![ზიპლაინი კუს ტბაზე](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/205576803-801640843823661-922033-3.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ჩხიკვთას სამების ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთაში მდებარეობს, სამების მთაზე. იგი გვიანი შუასაუკუნეების ძეგლია. ტაძარი რესტავრირებულია. ჩხიკვთას სამება თლილი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესიაა, რომელიც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. ტაძარს მხოლოდ ერთი შესასვლელი აქვს, სამხრეთიდან. ნაგებობა გადახურულია ქვის ფილებით. ნაგებობის ექსტერიერი ამჟამად შეთეთრებულია. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე ხუცური წარწერა გვხვდება: „ქვის ოსტატი გიორგი, შვილისა ჩუენისასა გაკეთებული არის“. აქ ადრე მეგალითური ნაგებობა ყოფილა, რაზეც ეკლესიის, ქვის ლოდებით ნაგები, გალავანი მეტყველებს. ციკლოპურ ნაგებობათა ნაშთები ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზეცაა მიმობნეული და რამდენიმე ჰექტარი ფართობი უჭირავს. კომპლექსი, გარდა დიდი ზომის ქვებისგან შემდგარი გალავნისა, მოიცავს ლოდებით მოზღუდულ გზას, ოთხკუთხა და წრიულ ნაგებობათა ნაშთებსა და სამკუთხა კანელურებით შემკულ მრგვალი სვეტის ფრაგმენტს. ამავე ტერიტორიაზე ასევე ნაპოვნია შუა საუკუნეების კერამიკის ფრაგმენტები, მათ შორის არის მოჭიქული ნაწილებიც. ციხე-სიმაგრეს “გმირთ-ნაკვეთს” უწოდებენ, ასე იხსენიებს მას ვახუშტი ბატონიშვილიც. იგი ნაგებობის შესახებ წერს: “არამედ საკუირველი, რამეთუ დიდროვანითა ლოდითა შენი, რომალი კაცთაგან არა შესაძლებელ არს მისი ქმნა, რომელი ავლია ზღუდედ”. ექვთიმე თაყაიშვილს კი ამ ადგილის გამოკვლევისას ადგილობრივებისგან ლეგენდა ჩაუწერია. ლეგენდა სამებისა და დევის შესახებაა, რომლებიც ერთმანეთს სამების მთისთვის ედავებოდნენ. დევს ერთ ღამეში, მამლის ყივილამდე მთის წვერი უნდა შემოესაზღვრა. მან დასთან ერთად ქვის ლოდებისგან გალავნის შენება დაიწყო, თუმცა ამ ბრძოლაში დამარცხდა და სამების მთა დატოვა.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა