სულ რაღაც 40 კილომეტრში თბილისიდან შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ვულკანური წარმოშობის ბაზალეთის ტბა. ეს ადგილი ცნობილია არა მხოლოდ ტბის სილამაზით, ან ბუნებით, ასევე, და უფრო მეტადაც სწორედ ტბის სამკურნალო თვისებების გამო. ტბაში არცერთი მდინარე არ ჩაედინება და არც გაედინება. ის მდიდრდება მხოლოდ და მხოლოდ წვიმის წყლითა და მიწისქვეშა მინერალებით, რაც ხდის მას ასეთ უნიკალურს. აქ შეგიძლიათ იმკურნალოთ დერმატოლოგიური პრობლემები, რევმატიზმი, ძვალ-კუნთოვანი პათოლოგიები.
ბაზალეთის ტბა ზღვის დონიდან 900 მეტრზეა, დუშეთის მუნიციპალიტეტში, გარშემო კი მთები აკრავს, რაც ქმნის დაუვიწყარ შთაბეჭდილებას. მთის ჰაერი და ტბის სამკურნალო თვისებები ქმნიან უნიკალურ ნაზავს გარემოში, სადაც დატკბეთ ბუნების სილამაზით და ისიამოვნოთ გამაცოცხლებელი სურნელით. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ბაზალეთის ტბა განსაკუთრებით ცნობილია ულამაზესი განთიადითა და დაისით, რაც ნამდვილად ცალკე სიამოვნებაა.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ აქ მოხვიდეთ წელიწადის ნებისმიერ დროს, ბაზალეთის ტბას ყოველ სეზონზე აქვს თავისი ხიბლი და სილამაზე. აქვე შეგიძლიათ იხილოთ თეთრი სვეტების კოლონადა - სიმბოლოა ქართველებისა და ებრაელების 2500 წლიანი მეგობრობისა და სიყვარულისა. ბაზალეთის ტბაზე არაერთი ლეგენდა დადის, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მასს ტურისტებისთვის. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ეს იყო ძველი სამოთხე.
საბჭოთა პერიოდში აქ იყო რამოდენიმე დასასვენებელი სახლი, და სანატორიუმი ბავშვებისთვის ტბის პირას. 2007 წელს კი აქ გაისხნა “ ბაზალეთის ტბის სასტუმრო “. აქედან მოყოლებული, ის განსაკუთრებით საყვარელ დასასვენებლ ადგიალდ იქცა ახალგაზრდებისთვის. აქ მათთვის ყველაფერია: ღია ცის ქვეშ საცურაო აუზები, ულამაზესი ხეივნები, სადაც უსასრულოდ შეგიძლიათ ისეირნოთ, და სპორტული გასართობები. ახალგაზრდები აქ მოდიან ჯგუფებად, უკრავენ გიტარას არაჩვეულებრივ გარემოში და დროს სასიამოვნოდ ატარებენ. ზაფხულში ტბის გრილი და კრიალა წყლით გულს იჯერებენ, ირუჯებიან და დადებითი ემოციებით ივსებიან. მოკლედ, თუ გსურთ რომ დრო არაჩვეულებრივად გაატაროთ, და თანაც ეს ყველაფერი თქვენს უკეთ ყოფნასაც უწყობდეს ხელს, ეს ადგილი აუცილებლად უნდა ნახოთ.
მანძილი მთავარ სატრანსპორტო ხაზებთან
თბილისის ცენტრალური აეროპორტი – 60კმ
თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგური – 50კმ
ქალაქი თბილისი – 45კმ
გუდაურის სათხილამურო კურორტი – 60კმ
ანანურის კოშკი – 35კმ
მთა-თუშეთი – 70კმ
ხევსურეთი – 60კმ
სტეფანწმინდა (ყაზბეგი) – 100კმ
ქალაქი მცხეთა (საქართველოს ძველი დედაქალაქი) – 40კმ
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობა, ბაზალეთის ტბის მახლობლად კარვის გაშლა შესაძლებელია? გთხოვთ მიპასუხოთ. მადლობა
სალამი, არ ვფლობთ ინფორმაციას.
ბაზალეთის ტბა რამდენად არის ხელმისაწვდომი ტურისტისთვის? გავიგეთ რომ, ტბაზე გაშენებულია სასტუმრო და მხოლოდ მისი სტუმრებისთვის არის ხელმისაწვდომი ტბაზე შესვლა.
სალამი, ბაზალთის ტბის მონახულება და მასთან სეირნობა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია.
გამარჯობა,ეს ინფორმაცია რომ ბაზალეთის ტბა მხოლოდ იქ მდებარე სასტუმროს დამსვენებლებისთვისაა ხელმისაწვდომი ნამდვილად სიცრუეა.ყველას შეუძლია ბაზალეთის ტბაში ბანაობა,სეირნობა და დათვალიერება:)