სათხილამურო კურორტი Gudauri Ski Resort

სათხილამურო კურორტი გუდაური

1 შეფასება

სათხილამურო კურორტი გუდაურის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ზამთარი, მარტი

სად მდებარეობს საათხილამურო კურორტი გუდაური?

სათხილამურო კურორტი გუდაური ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. გუდაური თბილისიდან დაახლოებით 120 კილომეტრშია. ზამთრის სეზონი გუდაურში დეკემბრიდან მარტამდე გრძელდება.


როგორ მოვხვდეთ გუდაურში?

კურორტი გუდაური თბილისიდან 2 საათის სავალ გზაზე მდებარეობს. გუდაურში ჩასვლა შესაძლებელია მანქანით ან მიკრო ავტობუსით. მიკრო ავტობუსები  დიდუბის ავტოსადგურიდან დადიან. გუდაურის გზა თოვლისგან ყოველთვის გაწმენდილია და ნებისმიერი ავტომანქანით ჩასვლა მარტივად არის შესაძლებელი. თუმცა დიდთოვლობის დროს გზაზე წესდება შეზღუდვები და გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის ნებადართული.


სასრიალო ტრასები

გუდაურში არსებული ბუნებრივი პირობები, სამთო-სათხილამურო კურორტის შექმნის მთავარი წინაპირობა აღმოჩნდა. პირველი საბაგირო გზა 1988 წელს აშენდა. დღეისათვის გუდაურში 14 საბაგირო გზაა და მათგან უმეტესი ცნობილი ავსტრიული კომპანიის „ დოპელმაიერის“ აშენებულია. ქვედა საბაგირო ზღვის დონიდან 1993 მეტრზე, ხოლო ზედა 3276 მეტრზე მდებარეობს. საბაგიროები მუშაობს ყოველდღე 10:00 დან 16:00 საათამდე

გუდაურის სასრიალო ტრასები ყველა დონის მოთხილამურისთვის არის განკუთვნილი. სასრიალო გზის სრული მანძილი 70 კილომეტრია, რომელიც 20 სასრიალო ტრასას მოიცავს. სასრიალო ტრასები ძირითადად 4 სხვადასხვა სახის სირთულისაა: დამწყები, საშუალო დონის, გამოცდილი და პროფესიონალი. გუდაური გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულთათვის ხელსაყრელი ადგილია. მისი დახრილი ფერდები ამის საშუალებას იძლევა. გუდაურში ჰავა მშრალია, ხოლო თოვლის საფარი 1-2 მეტრს აღწევს.


ინფრასტრუქტურა

გუდაურში საკმაოდ ბევრი სასტუმროა, მაგრამ თითქმის ყველა გათვლილია მაღალბიუჯეტიანი მოგზაურებისთვის. აქ ორკაციანი ნომერი საშუალოდ 100$ ღირს, ფასები კიდევ უფრო მაღალია ახალ წელს. აქ კვების ობიექტებიც საკმაოდ მრავლად არის. ზოგიერთი მათგანი პირდაპირ სასრიალო ტრასების გვერდით არის განთავსებული. ეს საკმაოდ კომფორტულია, მოსრიალეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეიაროს ლანჩზე, მაგრამ თითქმის ყველა რესტორანში ბევრი ხალხი, ძალიან მაღალი ფასები და ცუდი მომსახურებაა.

  

უსაფრთხო სრიალი

2016 წლიდან, გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტში მოთხილამურე პატრულები დამსვენებლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. მათ გააჩნიათ შესაბამისი აღჭურვილობა და უნარები პირველადი სამედიცინო დახმარების ჩასატარებლად.

გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტი მხოლოდ 30 წელია არსებობს. დღეისათვის კი მისი განვითარების გეგმა, კურორტის პოპულარულობას ზრდის საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთაც. გუდაური  სთავაზობს უამრავ შესაძლებლობებსა და აქტივობებს მის დამსვენებლებს.


გუდაურის მთავარი უპირატესობა თბილისთან სიახლოვე და ტრასების მრავალფეროვნებაა. ამის გამო გუდაური საუკეთესო ადგილად იქცა შაბათ-კვირის გასატარებლად თბილისელებისთვის. აქ ხშირად ერთი დღითაც ჩადიან, საკუთარი მანქანით შეგიძლიათ გახვიდეთ დილის 8 ზე, ისრიალოთ და საღამოს 7 ზე უკვე თბილისში იქნებით.

გუდაურის უარყოფითი მხარე ბევრი ხალხი და მაღალი ფასებია. შაბათ-კვირას ტრასები ყოველთვის გადატვირთულია, საბაგიროებთან და სალაროებთან დიდი რიგებია. სასტუმროსა და რესტორნის ფასები გაცილებით მაღალია ვიდრე სხვა კურორტებზე. ადგილობრივები ქართველ დამსვენებლებს ცუდად ეპყრობიან, რადგან მათგან ნაკლებ შემოსავალს ელიან. აქ უფასო პარკირებაც კი არ არსებობს და მანქანის გასაჩერებლად ფულის გადახდა მოგიწევთ. ასე რომ, თუ გაქვთ საკმარისი დრო გირჩევთ ეწვიოთ სათხილამურო კურორტ გოდერძის ან ჰაწვალს.


თუ გსურთ, მიიღოთ უახლესი ინფორმაცია საქართველოს ნებისმიერი სამთო-სათხილამურო კურორტის შესახებ, გადმოწერეთ აპლიკაცია საქრთველოს მთის კურორტები:

მდებარეობა
42.475896, 44.480545
მანძილი დედაქალაქიდან
122 კმ
რეკომენდებული დრო
1 დღე
იხილეთ ასევე

იხილეთ ასევე

მწვერვალი დედაენა მდებარეობს მცხეთა - მთიანეთში, ზღვის დონიდან 3493 მეტრზე. მწვერვალზე ასასვლელად აუცილებელი არ არის სპეციალური აღჭურვილობა. ყველაზე მ...

ხორისარი — ვულკანური მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხევის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე მთიულეთი...

მწვერვალი შერხოტა მდებარეობს მცხეთა-მთიანეთში, ზღვის დონიდან 3701 მეტრზე. მწვერვალი შერხოტა კარგად ჩანს გუდაურიდან. აქ მოხვედრა სხვადასხვა მხრიადნ შეი...

თრუსოს ხეობა მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. იგი წარმოადგენს მდინარე თერგის ხეობას კავკასიონის ჩრდილოეთ კალთა...

კეტრისი — სოფელი ყაზბეგის მუნიცპალიტეტში (კობის თემი), მდებარეობს თრუსოს ხეობაში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 2120 მეტრი. სტეფანწმი...

აბანო — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კობის თემში. მდებარეობს თრუსოს ხეობაში, მდინარე თერგის მარ...

ზაქაგორი - ციხე-ქალაქი, ნასოფლარი ყაზბეგის მუნიცპალიტეტში (კობის თემი), მდებარეობს თრუსოს ხეობაში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 2240...

არშის ჩანჩქერი მდებარეობს ყაზბეგში, სოფელ არშაში. სოფელი არშა ყაზბეგიდან 5კმ-ით არის დაშორებული. სოფლიდან ჩანჩქერისკენ მიმავალი ბილიკი კი დაახლოე...

სტეფანწმინდა ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია თავისი სილამაზით საქართველოში. ეს არის პატარა ქალაქი, გარშემორტყმული ბუმბერაზი მთებით. მისი გასხვავებული ლანდ...

მყინვარწვერი არის მწვერვალი, რომელიც ყველა გემოვნების ადამიანს იზიდავს. აუცილებელი არაა იყოთ მთამსვლელი ან მეკლდეური რომ ამ საოცარ მწვერვალზე შედგათ ფ...

გველეთის ჩანჩქერი ერთ-ერთი ულამაზესი ჩანჩქერია საქართველოში. მდებარეობს ყაზბეგში, სოფელ გველეთში. ჩანჩქერთან მისვლა საკმაოდ მარტივია. ყაზბეგიდან სამან...

აბუდელაურის თეთრი ტბა მდებარეოს ხევსურეთში მდინარე აბუდელაურის ხეობის სათავეში ზღვის დონიდან 2840 მეტრზე. ...

აბუდელაურის ლურჯი ტბა მდებარეოს ხევსურეთში მდინარე აბუდელაურის ხეობის სათავეში ზღვის დონიდან 2580 მეტრზე. ...

აბუდელაურის მწვანე ტბა მდებარეოს ხევსურეთში მდინარე აბუდელაურის ხეობის სათავეში ზღვის დონიდან 2600 მეტრზე. ...

სულ რაღაც 40 კილომეტრში თბილისიდან შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ვულკანური წარმოშობის ბაზალეთის ტბა. ეს ადგილი ცნობილია არა მხოლოდ ტბის სილამაზით, ან ბუნებით, ...

მწვერვალი მახისმაღალი მდებარეობს არხოტში, საქართველო - რუსეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 4013 მეტრზე. მწვერვალზე აღჭურვილობის გარეშე ასვლა ძალიან სახიფ...

საბანაკე ბორბალოს მდებარეობის უკანაფშავისა და მიღმახევის გამყოფ ქედზე ბორბალოს უღელტეხილის მისადგომთან ზღვის დონიდან 2750 მეტრზე.  საბანაკესთან არის პ...

მცხეთა მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, თბილისიდან სულ რაღაც 10 კილომეტრის მოშორებით.ისტორიამცხეთა იყო ქართლის სამეფოს ძველი დედაქალაქი, პოლიტიკუ...

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა

1 შეფასება

2
Ucha Gviniashvili
Ucha Gviniashvili

I love to ski in Gudauri because it's very close to Tbilisi and you can get there in the morning and come back by evening. But it's always crowded at weekends. You can't find fresh snow anywhere. Quality of snow is not good because large snow falls are coming only several times during winter. Snow is ripped off the track after 1 PM. Also prices in the restaurants are very high compared to other places in Georgia. Hotels are super expensive, I always go back to Tbilisi and coming back next day. Staff in rental is very rude for Georgians because they don't expect much money from locals. But they are respectful for foreigners. Everyone tries to make money from everything, they don't even give you a glass of water for free.



But it's still best option if you have only one or two days for skiing, because it's very close to the capital and road is always open.



I hate profiteering gluttons from Gudauri, and I wish, one day they will be drown in their money.

დასვი კითხვა

შეაფასეთ ადგილი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!