
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თეთრიწყარო, რომელიც იმ ადგილზეა გაშენებული, სადაც ისტორიული სოფელი გარისი მდებარეობდა. ამ სოფელში გაიმართა ცნობილი გარისის ბრძოლა ყიზილბაშების წინააღმდეგ 1556 წელს. ეს რაიონი ლამაზი ბუნებითა და მრავალსაუკუნოვანი კულტურული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. აქ ვხვდებით გრილ ტყეებს, მცირე ტბებსა და სტეპურ და სუბალპურ მდელოებს. ულამაზესია ხრამისა და ჭივჭავის ხეობები. თეთრიწყაროში ნახავთ ათასწლეულების წინ აგებულ იდუმალ მეგალითებს, უძველეს ტაძრებს, მიუდგომელ ციხესიმაგრეებს, რომლებიც ბრძოლების ამბებს, ისტორიას და საოცარ ხედებს გადაგიშლიან თვალწინ. ამ რაიონში მრავალფეროვანი ბუნება და კულტურა საოცრად ერწყმის ერთმანეთს და უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს კარგად გამოხატული
ბუნებრივი
საზღვრები
აქვს. მას სამხრეთიდან ბოლნისის, დასავლეთით წალკისა და დმანისის, აღმოსავლეთით
გარდაბნისა და მარნეულის, ჩრდილოეთით კი კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება.
მუნიციპალიტეტის სამხრეთი ნაწილი თეთრიწყაროს პლატოზეა გაშლილი, რომელიც ქვემო ქართლის
პლატოს ჩრდილოეთ ნაწილს წარმოადგენს. იგი შუა ნაწილში რამდენიმე მცირე მდინარის კანიონითაა
გაკვეთილი. რაიონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შუა ხრამის მთათა კვანძია განფენილი,
ჩრდილოეთ ნაწილში კი ძლიერ დანაოჭებული, შუაეოცენური ვულკანოგენური
ქანებით
აგებული თრიალეთის
ქედია
აღმართული. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხშირი ჰიდროგრაფიული
ქსელის ყველა მდინარე მტკვრის ერთიან სისტემას ქმნის. მუნიციპალიტეტის მთავარი
მდინარეა ალგეთი. მას მრავალი შენაკადი აქვს: ასურეთისხევი,
ლაყვისხევი,
გუდარეხისწყალი,
ოძისისხევი,
ბოგვისხევი,
ენაგეთისხევი,
ლამისხევი,
ფარცხისისწყალი
და
ბზისწყალი.
რაიონში მიედინება მდინარე ხრამი და მისი შენაკადები:
ასლანკა, ჭივჭავა,
თეთრწყაროსწყალი,
კლდეისისწყალი,
ახკალაფისწყალი
და
სხვ. თეთრიწყაროში მდებარეობს ალგეთის წყალსაცავი, რომელიც მდინარე ალგეთის
შუა დინებაშია შექმნილი. ბედენის პლატოზე რამდენიმე მცირე ტბაც გვხვდება. მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნაა. აქ 1965 წელს ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა, რომელიც თრიალეთის ქედის სამხრეთ
კალთაზე, მდინარე ალგეთის ზემო წელში
მდებარეობს.
თეთრიწყაროს
მუნიციპალიტეტში
ზომიერად
ნოტიო ჰავაა, ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი, თბილი ზაფხულით. იანვრის საშუალო წლიური
ტემპერატურაა
0 °C ბარში და -10 °C მთაში, ივლისში კი - 15 °C
მთაში და 24
°C - ბარში.
თეთრიწყარო ძალიან ლამაზი რაიონია, ტყეებით, ხეობებითა და გაშლილი სივრცეებით. შთამბეჭდავია ბირთვისის კლდეები, რომელთა მიუდგომლობა ჩვენს წინაპრებს შესანიშნავად გამოუყენებიათ და აქ ბირთვისის ციხე აუგიათ. იგი აუღებელ ციხე-სიმაგრედ ითვლებოდა. გამორჩეულია სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლი, რომელიც ხრამის ხეობისა და ჭივჭავის კანიონის ერთობლიობას წარმოადგენს. სამშვილდე გარდა მშვენიერი ხედებისა, თავისი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობითაც ცნობილია. აქ თავმოყრილია მთელი ისტორია საქართველოს მეგალითური წარსულიდან დაწყებული გვიან შუასაუკუნეებამდე. თქვენ ნახავთ მენჰირებს, ციხე-სიმაგრეს, ნამოსახლარს, სამარხებს, ტაძრებსა და ყორეებით შემოსაზღვრულ უძველეს ქუჩებს. გარდა აღნიშნული ადგილებისა თეთრიწყაროში სხვადასხვა პერიოდის მრავალი საინტერესო ძეგლი გვხვდება. ციკლოპური ნაგებობები, სათავდაცვო სიმაგრეები თუ ეკლესია-მონასტრები საინტერესო ამბებს გვიყვებიან საქართველოს შესახებ.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!





















































































გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა