დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ამლივის (ამლევი) კომპლექსი - Amlevi Church and fortress ამლივის (ამლევი) კომპლექსი - Amlevi Church and fortress ამლივის (ამლევი) კომპლექსი - Amlevi Church and fortress ამლივის (ამლევი) კომპლექსი - Amlevi Church and fortress ამლივის (ამლევი) კომპლექსი - Amlevi Church and fortress ამლივის (ამლევი) კომპლექსი - Amlevi Church and fortress ამლივის (ამლევი) კომპლექსი - Amlevi Church and fortress ამლივის (ამლევი, ავლევი) კომპლექსი - Amlevi Church and amlevi (avlevi) fortress ამლივის (ამლევი, ავლევი) კომპლექსი - Amlevi Church and amlevi (avlevi) fortress

ამლივის (ამლევი) კომპლექსის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ამლივის (ამლევი) კომპლექსი — მდებარეობს ქვემო ქართლის მხარის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ორბეთის თემში, მდინარე ალგეთის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1090 მ სიმაღლეზე.


აღწერა

ეკლესიაზე დაცული სამშენებლო წარწერის თანახმად ბარათაშვილების საგვარეულო შტოს წარმომადდგენელმა პაპუნა გოსტაშაბიშვილმა 1683 წ. გიორგი XI მეფობის პერიოდში ააგო კარის ეკლესია, სამრეკლო, სასახლე და რამდენიმე სამეურნეო ნაგებობა. ქტიტორის გარდაცვალების გამო შენობის ინტერიერი დაუმთავრებელია (არ არის შელესილი, მოხატული). აღწერა: გოსტაშაბიშვილების კარის ეკლესია, თარიღდება 1683 წლით.

ძეგლი მდებარეობს გალავანში მოქცეულ ბაქანზე მთის ძლიერ დაქანებულ სამხრეთი კალთის იმ ადგილას, სადაც მთავრდება ხშირი, ფოთლოვანი ტყის ზოლი და იწყება წიწვოვანი ტყე. ეკლესიის ჩრდილოეთი კედელი ღრმად არის შეჭრილი კლდეში, ბაქნის დასავლეთ ნაწილში კი შეიმჩნევა აქ ოდესღაც არსებული ძველი ეკლესიის ფრაგმენტი. ნაგებობა ცალნავიანია, დარბაზული ტიპისა. გეგმაში წარმოადგენს წაგრძელებულ სწორკუთხედს (12,5X7,5 მ). აღმოსავლეთით სფერული კონქით გადახურული ნახევარწრიული ფორმის აბსიდით. აბსიდის მხრებში მოწყობილია (აღდგენილია) ქვის კანკელი, რომელიც შედგება გეგმით კვადრატული სვეტებისაგან, რომლებზეც დაყრდნობილია ექვსი თაღი. საკურთხეველში შესასვლელი კანკელის შუა და ჩრდილო ნაწილშია. აბსიდს შემოუყვება ქვის ვიწრო საფეხური. ეკლესიაში ხუთი თაღოვანი სარკმელია, რომელთა საპირეები გარედან მდიდრულად არის ორნამენტირებული. სამი მათგანი სამხრეთ კედელშია, თითო-დასავლეთისა და აღმოსავლეთის მხარეს - აბსიდში. უკანასკნელის ჩრდილოეთით, აბსიდის კედელში გეგმაში სწორკუთხა, შეისრული ნიშია დატანებული. მის მოპირდაპირე მხარეს სამხრეთით, ასევე შეისრული, გეგმაში არასწორი ფორმის, კედელში ღრმად შეჭრილი ნიშია. საკურთხეველში კვადრატული ფორმის ტრაპეზის მონოლითური ქვა დგას. მის წინა სიბრტყეზე ჯვარია ამოკვეთილი. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს, სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ასევე ინტერიერის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ჩაშენებულია ვიწროყელიანი გვირაბი, რომელიც მიწისქვეშა სათავსოს უერთდება. დასავლეთი კედლის ცრუ თაღის ქვეშ, ტიმპანზე, გარედან დაცულია სამშენებლო წარწერა, საპირეს კუთხეებს კი ორნამენტი შემოუყვება. სამხრეთი კარი ცრუ შეისრული გადახურვისაა, შუაში ერთიან ქვის ტიმპანით, რომელზეც თანამედროვე გრაფიკული საშუალებებით მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სილუეტი მოუხაზავს ვიღაცას. დარბაზისა და აბსიდის იატაკი ქვის ფილებით არის მოპირკეთებული. შენობა გადახურულია ცილინდრული კამარით, გამაგრებული სამი თაღით. დასავლეთი თაღი კედლის კუთხეებში მოწყობილ პილასტრებს ეყრდნობა. წყვილი თაღია დაყრდნობილი გრძივ კედლებში ამოშენებულ ოთხ პილასტრზე. ეს პილასტრები ჩუქურთმით მორთულ ბაზისებზეა აღმართული და მთავრდება მარტივი ფორმის კაპიტელებით. ასეთივე კაპიტელებით ხასიათდება დასავლეთ კედლის კუთხის პილასტრები.

ინტერიერში კონსტრუქციულად საპასუხისმგებლო ადგილები (სატრიუმფო თაღი პილასტრები, საბჯენი თაღები, კარ-ფანჯრების საპირეები და სხვა, აგებულია კარგად თლილი ადგილობრივი ჯიშის ქვის კვადრებით. კედლებისა და გადახურვის სიბრტყეები აშენებულია დაუმუშავებელი ტუფისავე ჯიშის ქვით დუღაბზე და როგორც ჩანს შელესვისთვის იყო გამზადებული. ეკლესიას სამხრეთ და დასავლეთ მხარეს მოწყობილი აქვს ორსაფეხურიანი ქვის ცოკოლი. ფასადებს ირგვლივ შემოუყვება კარნიზი დეკორის გარეშე. ე.თაყაიშვილის მიხედვით საბურავი შედგებოდა ლორფინებისაგან, ამჟამად კი რესტავრაციის შემდეგ გადახურულია კრამიტით. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის დეკორი ზემოთ გრძელდება მშვენივრად ორნამენტირებული გრძელი ფორმის ჯვრის გამოსახულებით. ჯვარს მკლავების გაგრძელებაზე და ზემო ნაწილში გირჩები აქვს. ასეთივე ჯვარი იყო უფრო პატარა ზომისა, დასავლეთ ფასადის სარკმლის თავზე. შემორჩენილია ამ ჯვრის ქვემო ნაწილი და მარცხენა მკლავის ფრაგმენტი გირჩით. ამ ფრაგმენტის ძირში ადამიანის ორი პატარა ფიგურაა გამოსახული ზემოთ აწეული ხელებით. მათ შორის დოქია მოთავსებული. გვერდებში ჩაქუჩები. სავარაუდოა, ფიგურები წარმოადგენენ მშენებელ ოსტატებს. ეკლესია გარედან მთლიანად აგებულია კარგად გათლილი ტუფის კვადრებით. დასავლეთ ფასადთან გვირაბია ბაქანში მოწყობილი, რომელიც ეშვება სამხრეთი მიმართულებით და გადის ამ მხარეს ზღუდეზე მიშენებულ სამეურნეოო ნაგებობაში. სამხრეთ კედლის ჩრდილოეთ კუთხეში გალავნის კედელში მოწყობილია შესასვლელი. შესასვლელის გვერდშია ორსართულიანი სამრეკლო აღმართული.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ციხესიმაგრე #ისტორიული ძეგლი #ციხე #თავდაცვითი ნაგებობა

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები ქვემო ქართლში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Nino Shamugia
Nino Shamugia

მისასვლელი გზა როგორია. რა ტიპის ტრანსპორტი ადის იქამდე?

Mari Ami
Mari Ami

მთავარი გზიდან 500 მეტრშია ეს კომპლექსი. სამანქანო გზა გაუქმებულია და ჩაკეტილია თხრილით შესასვლელშივე. თუმცა მაღალი გამავლობის მანქანით მაინც შეიძლება ასვლა. დაახლოებით 400 მეტრს გაივლის მანქანა და იქედან 100 მეტრი ფეხით არის სავალი. მთავარი გზიდან გადახვევისთანავე არის თხრილი და ამ თხრილის შემდეგ გზა მიდის მარჯვნივ, ცოტა რთული შესამჩნევია.

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ამლივის (ამლევი) კომპლექსი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!