
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
რუსთავი ქალაქი და მუნიციპალიტეტია აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში. რუსთავის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ შუა ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდა. მსხვილი დასახლებები აქ გვიან ბრინჯაო- ადრე რკინის ხანაში გაჩნდა. რუსთავი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია და მის მშენებლობას ლეონტი მროველი ქართველთა წინაპრის, ქართლოსის ცოლს მიაწერს. XII—XIII საუკუნეებში ქალაქი განვითარების მაღალ საფეხურზე იმყოფებოდა, ყვაოდა ხელოსნობის სხვადასხვა დარგები: კერამიკის, მინის, ლითონის, ტყავის, ძვლის, ხის, ასევე საფეიქრო წარმოება. 1265 წელს ბექა-ყაენის ლაშქრობის შედეგად კი რუსთავმა არსებობა შეწყვიტა. ამ გამანადგურებელი ლაშქრობის შემდეგ მხოლოდ რუსთავის ციხის ნანგრევებიღა შემორჩა. იგი ერთადერთი ციხეა საქართველოში, რომელშიც ფრესკული ნიმუშები გვხვდება. რუსთავი XX საუკუნემდე ნანგრევების სახით არსებობდა. 1944 წელს ისტორიული ნაქალაქარის ტერიტორიაზე უზარმაზარი მეტალურგიული ქარხნის მშენებლობა დაიწყო. იმავე პერიოდში ჩაეყარა საფუძველი ქალაქის მშენებლობასაც. რუსთავი საქართველოს უმთავრესი სამრეწველო ქალაქია თბილისის შემდეგ. ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა რუსთავის პარკი, სადაც დასვენებისთვის საუკეთესო სივრცეა მოწყობილი კალათბურთის, ფეხბურთის და ფრენბურთის მოედნებით, სკეიტ-პარკით, ხის დეკორატიული ფანჩატურებით, საპიკნიკე სივრცეებით, შადრევნებითა და ველოტრასებით. რუსთავის პარკში მდებაორებს V-VIII საუკუნეების რუსთავისციხე-სიმაგრე და ნაქალაქარი. ძალიან საინტერესოა რუსთავის ისტორიული მუზეუმი, სადაც ძვ. წ - ახ. წ. XVIII საუკუნეების ექსპონატებია დაცული. ქალაქში ყოველწლიურად იმართება სახალხო ზეიმი „რუსთავქალაქობა“ და საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ოქროს ნიღაბი“.
ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!









გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა