
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
თბილისის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი აღმოსავლეთ საქართველოში. მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარისა და ნაწილობრივ თბილისისა და ქვემო ქართლის მხარის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 600 - 1700 მეტრ სიმაღლეზე. პარკი უშუალოდ აკრავს ქალაქ თბილისს.
თბილისის ეროვნული პარკის ბუნებრივი ბილიკებზე მნახველს შეუძლია დაათვალიეროს ეროვნული პარკის მრავალფეროვანი ლანდშაფტები, გაეცნოს ღირსშესანიშნავ ადგილებს, მოაწყოს პიკნიკები, შეარჩიოს მისთვის სასურველი მარშრუტები: საცხენოსნო, საფეხმავლო თუ სამანქანო. პარკის ტერიტორიაზე მოწყობილია საბანაკე ადგილები ღამისთევისთვის.
თბილისის ეროვნული პარკი ვიზიტორებს სთავაზობს სხვადასხვა სირთულისა და სახეობის მარშრუტს. მათ შორის: სამი (მარტივი, საშუალო და რთული სირთულის) ველო მარშრუტი, ერთი საფეხმავლო და საცხენოსნო საშუალო სირთულის ბილიკი (ზედაზენი-დიდველი-მამკოდა), რომელიც მარკირებულია და მოწყობილია 2 საპიკნიკე, 2 საკარვე და ცეცხლის დასანთები ადგილებით, ბილიკზე შესაძლებელი კარვებში ღამისთევაც.
ბილიკი მიუყვება საგურამოს ქედს, აქ გვხვდება მრავალფეროვანი ხედები და განსხვავებული მცენარეული საფარი, სოფელ ვეჯინის ნასახლარები,VII-VIIIს-ის ზედაზნის მოქმედი ტაძარი, ასევე კარგად მოსჩანს ჯვრის მონასტერიც, დიდველის მთიდან შესაძლებელია ვიხილოთ თბილისის პანორამული ხედი, მტკვრის და არაგვის ხეობები. ასევე საბადურის წიფლნარ ტყეში მოწყობილია საპიკნიკე ადგილები, შესაბამისი საკარვე, საცეცხლე ადგილებით და სველი წერტილებით.
პარკის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ მრავლადაა ისტორიულ-კულტურული ძეგლები: უძველესი ციხე-კოშკები, ტაძრები, ნაქალაქარი და ნასოფლარი ადგილები. ტურისტულად მნიშვნელოვანია მცხეთა სვეტიცხოვლით და დედათა მონასტრით, ჯვრის მონასტერი, ზედაზნის მონასტერი (ზედაზნის მთის ტყიში მრავალი ისტორიულ - კულტურული ძეგლებია, მათ შორის აღსანიშნავია: ქასურის საყდარი, აგურის საყდარი, დარბაზევი და სხვ), ღვთაების მონასტერი, ნორიოს ციხე და ასევე ისტორიულად ცნობილი მარტყოფის ველი.
თბილისის ეროვნული პარკი მდიდარია ფაუნის წარმომადგენლებით, მათ შორისაა ისეთი იშვიათი სახეობები, როგორებიცაა: კავკასიური კეთილშობილი ირემი და ფოცხვერი.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაროგორ მოვიდე. თბილისის ეროვნულ პარკში
თბილისის ეროვნული პარკი მოიცავს საკმაოდ დიდ ტერიტორიას. აქ მოხვედრა შესაძლებელია რამდენიმე ადგილიდან. მაგალითად: საბადურის ტყე, ზედაზენის მონასტერი, მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერი, მამკოდას მონასტერი. ყველა ეს ადგილი მდებარეობს თბილისის ეროვნულ პარკში.