
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
არმაზციხე ძვ.წ IV - ახ.წ. VIII საუკუნეების ძეგლია, რომელიც მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, მცხეთა-თბილისის გზატკეცილის განაპირას, ბაგინეთის მთაზე. მცხეთაში შესვლამდე აბრასაც შენიშნავთ. სწორედ ამ აბრასთან იპოვნით მოკლეზე ასასვლელ ბილიკს. ხოლო თუ მანქანით მიდიხართ კარსანის გადასახვევთან გრუნტის გზაზე უნდა გადახვიდეთ და მუზეუმის ჭიშკრამდე შეძლებთ მისვლას.
ფარნავაზი, ქურუმები, ღმერთები, კერპების დამხობა, ანტიკური საქართველო - ეს ის მისტიკაა, სადაც არმაზციხის მონახულებისას მოხვდებით. შეაბიჯებთ წარმართულ ტაძარში, სადაც არმაზის კერპი იყო აღმართული და აუცილებლად გაგახსენებათ წმინდა ნინოს, მირიან მეფის, მზის დაბნელების და კერების დამხობის ამბები. ისეირნებთ სამეფო დარბაზში და წარმოიდგენთ როგორ ცხოვრობდნენ აქ ადამიანები, რომ ოდესღაც აქ მათ უყვარდათ, იბრძოდნენ, მათაც ჰქონდათ თავისებური ყოფითი რუტინა, როგორც - ჩვენ. ამ ფიქრებში გართული კი უცებ აღმოაჩენთ, რომ თქვენ წინ მშვენიერი ხედი გადაშლილა და ერთ მხარეს მცხეთის ჯვარს გაჰყურებთ, მეორე მხარეს კი - სვეტიცხოველს. არმზციხეში შეძლებთ ორი განსხვავებული კულტურის, განსხვავებული ეპოქების ზღვარზე იხეტიალოთ.
არმაზციხე (ბაგინეთი) ძველი მცხეთის შიდაციხე გახლავთ. არმაზციხის აშენებას ისტორიული წყაროები ქართლოსს - ქართველთა ნათესავთმთავარს მიაწერენ, იმავე წყაროების მიხედვით მისი თავდაპირველი სახელი ქართლია. სახელწოდება არმაზციხე ფარნავაზს და მის მიერ აღმართულ კერპს, არმაზს, უკავშირდება, რომელიც სახელმწიფოს უზენაესი ღვთაება იყო. ბაგინეთი კი გვიან გავრცელებული სახელია და სავაუდოდ სპარსული სიტყვიდან - ბაგა (ღვთაება) - არის ნაწარმოები.
არმაზციხის არქეოლოგიური გათხრების შედეგად სამი სამშენებლო პერიოდი გამოიყო. მათგან უძველესი დათარიღდა ძვ.წ. IV-III საუკუნეებით და ფარნავაზის სამშენებლო საქმიანობასთან იქნა დაკავშირებული. მეორე სამშენებლო პერიოდად გამოიყო ძვ.წ. III-I საუკუნეები. მესამე სამშენებლო პერიოდი კი ახ.წ. I-VIII საუკუნეებით განისაზღვრა.
ძვ.წ. 65 წელს, იბერიის მეფე არტაგის მეფობის დროს არმაზციხე რომის სარდალმა - პომპეუსმა დაანგრია. თუმცა ქალაქი მალევე აღდგა. იგი საბოლოოდ VIII საუკუნეში მურვან ყრუს ლაშქრობის შედგად განადგურდა.
ბაგინეთის არქეოლოგიური კვლევა და მეცნიერების მისით დაინტერესება XIX საუკუნის ბოლოს იწყება. ილია ჭავჭავაძისთვის ერთ ბერძენ ხელოსანს არმაზციხეზე ნაპოვნი აგურის ნატეხი უჩვენებია. ილია ძალიან დაინტერესებულა ამ ფრაგმენტით და დიმიტრი ბაქრაძისთვის უთხოვია არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება. დიმიტრი ბაქრაძეს ეს საქმე ექვთიმე თაყაიშვილისთვის მიუნდვია. სწორედ ექვთიმე თაყაიშვილის ორკვირიანი ექსპედიციის შედეგად გამოვლინდა მხატვრობის ფრაგმენტი ქალღმერთის გამოსახულებით. აღნიშნული ფრაგმენტი და ძეგლზე გამოვლენილი სხვა არტეფაქტები ეროვნულ მუზეუმში ინახება.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა