დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ანატორი

ანატორის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ზაფხული, სექტემბერი

ანატორი (ნასოფლარი) - არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის თემში, მდინარეების არღუნისა და მუცოსწყლის შესართავთან. 

სოფელში, რომელიც ისტორიული წყაროებით მე–18 საუკუნეში აკლდამებში ამოწყდა, ძირითადად, სისაურებს უცხოვრიათ.

1974-1976 წლებში ნასოფლარზე არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა. ნასოფლარის აღმოსავლეთ ნაწილში გამოვლინდა ტერასულად განლაგებული, ფიქლის ქვის მშრალი წყობით და ფიქლითა და ტალახით ნაგები XI-XV საუკუნეების ბანურსახურავიანი ნაგებობები. ადგილ ოჩიდალზე გაითხარა ოთხკუთხა ნაგებობა, რომელშიც დიდი რაოდენობით აღმოჩნდა გარეულ ცხოველთა (ირმების, არჩვების) რქები. გარდა ამისა აღმოჩნდა ლითონის სამკაულებიც.


ანატორის აკლდამები

ნასოფლარის აღმოსავლეთით ადგილ მეიდანზე, მდებარეობს XI-XV საუკუნეების სამაროვანი. სამაროვანზე გაითხარა ნატეხი ქვით ნაგები და ქვიშაქვის ფილებით გადახურული მიწისქვეშა, ამოშენებულკედლებიანი საგვარეულო სამარხი, რომელშიც მხოლოდ მიცვალებულთა ძვლები აღმოჩნდა. იქვე ახლოს განვითარებულ შუა საუკუნეების რამდენიმე მიწისზედა და ნახევრად მიწისზედა აკლდამაა. გაითხარა ნახევრად მიწისზედა ორი კამაროვანი აკლდამა. აკლდამების შიგნით, კლდეების გასწვრივ მიცვალებულთა დასასვენებლად ორ ან სამ იარუსად ფიქლის თაროებია მოწყობილი. აკლდამის ისრული ფორმის კამარა იატაკის დონიდან იწყება და წვერწაკვეთილია. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ფიქალით. აკლდამებში დაკრძალული იყო რამდენიმე ათეული ადამიანი. ადრე დაკრძალულთა ძვლები იატაკზე და ქვედა ქვედა იარუსის თაროების ქვეშ იყო დაგროვილი. აღმოჩნდა ხის ჭურჭელი, სამკაულები, ისრისპირები, მონეტები და სხვა.


ისტორიული ცნობები 

გადმოცემის თანახმად, ანატორის სასწაულთმოქმედ ხატს ერთ-ერთმა ანატორელმა უარყო და შუბი ესროლა, რის შედეგადაც ხატი დაზიანდა და საშინელი განსაცდელი დაატყდათ თავს ანატორელებს შავი ჭირის სახით, აქაურად „ჟამი“ მოსდებია სოფელს და რაკი დამმარხავი და აკლდამამდე მიმყვანი (მიმტანი) აღარავინ რჩებოდა, ასევე სენი რომ არ განევრცოთ და მთლიანად ხევსურეთს არ მოსდებოდა, სოფლიდან მოშორებით, მდინარის გადმოღმა აკლდამები აუგიათ, ჭირით შეპყრობილნი გადადიოდნენ მდინარეს, წვებოდნენ აკლდამებში და ელოდებოდნენ სიკვდილს, ადრე გარდაცვლილებს საწოლი თაროებიდან ძირს გადმოაგდებდნენ და ახლა მშიერ-მწყურვალნი თვითონ ელოდნენ სიკვდილს.

ასეთი თვითდამარხვა კაცობრიობისთვის ალბათ უცნობია. აკლდამური დაკრძალვის ეს წესი შატილში გვიანობამდე (XX საუკუნემდე) შემორჩა.

კიდევ ერთი გადმოცემის თანახმად, ანატორის ჯვარი ალავერდიდან გადასულა ანატორში. ერთ მჭედელს ამ ხატის დაბმა განუზრახავს და მასზე ოქროს ლურსმანი დაუჭედებია. ამაზე ხატი გაჯავრებულა, ჟამი გაჩენილა და ანატორელები ამოუხოცავს. ანატორში დღესაც დაცულია ამ ხატის საბრძანისი ნიში და ხატის ტყე. ხატობა იციან ამაღლებას და მახვეწარი ანატორის ჯვარს ღმერთთან შუამდგომლობასა და დახმარებას შესთხოვს.


თეგები: #ისტორია #კულტურა #სოფელი #ისტორიული ძეგლი #დასახლებული პუნქტი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები მცხეთა-მთიანეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ანატორი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!