დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
sveticxoveli church svetitskhoveli qalaqi mcxeta mtskheta city

მცხეთა-მთიანეთის შესახებ

მცხეთა-მთიანეთის მხარე აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს და მოიცავს შემდეგ ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციებს: ხევი, ერწო–თიანეთი, ფშავი, ხევსურეთი, მთიულეთი, გუდამაყარი და ნაწილობრივ ქსნისხევი. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკებ: ჩრდილოეთ ოსეთ, ინგუშეთს და ჩეჩნეთ, აღმოსავლეთით – კახეთის რეგიონ, სამხრეთით – ქვემო ქართლ, ხოლო დასავლეთით კი შიდა ქართლ. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია მცხეთა. რეგიონის შემადგენლობაშია შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულები: ახალგორის მუნიციპალიტეტი, დუშეთის მუნიციპალიტეტი, თიანეთის მუნიციპალიტეტი, მცხეთის მუნიციპალიტეტი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. მცხეთა-მთიანეთი უძველესი ისტორიის მქონე ძალიან მრავალფეროვანი მხარეა, მდიდარი კულტურული ძეგლებითა და ულამაზესი ბუნებით. მცხეთის ტერიტორია ჯერ კიდევ ადრინდელი ბრინჯაოს ხანაში იყო დასახლებული. უძველესი კულტურის ნაშთები, ხევსურული ბანიანი სახლები, კოშკები, ტაძრები, ფარდაგები, ულამაზესი ორნამენტული სამოსი, მწვერვალები, კლდეები და ტბები წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. რეგიონის ტერიტორიაზეა საგურამოს, ფშავ-ხევსურეთისა და ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალები. მხარის მშვენებაა კავკასიონის მთავარი ქედი 3500 მ–ის და 5000 მ–ის მწვერვალებითა და უღელტეხილებით. მცხეთა-მთიანეთის მხარის დაბლობ ნაწილში ჰავა ზომიერად ნოტიოა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი, ხანგრძლივი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 11-ია, იანვარში კი 0-ზე დაბალია. მთაში ნამდვილ ზაფხულს მოკლებული მაღალმთის ნოტიო ჰავაა, ხოლო 3300-3400მ-ის ზემოთ - მაღალმთის ჰავა ჭარბი თოვლითა და მყინვარებით. მთელი წლის განმავლობაში რეგიონში არაერთი რელიგიური დღეობა და პოპულარული ფესტივალი იმართება. მათ შორისაა: ლომისობა, კოპალობა, ლაშარობა, გერგეთობა და სხვ. გამორჩეული და მრავალფეროვანია მცხეთა-მთიანეთის სამზარეულოც. ძალიან პოპულარულია: ფშავური ხინკალი, ჩობან ყაურმა დამბალხაჭო და სხვა. ეს მხარე მდიდარი ფოლკლორითაც აღსანიშნავია. ცეკვა, სიმღერა, ხალხური პოეზია, ლეგენდები, საუკუნოვანი კულტურული ძეგლები, საინტერესო ადათ-წესები და შთამბეჭდავი ბუნება ქმნის ამ მხარის უნიკალურობას.


ხევი

ხევი მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობზე თერგის აუზში და მოიცავს თრუსოს, ბაიდარის, სნოსწყლის და დარიალის ხეობებს. ესაზღვრება ისტორიული რეგიონები: აღმოსავლეთით — ხევსურეთი, სამხრეთით — მთიულეთი, ჩრდილოეთით — ოსეთი, დასავლეთით — შიდა ქართლის მთიანეთი. ხევის მთავარი მდინარეა თერგი. თანამედროვე საქართველოს ტერიტორიული მოწყობით ხევი მოქცეულია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში, რომლის ცენტრიც არის დაბა სტეფანწმინდა. ხევი უძველესი დროიდან იყო დასახლებული. აქ არის აღმოჩენილი ძვ.წ. VI-V საუკუნეებით დათარიღებული ყაზბეგის განძი, რომელიც კავკასიის ძველი ტომების რელიგიურ კულტს უკავშირდება. აქ მრავალი დღესასწაული აღინისნება, მათ შორისაა ათენგენობა, სპათანგელოზობა, ყაზბეგობა, გერგეტობა და ა.შ. შთამბეჭდავია ხევის ბუნება ხეობებით, ჭიუხებით, ალპური ტბებით და რა თქმა უნდა დიდებული, ქათქათა მყინვარწვერით. ამ მხარეში მრავალი საინტერესო კულტურული ძეგლია შემორჩენილი, ძველი ნასოფლარები, კოშკები, ხატები და ტაძრები. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცვს გერგეტის სამება, რომელიც კულტურულ მნიშვნელობასთან ერთად განუმეორებელი ხედებითაც უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს. ხევი ნამდვილი სამოთხეა მეკლდეურთათვის, მთამსვლელებიშთვის, მოლაშქრეებისთვის თუ უბრალოდ მთაში დასვენების მოყვარულთათვის.


ერწო-თიანეთი

ერწო-თიანეთი მოიცავს მდ. ივრის ზემოთის ზეგანს (თიანეთის რაიონი). ერწო-თიანეთი ადმინისტრაციულად კახეთის სამეფოში შედიოდა. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ერწო-თიანეთს დიდი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა. აქ ქართლის ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფოს ალბანეთთან (კავკასიისა) და სომხეთთან დამაკავშირებელი სავაჭრო მაგისტრალის ერთ-ერთი განშტოება გადიოდა. XIII საუკუნეში ერწო-თიანეთი არაერთხელ დალაშქრეს მონღოლებმა. XV საუკუნეში, ერთიანი საქართველოს ფეოდალური სახელმწიფოს პოლიტიკური დაშლის შემდეგ, ერწო-თიანეთი კახეთის სამეფოს ერთ-ერთი სამოურავო გახდა. ფშავ-ხევსურეთის მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესები ძირითადად ერწო-თიანეთთან იყო დაკავშირებული, ამიტომაცაა იგი ძირითადად მთიელი ქართველებით დასახლებული. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ერწო-თიანეთი შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის რაიონში. თიანეთისმუნიციპალიტეტის ტერიტორია საშუალო-მაღალმთიანია. ტერიტორიის დიდი ნაწილი მაღლობებსა და მთისწინეთებს უკავია, მცირედ კი ჩადაბლებებს. თიანეთის მთავარ სამდინარო არტერიას მდინარე იორი და მისი მრავალრიცხოვანი სენაკადები ქმნის. აქ მდებარეობს სიონის წყალსაცავი. გვხვდება მცირე ტბებიც. ყველაზე მნიშვნელოვანია გრძელველების ტბა. ეს მხარე მდიდარია კულტურული ძეგლებით: ცხრაკარა, ბოჭორმის ციხე, ჟალეთის წმ. გიორგის ეკლესია და ა.შ.


ფშავი

ფშავი ისტორიულად ხევსურეთთან ერთად ფხოვად იწოდებოდა. იგი არაგვის ხეობაში მდებარეობს და დღევანდელ დუშეთის რაიონს მოიცავს. ფშავს ესაზღვრება: ჩრდილო-აღმოსავლეთით - კავკასიონის მთავარი ქედი, რომელიც მას ჰყოფს თუშეთისა და პირაქეთა ხევსურეთისაგან, დასავლეთით - პირაქეთა ხევსურეთი, გუდამაყარი, ხანდო და ჭართალი, სამხრეთით - შიდა ქართლი, აღმოსავლეთით - ერწო-თიანეთი. ფშავი ორად იყოფა: ფშავის არაგვის სათავიდან ორწყლამდე უკანა ფშავის თემია, ხოლო ორწყალს ქვემოთ, ფშავის არაგვის ქვემო წელში, მაღაროსკარის თემი. ფშავი წინათ კახეთის პროვინციაში შედიოდა, ხოლო თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ფშავის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის რაიონში. ულამაზესი და შთამაგონებელია ფშავის ბუნება. ალბათ ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ფშაურ პოეზიას ქართულ ხალხურ პოეზიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ფშავის სოფელ ჩარგლიდან გახლავთ უდიდესი ქართველი პოეტი, მწერალი, მოაზროვნე და პუბლიცისტი ვაჟა-ფშაველა (ლუკა რაზიკაშვილი). აქ განსაკუთრებულად აღნიშნბავენ ვაჟაობას. ფშავში მრავლად გვხვდება კულტურული ძეგლები: ტაძრები, ხატები, კოშკები და სხვა. ყველაზე ცნობილი სალოცავებია ლაშარის ჯვარი და ღელე (თამარის სალოცავი).


ხევსურეთი

ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე მდებარეობს. კავკასიონის ქედი ხევსურეთს ყოფს ორ ნაწილად: ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარე, ანუ პირიქითა ხევსურეთი და სამხრეთ-დასავლეთის მხარე, ანუ პირაქეთა ხევსურეთი. პირიქითა ხევსურეთი შედგება: მიღმახევის, შატილის და არხოტის ხეობებისაგან, პირაქეთი — არაგვის ხეობისაგან. აღმოსავლეთიდან ხევსურეთს ესაზღვრება ჩეჩნეთი და თუშეთი, სამხრეთით — ფშავი, დასავლეთით — ხევი და მთიულეთ-გუდამაყარი, ჩრდილოეთით კი — ინგუშეთი. ხევსურეთი მაღალმთიანი მხარეა, რომელიც ღრმა ხევებით არის დაღარული. ხევსურეთში მოიპოვება მინერალური წყლებიც რომელსაც ვეძას ეძახიან. მათ შორის ცონილია ლიქოკის ვეძა, გუდანის წყარო, ნადირხევის ვეძა, ხახმატის ვეძა და ღულის ვეძა. ფშავი და ხევსურეთი ისტორიულად ფხოვის სახელით მოიხსენიებოდა. XI საუკუნეში ხევსურეთი, ჩეჩნეთი და ინგუშეთი ადმინისტრაციულად შედიოდა კახეთში და ექვემდებარებოდა კვეტარის საერისთავოს. ხევსურთა მებრძოლი ბუნება ვერ ეგუებოდა სხვათა მორჩილებას და XV საუკუნეში განუდგნენ გიორგი I-ს (1471-1492). კახეთის მეფე ლევანმა (1520-1574) უსისხლოდ მოახერხა ხევსუთა, ფშავთა და თუშთა შემორიგება, რადგან მათთვის კახეთის საძოვრები მისცა. ისტორიულად ხევსურები მუდამ იდგნენ საქართველოს სადარაჯოზე და მტკიცედ მებრძოლ ძალას წარმოადგენდნენ ქვეყნის მტრებთან ბრძოლაში. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში და ორ თემადაა გაყოფილი: ხევსურეთის და შატილის. ხევსურეთი მთები, ალპური ტბები და ხეობები ძალიან საინტერესოა მოგზაურობის და ლაშქრობის მოყვარულთათვის. ეს მხარე კულტურის ძეგლებითაც ასევე საინტერესოა. განსაკუთრებით აღსანიშნავია შატილისა და მუცოს კლდეზე შეფენილი სოფლები.


მთიულეთი

მთიულეთი მოიცავს მდინარეთეთრი არაგვის ხეობას და მის გვერდით ხევებსამირთხევს, ხარხელთხევს, ჩოხელთხევს, ხადისხევს და სხვა. მისი უკიდურესი სამხრეთი საზღვარი იყო მთიულთკარი, ჩრდილოეთითთრუსოს ხევი და საკუთრივ ხევი, აღმოსავლეთითგუდამაყარი, დასავლეთითლომისის ქედი. მთიულეთი დაღარულია მრავალი ხეობით. მათ შორის მთავარია თეთრი (მთიულეთის) და შავი (გუდამაყრის) არაგვის ხეობა. თავდაპირველად მთიულეთი ეწოდებოდა ცხავატის თემს, XIII საუკუნიდან ხადა-ცხავატს, მთიულეთშივე შედიოდა ხანდო. IX საუკუნის 50-იან წლებში არაბთა ლაშქარმა ბუღა თურქის სარდლობით ცხვატამდე მიაღწია, მაგრამ მთიულებმა მტერი უკუაქციეს. მთიულეთი არაგვის საერისთავოში შედიოდა 1742 წლამდე. ადმინისტრაციულტეროტორიული დაყოფის თვალსაზრისით, მთიულეთი დუშეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის. მთიულეთი მდიდარია ბუნების მშვენიერებითა და კულტურული ძეგლებით. მთები და ჩანჩქერები, ხადას ხეობის კოშკები, ლომისის ტაძარი და ა.შ მუდმივად იზიდავს მნახველებს.


გუდამაყარი

გუდამაყარი მდებარეობს მდინარე გუდამაყრის არაგვის ხეობაში. დასავლეთით მას ესაზღვრება მთიულეთი, ჩრდილოეთითხევი, აღმოსავლეთითხევსურეთი და ფშავი, სამხრეთითხანდო და ჭართალი. გუდამაყარი ხევისგან კავკასიონის მთავარი ქედითაა გამოყოფილი, ხოლო ფშავ-ხევსურეთისაგანგუდამაყრის ქედით. ამ ქედზე გადიოდა გვიანდელი ხანის ქართლისა და კახეთის სამეფოთა საზღვარი.
გუდამაყრელებს იხსენიებს ლეონტი მროველი (XI .) ქართლის გაქრისტიანების ისტორიასთან (IV .) დაკავშირებით. ფეოდალურ ხანაში გუდამაყარი არაგვის საერისთავოში შედიოდა. 1071-1080 წლების საბუთებში ნახსენებია გუდამაყრული მუზარადი. XIX საუკუნეში იგი დუშეთის მაზრის შემადგენლობაში იყო. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით გუდამაყრის ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის თემში. გუდამაყრის სოფლიდან, ჩოხიდან გახლავთ ცნობილი ქართველი მწერალი გოდერძი ჩოხელი. სოფელ ჩოხში მდებარეობს გუდამაყრელთა ერთ-ერთი მთავარი სალოცავიც - პირიმზე ფუძის ანგელოზი. გუდამაყარში უმთავრესი და ყველაზე ხალხმრავალი დღეობა სწორედ პირიმზეობაა. ამ მხარეში ულამაზეს ბუნებას და საინტერესო ძეგლებსაც იხილავთ.


ქსნისხევი

ქსნისხევი მოიცავს ქსნის ხეობას და მისი შენაკადების: ცხრაძმის, ჭურთის, ცხავატურის და ალეურის ხეობებს. ამ კუთხეს სამხრეთით ესაზღვრება სოფელი მუხრანი, ხოლო ჩრდილოეთის საზღვარს წარმოადგენს ყელისტბა. ქსნისხევს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება მთიულეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთით დუშეთის რაიონი (არაგვის ხეობა), ხოლო დასავლეთით ისტორიული შიდა ქართლი. ქსნისხევი ისტორიულად შედიოდა ქართლის სამეფოს შემადგენლობაში ქსნის საერისთავოს სტატუსით და მას ქსნის ერისთავები მართავდნენ. ქსნის საერისთავოს და შესაბამისად, ქსნისხევის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ცენტრს სხვადასხვა დროს წარმოადგენდა ქვენიფნევი, ლარგვისი და ახალგორი. ქსნის ერისთავებს რეზიდენცია და სასახლე ასევე ჰქონდათ სოფელ იკორთაშიც (ამჟამინდელი იკოთი). ამჟამად ქსნისხევი მოიცავს ახალგორის რაიონს, ასევე დუშეთისა და მცხეთის რაიონების რამდენიმე სოფელს. რელიეფი ძირითადად მაღალმთიანია. ვხვდებით წიფლნარს, მუხნარ-რცხილნარს და სხვა ფოთლოვან ტყეებს, ასევე სუბალპურ და ალპურ მდელოებს. ეს მხარე კულტურული ძეგლებითაც საინტერესოა. აღსანიშნავია კაბენის მონასტერი, ლარგვისის მონასტერი, წირქოლის ციხე, ცხმორის ციხე და ა.შ.


რა ვნახოთ

მცხეთა-მთიანეთი მდიდარია სხვადასხვა პერიოდის კულტურული ძეგლებითა და გასაოცარი ბუნებით. აქ ნახავთ წინარექრისტიანულ ნაქალაქარებს, ხევსურულ ბანიან სახლებს, ციხე-კოშკებსა და მაღალმხატვრული ღირებულების ტაძრებს. ხეობები, კამკამა ტბები, ჩანჩქერები, მინერალური წყლები, ვრცელი ველები და მწვერვალები უდიდეს სიამოვნებასა და თავგადასავლებს ჰპირდება მოგზაურობის, ექსტრემისა და ხეტიალის მოყვარულებს.


ბუნება


კულტურული ძეგლები


კურორტები



ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ

ტურები მცხეთა-მთიანეთში

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე მცხეთა-მთიანეთი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!