
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
არმაზის ციხე - ერთ-ერთი მნიშველოვანი ციხე, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი მდინარე არმაზისხევის ხეობაში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთიდან დასავლეთის მიმართულებით 3 კმ-ში.
არმაზის ციხე თარიღდება XIII-XV სს–ით. ის ერთ-ერთ მაღალ მთაზე არის აშენებული და კავკასიონის გადაღმა ქვეყნებთან დამაკავშირებელ გზას კეტავდა.
ციხე შედგება გალავანისა და კოშკებისაგან. ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. კოშკი გალავნის სამხრეთ ნაწილშია. მას გეგმაში კუთხეებმომრგვალებული სამკუთხედის ფორმა აქვს. სართულშუა გადახურვები ჩაქცეულია. პირველი სართული ყრუა, ხოლო მეორე სართულის დონეზე სარკმლებია გადარჩენილი. მესამე სართულიდან მხოლოდ კედლის ქვედა ნაწილია გადარჩენილი. შესასვლელი სამხრეთ–აღმოსავლეთიდან ჰქონდა (დარჩენილია კვალი).
ამ ტერიტორიაზე მდებარეობს რამოდენიმე ისტორიული ძეგლი: არმაზციხე (ბაგინეთი), არმაზის ციხე, არმაზისხევი და არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია. ეს ერთნაირი დასახელებები ხშირად იწვევს ხალხში ამ ძეგლების სახელწოდებების ერთმანეთში არევას. ამის გამო აქვე გავმიჯნოთ ეს ძეგლები:
მდინარე არმაზისხევის ხეობაში, მდებარეობს ორი ძეგლი: ღვთისმშობლის მონასტერი და არმაზის ციხე. ისინი ერთმანეთისაგან ერთი კილომეტრით არიან დაშორებული.
არმაზისხევი მდებარეობს მდინარეების არმაზისხევის და მტკვრის შესართავთან. ადრე აქ იყო პიტიახშთა რეზიდენცია. ახლა აქ საველე მუზეუმია შექმნილი.
ბაგინეთი იგივე არმაზციხე (არა არმაზის ციხე), მდებარეობს უფრო აღმოსავლეთით ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ძეგლები. ამ ადგილას არმაზის კერპი იყო აღმართული.
არმაზისხევის პიტიახშთა სასახლის ნაშთებიდან არის გადასასვლელი ბილიკი არმაზის ციხისკენ. ციხემდე გვხვდება არმაზის ღვთისმშობლის მონასტერი, რომლიდანაც წყაროს ზევით მიდის ბილიკი მთავარ ციხემდე.
არმაზის ციხემდე მიდის კიდევ ერთი 3 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკი, რომელიც იწყება მდინარე არმაზისხევისა და მტკვრის შესართავთან. ბილიკის დასაწყისში საჭიროა გადაკვეთოთ რკინიგზის ლიანდაგი და შეუყვეთ მდინარის ხეობას, სადაც ბილიკი საკმაოდ კარგად ეტყობა. გზად წყალი და საპიკნიკე ადგილები მრავლდაა. ციხიდან ხედები იშლება მთელ ხეობაზე.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაWhere and at what time we all have to meet?
Hello, this is not a tour unfortunately. You can visit this place by yourself.
Hi,
Is it possible to hike directly from Armazi Fortress to Mount Chili lake, thanks.
Hi Karan. Yes it's possible. Just switch the map on this page to Topographic layer and you will see the black lines. These black lines are trails in the forest.
You can also check this route, it's going from Armazi to Karsani village and from Karsani you can get to the Chili lake:
https://georgiantravelguide.com/ka/karsani-armazis-kheoba
Thank you Natia,
Our plan is to get a taxi from Rustaveli to Armazi Fortress, then hike to Lisi lake via mount Chili & Didgori on the weekend.
Where would be the nearest place we could get a taxi to & would the Cv19 restricions prevent us from entering the Armazi fortress complex?
Thank you for your time.
https://georgiantravelguide.com/ka/karsani-armazis-kheoba Does not translate to English unfortunately.
The route in English will be available for tomorrow.
You can get to Mtskheta by Taxi. Tell taxi driver to stop next to the Armazi turn. There is a sign on the road soon after Mtskheta.
There are no Covid 19 restrictions on Armazi fortess.
The page I mentioned is not translated in English yet but you can still see the map or download the GPX track.
You can also download Georgian Travel Guide App and see topo map in the app and follow the black line from Armazi to Chili lake
Thank you for your prompt & concise replies, you guys are a great help.
You are welcome, and the trail is already available online https://georgiantravelguide.com/en/karsani-armazi-gorge. In case of questions comment any time.