დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ქვეშის ციხე - qveshis tsikhe, Kvemo Kartli

ქვემო ქართლის შესახებ

ქვემო ქართლი აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე მხარეა, რომელიც ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების ქვემო ქართლის და თრიალეთის ტერიტორიებს მოიცავს. ეს მხარე უდიდეს წარსულს ინახავს პრეისტორიული ხანიდან დღემდე. ქვემო ქართლში აღმოაჩინეს 1 800 000 წლის პირველი ევროპელებიც - ზეზვა და მზია. აქ არის ძვ.წ. IV ათასწლეულის საყდრისის ოქროს მაღაროც. ქვემო ქართლი მდიდარია სხვადასხვა პერიოდის ძალიან საინტერესო კულტურული ძეგლებითა და ულამაზესი, მრავალფეროვანი ბუნებით, ტყეებით, ტბებით, მინერალური და თერმული წყლებითა და კურორტებით.


ისტორია

ქვემო ქართლი უძველესი ისტორიის მქონე მხარეა. ამ რეგიონმა კაცობრიობის ფაქტობრივად ყველა ეტაპის ნაკვალევი შემოგვინახა. აქ ჯერ კიდევ 1 800 000 წლის წინ ცხოვრობდნენ ადამიანები. დმანისში აღმოჩენილ პირველ ევროპელებს, ზეზვასა და მზიას, როგორც სახეობას, მსოფლიო ქართველი ადამიანის (ჰომო გეორგიკუს) სახელით იცნობს. ქვემო ქართლის ტერიტორია უძველესი დროიდანვე დასახლებული იყო ქართველური ტომებით, რომელთა ხანგრძლივი ურთიერთკავშირისა და ურთიერთშერწყმის შედეგად წარმოიშვა ქართველი ხალხი. აქ მოსახლე ტომებიდან წყაროები იცნობენ ქართველურ ტომ გუგარებს, იგივე გოგარებს. განვითარებასთან ერთად სხვადასხვა ეტაპზე აქ იქმნებოდა სხვადასხვა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები. VII-XI სს-ში ქვემო ქართლის ტერიტორიაზე შეიქმნა თბილისის საამირო, კლდეკარის საერისთავო და ტარიშ-ძორაგეტის სამეფო. XII-XIII საუკუნეებში აქ გაგისა და ლორის სასაზღვრო საერისთავოები იყო. მონღოლების ლაშქრობის შემდეგ საქართველომ დაკარგა ხუნანის საერისთავო და სახელმწიფო საზღვარმა ქცია-მტკვრის შესაყარზე გადაინაცვლა. XV საუკუნიდან დაიწყო მომთაბარე თურქმენული ტომების ჩამოსახლება. ამავე პერიოდში ქვემო ქართლში შეიქმნა სათავადოები: საბარათიანო, საორბელიანო და სხვა. XVII საუკუნეში შაჰ აბასმა დებედის ხეობაში ბორჩალოს მომთაბარე ტომი ჩამოასახლა და ლორის სახანო დააარსა. XVIII საუკუნეში ლეკი ფეოდალების თარეშის გამო ქვემო ქართლი მკვიდრი მოსახლეობისაგან თანდათან დაიცალა, მათი დიდი ნაწილი მტერს შეეწირა, ნაწილი კი საქართველოს სხვა კუთხეებში გაიხიზნა. მათ ადგილს უცხოტომელები იკავებდნენ, რაც განაპირობებს ამ მხარის ეთნიკურ სიჭრელეს.
ქვემო ქართლი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ერთ-ერთი კერა იყო. სწორედ ამით აიხსნება ამ მხარეში ეკლესია-მონასტრების სიუხვე. აქ ასევე მდებარეობდა ქართველ მეფეთა საზაფხულო რეზიდენციები.


გეოგრაფია

ქვემო ქართლი აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს და იგი შემოსაზღვრულია თრიალეთის, ჯავახეთისა და ბამბაკ-ერევნის ქედებით. მას აღმოსავლეთით ესაზღვრება კახეთის, ჩრდილოეთით შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის, დასავლეთით სამცხე-ჯავახეთის რეგიონები, ხოლო სამხრეთით სომხეთი და აზერბაიჯანი. ქვემო ქართლის ადმინისტრაციული ცენტრია რუსთავი. იგი რუსთავის გარდა მოიცავს ექვს ადმინისტრაციულ ერთეულს, ესენია: ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული და წალკა.
ქვემო ქართლი განლაგებულია ნახევრად უდაბნო, მშრალი სუბტროპიკული და მაღალმთიანი ალპური ზონის საზღვრებში. მის ლანდშაფტს ძირითადად ველები და ტყეველები შეადგენს. ქვემო ქართლის უმსხვილესი მდინარეებია მტკვარი, ხრამი და ალგეთის ქვემო დინებები. რეგიონის ტერიტორიაზე გვხვდება ტბებიცა და წყალსაცავებიც. ქვემო ქართლის ბარში ნოტიო სუბტროპიკული და სუბტროპიკულ-კონტინენტური ჰავაა, ჯავახეთის ქედის მთიან რეგიონში ჰავა ზომიერად ნოტიოა, წალკის მიდამოებში კი ზომიერად ნოტიოდან მშრალ სუბტროპიკულზე გარდამავალი ჰავაა. რეგიონში საშუალო წლიური ტემპერატურა 15.3
℃-ა, იანვრის საშუალო ტემპერატურა - 4, ხოლო ივლისის - 25.2.


რა ვნახოთ

ქვემო ქართლი მდიდარი კულტურის მქონე მხარეა, აქ მრავლადაა არქეოლოგიური ძეგლები, ეკლესია-მონასტრები და ციხესიმაგრეები. მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს დმანისის ნაქალაქარი მრავალსაუკუნოვანი კულტურული ფენებით. ქვემო ქართლშია ეგვიპტის პირამიდების პერიოდის ყორღანები სარიტუალო გზებით, სადაც მნიშვნელოვანი და მაღალმხატვრული ღირებულების სამკაულები, ჭურჭელი და სხვადასხვა დანიშნულების ნივთებია აღმოჩენილი. მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასთან ერთად ქვემო ქართლი ბუნების სილამაზითაც გამოირჩევა. აქ ნახავთ ულამაზეს კანიონებს, ჩანჩქერებს, ალპურ მდელოებსა და ფერად-ფერად უდაბნოშიც კი იმოგზაურებთ.


ბუნება


კულტურული ძეგლები


კურორტები


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ

ტურები ქვემო ქართლში

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
przemek polakiewicz
przemek polakiewicz

Hi there, could author/authors of written text above get me an information what was meant by ; ,,...There are ritual roads of the Egyptian pyramids in this region...;, that comes from apostrophe WHAT TO SEE. I,am archaeologist, also working in Sakartvelo, also in Kvemo Kartli, and never came across of such structures as ,, roads of Egyptian pyramids,,. We have in here ritual roads, yes, these are associated with kurgans, yes, but we do not have any structures which you may call EGYPTIAN...There are several dozens of artifacts distributed from Ptolemaic Egypt ( e.g.: Dedoplis Gora), but that is all in terms of Egyptian related finds... When writing, editing, translating with on - line translators, check out for accuracy and scientific scrutiny. In Sakartvelo are very good scientists, (in regard to Kvemo Kartli: Goderdzi Narimanishvili, Dimitri Narimanishvili, they researching megaliths with great results, works published, aslo in Kartuli ena) contact them before to review such writing of yours, If not, foreigners, travelers, people relaying on local guides as you are, will be informed of false and simply wrong facts. Madloba :)

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

Hello, there was a typo in translation in English. In Georgian language text the information is correct. We do not use online translators, we have translators who did translating. Before publishing the articles we check them. However because of the massive information we had to check and publish in the past, there might be something which might skipped through checking.
We are very glad you noticed it and pointed out. Thank you for your help and interest in our webpage.
We will correct it and write the corrected version.
Once again thank you for your comment.

przemek polakiewicz
przemek polakiewicz

Hi Mariam, Thank you a lot for precise and straightforward replay. You convinced me, now indeed, I see you are there professionals. We all making some misspellings sometimes, its normal. Also we all try work as best as possible :) GTG is very interesting, functional and helpful. As always I,am using it as one of reference points. Currently working on article about Kvemo Kartli, having help from yours site too. Have a nice afternoon, kargad

Eteri Gogberashvili
Eteri Gogberashvili

ქვემო ქართლის რომელი ისტორიული კუთხის სახელი ემთხვევა ქედის სახელს

natia lomineishvili
natia lomineishvili

გამარჯობა, თრიალეთის ქედი, თრიალეთი იყო ასევე ისტორიული მხარე სამხრეთ - აღმოსავლეთ საქართველოში და არის თემიც წალკის მუნიციპალიტეტში.

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ქვემო ქართლი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!