დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
IMG_0708 IMG_0721 IMG_0722 IMG_0712 IMG_0716 IMG_0720

აბელიას სამების შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

აბელიას სამება ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ აბელიანის მახლობლად. იგი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია და უნიკალურია მასზე არსებული წარწერით, რომელიც იმ პერიოდის საქართველოს მდგომარეობასა და არქიტექტურაზე მსჯელობის საშუალებას იძლევა. ეს წარწერა სამხრეთ კარიბჭეზეა განთავსებული და მასზე დაყრდნობით ეკლესია 1250-1259 წლებით თარიღდება. წარწერის ავტორი მანგლელი მთავარეპისკოპოსი არსენ მშვიდობაიძეა და ტექსტში მოხსენიებულნი არიან: "მეფენი ჩუენნი დავით (ნარინი) და დავით (ულუ), დედოფალი თამარ-ხათუნ და ძენი მათი გიორგი..". აბელიას სამება დარბაზული ნაგებობაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით. აღსანიშნავია ძეგლის დახვეწილი პროპორციები და სადა, ორიგინალური დეკორი. ტაძრის ინტერიერი კარგად თლილი დოლიტერის კვადრებითაა მოპირკეთებული. კედლებს შელესვისა და ფრესკების კვალი ეტყობა. შიგა სივრცე სამი სარკმლით ნათდება. მხატვრული თვალსაზრისით საინტერესოა სარკმლების დეკორი. დასავლეთის სარკმლისა და სამხრეთ შესასვლელის თავზე ქვაში ამოკვეთილი ჯვრებია მოთავსებული. ეკლესიის ტრიუმფალური თაღის ქვედა რეგისტრში გამოყენებულია საინტერესო დეკორატიული მოტივი. არქიტრავის ქვის ორივე მხარეს ორნამენტულად შემკული მძლავრი კრონშტეინებია, რომლებზედაც სავარაუდოდ სამხრეთის მინაშენის თაღები გადადიოდა. კარნიზის პროფილი წრეთარგის,თაროსა და ლილვისაგან შედგება. ტაძრის სახურავი ორკალთიანია, გადახურულია კრამიტით. მონღოლთა ბატონობის მძიმე პერიოდში, ასეთი საინტერესო და ლამაზი ძეგლის შექმნა ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ტაძრის წარწერა მოგვითხრობს, ამ დროისთვის თვით ეპისკოპოსიც ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაში იყო და მას მხოლოდ თავისი პირადი შრომით შეეძლო ეკლესიის მშენებლობას შესწეოდა.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები ქვემო ქართლში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე აბელიას სამება

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!