დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
სამშვილდე - Samshvilde

სამშვილდის კანიონის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

სამშვილდის კანიონი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სამშვილდის ნაქალაქარის მიმდებარედ. ბუნების ძეგლი მდ. ხრამის შუა წელში, ლავურ ქანებში გამომუშავებულ ღრმა, კანიონისებრი ხეობისა და მდ. ჭივჭავის კანიონის ერთობლიობას წარმოადგენს. კანიონის ჩაჭრის სიღრმე საშუალოდ 300 მეტრია. გაშლილ სივრცეში გაწოლილი ხეობები ულამაზეს სანახაობას ქმნის. კანიონზე შესანიშნავი ხედები იშლება სამშვილდის ნაქალაქარის ტერიტორიიდან. სხვადასხვა პერიოდის ისტორიული ძეგლებისა და ულამაზესი ბუნების ერთობლიობა უამრავ მნახველს იზიდავს და უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს. ეს ადგილი საინტერესოა, როგორც ბუნების მოყვარულთათვის, ასევე ისტორიულ-კულტურული ძეგლებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. სამშვილდის კანიონი გაშიშვლებული კვარცპორფირის ინტრუზივით იწყება, რომელსაც გამოფიტვის შედეგად მაგმური კვარცის ლამაზი, თანაბრად დაკუთხული, ბიპირამიდული ფორმის კრისტალები სცვივა. სამშვილდის კანიონი 5-6 კილომეტრის სიგრძის მდ. ხრამის კანიონსა და 3-4 კილომეტრის სიგრძის მდ. ჭივჭავის კანიონს მოიცავს.


როგორ მივიდეთ

სამშვილდის კანიონთან მოხვედრა ძალიან მარტივია. სოფელ სამშვილდეში მიდის სამანქანო გზა. სოფლიდან კი სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლი დაახლოებით 1 კმ-ითაა დაშორებული.

თეგები: #ბუნება #წყალი #კანიონი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები ქვემო ქართლში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
1 შეფასება
5
gio narsidze

კარგი აპია მომეწონა

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე სამშვილდის კანიონი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!