დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
სამშვილდე - Samshvilde სამშვილდე - Samshvilde სამშვილდე - Samshvilde სამშვილდე - Samshvilde სამშვილდე - Samshvilde სამშვილდე - Samshvilde სამშვილდე - Samshvilde სამშვილდე - Samshvilde სამშვილდე - Samshvilde სამშვილდე - Samshvilde სამშვილდე - Samshvilde სამშვილდე - Samshvilde სამშვილდე - Samshvilde სამშვილდე - Samshvilde DJI_0867 DJI_0872 DJI_0873 DJI_0882 DJI_0887

სამშვილდეს შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

სამშვილდის კომპლექსი — ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი საქართველოში, ახლანდელი სოფელ სამშვილდის მახლობლად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლში.

ციხე-ქალაქი შემორჩენილია ნანგრევების სახით. ქალაქისათვის შერჩეული იყო მდინარე ჭივჭავისადა ხრამის შესართავში მდებარე ბუნებრივად გამაგრებული კონცხი, რომლის ორ მხარეს კლდოვანი, შვეული ხრამებია, მესამე მხარეს მას გალავანი შემოუყვება.

სამშვილდის ნაქალაქარში მრავალი საფორტიფიკაციო, საკულტო და სხვა დანიშნულების შენობათა ნანგრევებია, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია VIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ცენტრალურ-გუმბათოვანი დიდი საეპისკოპოსო ტაძრის სამშვილდის სიონი.

სამშვილდის კომპლექსში შემავალი ძეგლებია:

  • წმინდა გიორგის ეკლესია
  • პალატის ეკლესია
  • ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
  • სამნავიანი ბაზილიკა
  • ეკლესია შვერილი აფსიდით
  • მდინარე ხრამის მხარეს მდებარე ეკლესია — თეოგენიდა (XII-XIII სს.).
  • ციხე-სიმაგრე
  • „პალატის ეკლესია“
  • ფეოდალთა სასახლეები
  • საცხოვრებელი სახლები
  • ტეტრალიტი, ანუ თეოგენიდას ეკლესიასთან სამი ერთმანეთზე დალაგებული ქვის დიდი ლოდი, რომლებიც ეყრდნობიან მეოთხე დიდ ლოდს (საფუძველს).
  • წყალსაცავი აუზები
  • ხიდი მდ. ჭივჭავზე


ისტორია

ვახუშტი ბატონიშვილის მას ქართლის ცხოვრებაში მოხსენიებული ორბის ციხედ მოიაზრებდა. თუმცა ზოგიერთი თანამედროვე მეცნიერთა აზრით ორბის ციხე ალგეთის ხეობაში მდებარე ორბეთის ციხეს აღნიშნავს.

ნაქალაქარი ქართლის სახელმწიფოს წარმოქმნისთანავე წარმოადგენდა სამშვილდის საერისთავოს ცენტრს. მის მიდამოებში მდებარე გამოქვაბულები, მენჰირები, ნამოსახლარები და მათთან ვრცელი სამაროვნები, არქეოლოგიური კვლევის შედეგებით მიეკუთვნება ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარსა და III ათასწლეულს. სამშვილდე იხსენიება ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში ვითარსი ლაშქრობასთან დაკავშირებით. VIII-IX საუკუნეებში სამშვილდე თბილისის საამიროს ექვემდებარებოდა ხოლო მფლობელები "ნათესავით პიტიახშნი" იყვნენ. IX საუკუნის ბოლოს ანისის სამეფოს დაეუფლა. X საუკუნის დასაწყისში მთავარი გურგენი შეეცადა სამშვილდის განთავისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ.

X საუკუნის ბოლოს სამშვილდე გახდა ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს დედაქალაქი (ამის გამო ქართულ წყაროებში სომეხი მეფე დავითი (989-1049) სამშვილდარად იხსენიება). 1001 წელს სამშვილდე დაიპყრო ანისის მეფემ გაგიკ I-მა. 1064 სომეხთა მეფემ კვირიკე II-მ ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს ცენტრი სამშვილდიდან ლორეში გადაიტანა. XII-XIII საუკუნეებში ქართულ და სომხურ წყაროებში სამშვილდე ეწოდება აგრეთვე ციხე-ქალაქის მიმდებარე ტერიტორიას - "ყოველი სამშვილდე". ამ პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა სამშვილდის სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა. ქვემო ქართლის მრავალი ციხესიმაგრე ცნობდა მის პირველობას.

სამშვილდის ეკონომიკურ დაწინაურებას ხელს უწყობდა მისი მდებარეობა მთისა და ბარის რაიონების დამაკავშირებელ მაგისტრალზე. XI საუკუნის 60-იან წლებში სამშვილდე ბაგრატ IV-მ დაიბრუნა. 1110 დავით აღმაშენებელმა თურქსელჩუკთაგან გაათავისუფლა და შემოიერთა. XII საუკუნეში სამშვილდეს ორბელთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა და საქართველოს ამირსპასალარის რეზიდენცია იყო.

ორბელთა აჯანყების ჩახშობის შემდეგ (1178) უშუალოდ საქართველოს მეფეს ემორჩილებოდა. XIII საუკუნეში მონღოლებმა "ჯერ ძლიერი და მაღალი ციხე სამშვილდე აიღეს და შემდეგ თბილისსაც მოადგნენ". 1440 წელს სამშვილდეს გარს შემოერტყა ჯეჰან-შაჰი. მან მოტყუებით და მუქარით მისი აღება მოახერხა. მან სამშვილდის კარების წინ 1664 ადამიანის თავისაგან მინარა დაადგმევინა. 9400 ტყვე წაიყვანა, ყველა ეკლესია დაანგრია და ქვეყანა აოხრებული დატოვა.

1747 წელს დიდი ბრძოლა გაიმართა სამშვილდეში ერეკლესა და ბატონიშვილ აბდულ-ბეგ იასეს ძეს შორის, რომელმაც თეიმურაზსა და ერეკლეს ქართლის წართმევა მოუნდომა.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი #ციხე #თავდაცვითი ნაგებობა

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები ქვემო ქართლში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Mari Samkharadze
Mari Samkharadze

გამარჯობა, დაბალი გამავლობის მანქანა მივა? და თუ ვერა რამდენია სამანქანო გზის შემდეგ ფეხით დასაფარი კმ?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

მოგესალმებით. სამშვილდეში ნებისმიერი მანქანით შეძლებთ მისვლას.

Ucha Gviniashvili
Ucha Gviniashvili

ბოლო 2კმ უმჯობესია ფეხით გაიაროთ.

Mari Samkharadze
Mari Samkharadze

დიდი მადლობა!

1 შეფასება
5
Levan Gobechia

ძალიან ლამაზი ადგილია. საᲛშვილდის სანახავად თუ წახვალთ, იქვე პირღებულის მონასტრის სანახავად შეგიძლიათ ჩახვიდეთ.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე სამშვილდე

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!