![ზიპლაინი კუს ტბაზე](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/205576803-801640843823661-922033-3.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
კაბენის მონასტერი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მდინარე ასურეთისწყლის ხეობაში, სოფელ კიკეთის მახლობლად. კომპლექსი რამდენიმე ძეგლისგან შედგებოდა: ღვთისმშობლის სახელობის გუმბათიანი, დიდი ტაძარი, სვიმონ მესვეტის სახელობის ეკლესია და მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის დარბაზული ტაძარი. შემორჩენილია ნახატები და ფოტოები, საიდანაც ჩანს, რომ კაბენის ღვთისმშობლის ეკლესია XIII საუკუნის I ნახევრის ქართულ ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი ყოფილა. იგი თითქმის იმეორებდა ბეთანიის ტაძრის გეგმას, თუმცა ფასადების მორთულობით სრულიად განსხვავდებოდა. დეკორატიული სისტებით ტაძარი სამთავის-იკორთის ტაძარებს ენათესავებოდა. 1851 წელს ეკლესიაში მოხატულობაც შეიმჩნეოდა. მონასტრის ზღუდის ჩრდილო-დასავლეთით დგას მომცრო ზომის დარბაზული ეკლესია. იგი ნატეხი ქვითაა ნაგები და მოპირკეთებულია მოყვითალო ქვის კარგად თლილი კვადრებით. ტაძრის მორთულობა XII-XIII საუკუნეებში შემუშავებული დეკორატიული სისტემის მიხედვითაა შესრულებული. აღმოსავლეთ ფასადზე წარწერაა, საიდანაც ჩანს, რომ ვინმე გიორგი კაბენის ვაჟებს – ნიკოლოზს, ვასილს, ოქროპირსა და გრიგოლს დაუმთავრებიათ ადრე დაწყებული ეკლესიის მშენებლობა თამარ მეფის მეფობის პერიოდში.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა