
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
თუ შემოდგომის ფერები თქვენთვის განსაკუთრებით ლამაზი და მიმზიდველია, მაშინ შეგიძლით მისი ხედებით აქვე, თბილისთან ახლოს, კერძოდ არმაზის ხეობაში დატკბეთ. მართალია, ამ ადგილებში ლაშქრობა მისი სიმარტივის გამო წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება, თუმცა შემოდგომით გარემო არაჩვეულებრივ სიფერადეს გვთავაზობს. მარშრუტი იწყება მცხეთა თბილისის დამაკავშირებელი გზიდან და გრუნტოვანი გზით მიემართება დასავლეთით სოფელ კარსანისკენ. მარშრუტის დასაწყისშივე შეგიძლიათ მოინახულოთ ფარნავაზის დროინდელი არმაზციხე(ბაგინეთი). სოფელ კარსანის შემდეგ ბილიკი ადის მთის წვერზე მდებარე წმ. ნინოს ეკლესიასა და მამათა მონასტერთან, საიდანაც თვალწარმტაცი ხედები იშლება მცხეთაზე, მტკვრის ხეობაზე, საგურამოზე, ზედაზენზე და მათ შემოგარენზე. შემდეგ მიემართებით არმაზის ციხისკენ, რომელიც წარსულის საქართველოში გამოგზაურებთ. გზას აგრძელებთ მდინარე არმაზისხევის ხეობაში და ბილიკით ჩადიხართ სოფელ არმაზში. დაბანაკებას შეძლებთ სახელდობრ ციხესთან და წყალსაც შეავსებთ იქვე მოჩუხჩუხე პატარა ხევიდან.
მარშრუტის მთლიანი გასავლელი მანძილი არის 7.7 კილომეტრი და გიწევთ ასწიოთ 480 მეტრი სიმაღლეში, ხოლო დაეშვათ 460 მეტრი. უმაღლესი წერტილი მდებარეობს 960 მეტრზე ზღვის დონიდან, საიდანაც იშლება არაჩვეულებრივი ხედები. მარშრუტის გავლა ერთ დღეშიც არის შესაძლებელი მსუბუქი აღჭურვილობით, თუმცა გარემოს კარგად შეგრძნობის მიზნით შეგიძლიათ წახვიდეთ ლაშქრობაზე 2 დღით. ბილიკი იწყება მცხეთა თბილისის დამაკავშირებელი გზიდან, დასავლეთით უხვევს სოფელ კარსანისკენ, შემდეგ ადის მთის წვერზე, სადაც მდებარეობს წმ. ნინოს ეკლესია. გზას აგრძელებთ არმაზის ციხისკენ და ბოლოს ბილიკით ჩდიხართ სოფელ არმაზში.
აღნიშნული მარშრუტი წარმოადგენს მარტივ კატეგორიას. ბილიკი თავდაპირველად მიუყვება გრუნტოვან გზას სოფელ კარსანამდე, ხოლო არმაზის ციხიდან ბილიკი ჩადის სოფელ არმაზში. გამონაკლისი არის მარშრუტის შუა მონაკვეთი, სადაც გიწევთ გაიაროთ მოკლე გაუკვალავი მონაკვეთი და დამრეცი ფერდობი.
საბანაკე ადგილი მდებარეობს არმაზის ციხის მიმდებარედ, სადაც შეძლებთ კარვის გაშლას და ღამის გათევას. ასევე მოაგროვებთ შეშას კოცონის დასანთებად, ხოლო წყალს შეავსებთ იქვე არსებული პატარა ხევიდან, რომელიც შემდგომ მდინარე არმაზისხევს უერთდება. ეს ადგილი არის გარშემორტყმული ფოთლოვანი ტყით და შემოდგომაზე განსაკუთრებულ ელფერს იძენს.
თუ მარშრუტზე წასვლას გადაწყვეტთ 2 დღით დაგჭირდებათ სალაშქრო ზურგჩანთა, კარავი, საგებელი, სალაშქრო ფეხსაცმელი და საძილე ტომარა, სურვილის შემთხვევაში სალაშქრო ჯოხები. თან უნდა იქონიოთ 1-1.5 ლიტრი წყალი, შესაძლებელია ადგილზე შევსებაც. ასევე დაგჭირდებათ ორი დღის სამყოფი საკვები.
მარშრუტი იწყება მცხეთა თბილისის დამაკავშირებელი გზიდან და უხვევს დასავლეთით სოფელ კარსანისკენ. პირველი 3.5 კილომეტრის გავლა შეასძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილითაც და არმაზის ციხემდე გასავლელი რჩება 2.5 კილომეტრი. აღნიშნული 2.5 კმ წმ. ნინოს ეკლესიამდე მიუყვება მარტივად გავლად ბილიკს, ხოლო შემდეგ არმაზის ციხემდე გაუკვალავ ზონას, სადაც გვხვდება დამრეცი ფერდობი და გიწევთ მდინარე არმაზისხევის გადაკვეთა. დაბანაკებას შეძლებთ არმაზის ციხის მიმდებარედ, სადაც შეავსებთ წყალს და დაანთებდ კოცონს. სულ პირველ დღს გასავლელი მანძილი შეადგენს 6 კილომეტრს, რომელსაც 2-3 საათში დაფარავთ. სიმაღლეში გიწევთ 480 მეტრის აწევა და ეშვებით 240 მეტრს. გზად შეგიძლიათ დატკბეთ ხედებით მცხეთაზე და მის შემოგარენზე.
მეორე დღეს გზას აგრძელებთ მდინარე არმაზისხევის ხეობაში, სადაც მარშრუტი მიუყვება კარგად გამოკვეთილ ბილიკს და ბოლოს უერთდება ზაჰესი-მცხეთა-გორის დამაკავშირებელ გზას. ამ დღეს გასავლელი მანძილი შეადგენს 1.7 კილომეტრს და გიწევთ დაეშვათ 240 მეტრი. ბილიკის განმავლობაში შეგიძლიათ დატკბეთ შემოდგომის ფერებში ჩაფლული ტყის სილამაზით, ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ არმაზის საბა განმწმენდელის ეკლესია და ღვითისმშობლის მიძინების მამათა მონასტერი.
მარშრუტის საწყის წერტილამდე მისვლა შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ავტომობილით, ასევე შეგიძლიათ გაყვეთ თბილისი მცხეთის მიკროავტობუსს დიდუბის ავტოსადგურიდან და ჩამოხვიდეთ სოფელ კარსანის გადასახვევთან. სოფელ არმაზში ბილიკი უერთდება ზაჰესი-მცხეთა-გორის დამაკავშირებელ გზას, რომლის გასავლელადაც შეგიძლიათ ისარგებლოთ ავტოსტოპით ან თბილისისკენ მიმავალი ხაზის მიკროავტობუსებით.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვასაერთოდ არაა მარტივი წმ. ნინოს ეკლესიიდან არმაზის ციხემდე მანძილი.
პირველი იმიტომ რომ გაუვალია ხევამდე და მეორე კიდევ, კლდოვანი დამრეცი ფერდობია სადაც ჩასვლა საკმაოდ სარისკოა გამოუცდელი მოლაშქრეებისთვის.
Hi GTG,
Are you aware of any topographical map books of Georgia I can use for navigation & where I could buy one from.
Thanks you.
Hi Karan. This company has maps of Georgia. You can call them. They are located in Tbilisi:
https://georgiantravelguide.com/en/geoland-maps-of-georgia