დაშბაშის კანიონი ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ხეობაში, სოფელ დაშბაშის მიდამოებში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1110-1448 მეტრზე. ბუნების ძეგლი მდ. ქციის (ხრამის) მიერ დაშბაშის ლავურ მაღლობზე, ვულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილ კალაპოტში გამომუშავებულ იშვიათი და ბიომრავლფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებურ ხეობას წარმოადგენს. მწვანეში ჩაფლული დაშბაშის ჩანჩქერი სამოთხისებური იდილიურობითა და სილამაზით უამრავ მნახველს იზიდავს. კანიონის პოპულარობა იმითაცაა განპირობებული, რომ ფეხით გასავლელი მანძილი მცირეა და ნებისმიერ მსურველს მარტივად, დიდი ძალისხმევის გარეშე შეუძლია ამ საოცარ ადგილს ესტუმროს. მართალია დაშბაშის კანიონის ყველაზე ცნობილი ადგილი სწორედ დიდი კასკადური ჩანჩქერია, თუმცა კანიონის სიგრძე 8 კმ-ს აღწევს და კიდევ მრავალი საინტერესო და ძალიან ლამაზი ადგილის ნახვა შეიძლება, თუკი ბოდიალისა და თავგადასავლების მოყვარული ხართ და რელიეფის სირთულეც არ გაშინებთ. კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა და თვალწარმტაცი ჩანჩქერები სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის. ხრამის ხეობაში ასევე გვხვდება როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანის შექმნილი გამოქვაბულები. სოფელ დაშბაშთან ახლოს არის ულამაზესი ტყე, რომელიც შესანიშნავი საპიკნიკე ადგილია და აუცილებლად მიგიზიდავთ მოწესრიგებულობითა და სასიამოვნო ჩრდილებით, მით უმეტეს თუ ზაფხულის ცხელი დღე შეარჩიეთ მოგზაურობისთვის.
როგორ მივიდეთ
დედაქალაქიდან სოფელ დაშბაშამდე მანძილი 107 კილომეტრია, მგზავრობას საშუალოდ 2 საათი სჭირდება. ფეხით გასავლელი მანძილი დაშბაშის ჩანჩქერამდე 1.5 კილომეტრია, ორივე გზა - 3 კილომეტრი. საფეხმავლო ბილიკი იწყება სოფელ დაშბაშთან. სხვა სალაშქრო ბილიკებისგან განსხვავებით ამ ბილიკის საწყისი წერტილი უფრო მაღლა მდებარეობს ზღვის დონიდან ვიდრე საბოლოო წერტილი. აქედან გამომდინარე თავიდან მოგიწევთ დაღმართში სიარული, ხოლო უკან დაბრუნებისას აღმართის ამოვლა. სიმაღლეთა სხვაობა დაახლოებით 150 მეტრია. ორივე გზის გავლას, საშუალო დონის მოლაშქრისთვის, 1 - 1.5 სთ სჭირდება. კანიონში გადაადგილებისას მდინარის გადაკვეთა არ გიწევთ, შესაბამისად არ დაგჭირდებათ სპეციალური აღჭურვილობა, თუმცა თუ ფოტოს გადასაღებად კლდის ძირში მისვლას მოისურვებთ, შეიძლება ფეხი დაისველოთ, ამიტომ სასურველია თან იქონიოთ გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, რომელსაც სულაც მანქანაში დატოვებთ და უკან დაბრუნების შემდეგ ჩაიცვამთ.
წალკის კანიონის სამუშაო საათები:
ორშაბათი - კვირა
10:00 - 18:00
დაცულ ტერიტორიაზე შესვლის საფასური:
- კანიონზე შესასვლელი ბილეთის ღირებულება რეზიდენტი პირისთვის - 39 ლარი,
- კანიონზე შესასვლელი ბილეთის ღირებულება არარეზიდენტი პირისთვის - 79 ლარი,
- 3 წლამდე ბავშვები დაიშვებიან უფასოდ
ატრაქციები:
- ბაიკ-ლაინი - 120 ლარი
- გიგანტური საქანელა - 35 ლარიბილეთის შეძენისას გაითვალისწინეთ!
> წალკის კანიონის ბუნების ძეგლის ბილიკზე გასავლელად ვიზიტორის სიმაღლე უნდა აღემატებოდეს 1.20 მ-ს.
> ვიზიტორთა უსაფრთხოების მიზნით, წალკის კანიონის ბილიკი დაკეტილია წვიმის, ძლიერი ნისლისა და თოვლის დროს.
> კანიონში ჩასასვლელი ბილიკის სიგრძე შეადგენს 1.8 კმ
> ბილეთი დაბრუნებას არ ექვემდებარება.
ფასები მოიცავს დღგ-ს!
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობა, რა ღირს დაშბაშის კანიონზე შესვლა ამ დროისათვის?
გამარჯობა, ბილეთების ფასები არის შემდეგნაირი:
საქ. მოქ. მოზარდი 3-12 წ 19.00 ₾
საქ. მოქ. სტანდარტ -40% 29.00 ₾
უცხო ქვეყნის მოქალაქე სტანდარტული 49.00 ₾
უცხო ქვეყნის მოქალაქე მოზარდი 3-12 წ 34.00 ₾
გამარჯობა! ფასები მაინტერესებს აგვისტოს თვეში? დაჯაშვნა თუ საჭიროა წინასწარ?
გამარჯობა. თბილისიდან კანიონის საფეხმავლო ბილიკამდე სამანქანო გზა როგორია? დაბალი გამავლობის მანქანა მივა?
და კიდევ, კანიონზე ბევრი ქვეწარმავალია? ბავშვი მომყავს, ქვეწარმავლების ფობიით
სალამი, კარგი გზაა გაკეთებული. მიხვალთ დაბალი გამავლობის მანქანით. კანიონში ქვეწარმავლები არიან, მაგალითად ხვლიკები. თუმცა რამდენად ბევრია ვერ გეტყვით.
დაშბაშის კანიონი ღიაა? ყოველ დღე შეიძლება ნახვა თუ განსაზღვრული დღეებია. მოსწავლეებზე ბილეთი რა ღირს
გამარჯობა, 6 წლამდე ბავშვები დაიშვებიან უფასოდ. 6-18 წლამდე მოქალაქეების ბილეთის ღირებულებაა 8 ლარი. 18 წლის ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ბილეთის ღირებულება გახდა 15 ლარი, ხოლო უცხოელი მოქალაქეებისთვის ბილეთის ფასია 19 ლარი.
yvelastvis 11 lari girs shesvla? araak mnishvneloba srulwlovani xar tuara?
გამარჯობა, 6 წლამდე ბავშვები დაიშვებიან უფასოდ. 6-18 წლამდე მოქალაქეების ბილეთის ღირებულებაა 8 ლარი. 18 წლის ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ბილეთის ღირებულება გახდა 15 ლარი, ხოლო უცხოელი მოქალაქეებისთვის ბილეთის ფასია 19 ლარი.
რა ღირს ?
შესვლის ღირებულებაა 11 ლარი
დაშბაშის კანიონი თუ არის ღია ამ კვირაში ვიზიტორებისთვის.მადლობა
სალამი, დიახ ღიაა
გამარჯობათ ღიაა თუ არა კანიონი და რა ღირს?
სალამი, დიახ დაშბაშის კანიონი ღიაა.
ფასი?
შესვლის ღირებულებაა 11 ლარი .
რა ღირს დაშბაშის კანიონზე ერთი ადამიანის ვიზიტი
ღიაა დაშბაშის კანიონი??
დიახ, ღიაა 💜
დაშბაშის კანიონი ღიაა ?
სალამი, დიახ დაშბაშის კანიონი ღიაა.
გაიხსნა დაშბაშის კანიონი?
სალამი, დაშბაშის კანიონი ამ ეტაპზე დაკეტილია ისევ.
დაშბაშის კანიონი მნახცელევისთვის ღიაა?
სალამი, დიახ კვლავ დაკეტილია, და სამწუხაროდ არ ვიცით როდის გაიხსნება.
მოგესალმებით, მაინტერესებს ახლაც თუ ასეთი ვითარებაა, 25ში ექსკურიის მოწყობას ვგეგმავთ
სალამი
დაშბაშის კანიონი მნახველებისთვის ღიაა?
არა დაკეტილია სამწუხაროდ
კიდევ დაკეტილია კანიონი?
დიახ, როგორც ვიცით კვლავ დაკეტილია
მოგესალმებით რა სიტუაციაა ახლა თუ შეიგლიათ მითხრად კანიონის მონახულება მინდა და გახლნილი თუ არის ან როდისთვის იგეგმება გახსნა
მოგესალმებით, დაშბაშის კანიონი დაკეტილია ამ ეტაპზე. მიმდინარეობს სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები. ხიდის მშენებლობა არ დასრულებულა. სამწუხაროდ შესვლა და მონახულება არ არის შესაძლებელი.
გამარჯობათ! 9 მაისს მინდა მოვინახულო დაშბაშის კანიონი. მაინტერესებს დაკეტილი ხომ არაა, ან დაკეტვაში რა იგულისხმება? ხიდის მშენებლობა თუ დასრულდა?
მოგესალმებით, დაშბაშის კანიონი დაკეტილია ამ ეტაპზე. მიმდინარეობს სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები. ხიდის მშენებლობა არ დასრულებულა. სამწუხაროდ შესვლა და მონახულება არ არის შესაძლებელი.
მოგესალმებით, დაკეტილია კიდე დაშბაში ?
დიახ დაშბაშის კანიონი კვლავ დაკეტილია სამწუხაროდ.
დღეს მსურს დაშბაშის ნახვა და დაკეტილია?
მოგესალმებით, ამ ეტაპზე სამშენებლო და სხვა სამუშაოების გამო დაშბაშის კანიონი დაკეტილია.
დაშბაშის კანიონი კიდევ დაკეტილია? 🙏🏻
მოგესალმებით, ჩვენს ხელთ არესებული ინფორმაციით, დაშბაშის კანიონი დაკეტილია კვლავ.
კიდევ დაკეტილია?
დიახ, სამწუხაროდ ისევ დაკეტილია.
საფეხმავლო ბილიკით, ხვალ 28 აგვისტოს, მივალთ კანიონზე და ჩანჩქერზე(დაშბაშის) თუ დაკეტილია?
მოგესლმებით. დაშბაშის კანიონი დაკეტილია ამ ეტაპზე.
მაინტერესებს 9 აგვისტოს შესაძლებელი იქნება ტუ არა დაშბაშის კანიონში მისვლა, თუ დაკეტილია
მოგესალმებით. ამ ეტაპზე დაშბაშის კანიონი დაკეტილია რადგანაც მიმდინარეობს სამსენებლო სამუშაოები.
,,დაშბაშის ლავური მაღლობი"-ვციტირებ თქვენი სტატიიდან, როდის აქეთ ჰქვიაა ჯავახეთის ზეგანს-პლატოს? თქვენ თვითონ რატომ არქმევთ არარსებულ სახელებს? ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, მდ. ქციასა(ხრამის) და მისი შენაკადის ჭოჭიანის პლატოზე მდებარე სოფელს ახალქალაქი ქვია, თრიალეთის ახალქალაქი. მე-19 საუკუნეში, დამპყრობელი რუსი კარტოგრაფების მიერ ადგილობრივი თურქულენოვანი მოსახლეობის გამოკითხვების საფუძველზე დაიტანეს საიმპერატორო რუკებზე (არა ქართულზე) ,,დაშბაში" და დღემდე შემორჩა, ჩემი აზრით ამ კონკრეტულ ადგილს თუ გეოგრაფიული დასახელების მიხედვით მოვიხსენიებთ და არა იქვე მდებარე სოფლის არაქართული ტოპონიმის მიხედვით, დიდი საქმე იქნება! მადლობა
მოგესალმებით მაიკო, მოხარული ვიქნებით ყველა ობიექტს თუ დაუბრუნდება მისი ქართული სახელი, თუმცა OSM-ისა (რასაც ზემოთ ხედავთ, ჩვენი პირადი რუკა არ გეგონოთ) და Google-ის რუკაზე დაშბაშად არის მოხსენიებული. დაშბაშად იხსენიებს ასევე დაცული ტერიტორიების სააგენტოც. ქართული ტოპონიმების ადღგენა პოპულარიზაციისთვის უმჯობესი იქნება დარეგისტრირდეთ ღია სისტემებში ისეთ როგორიც არის OSM (openstreetmap.org) და wikimapia.org, სადაც შეგეძლებათ ტოპონიმების ჩასწორება.