეგლები


კურორტები


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ


ტურები მცხეთა-მთიანეთში

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე დუშეთი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!