![P1030625](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/p1030625-3.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
გოხნარის ლოდოვანი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ გოხნარის მახლობლად მდებარეობს, ალგეთის ხეობაში, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე. იგი ერთ-ერთი უდიდესი ციკლოპურ ნაგებობათა კომპლექსია საქართველოში და ძვ.წ. II-I ათასწლეულებით თარიღდება. კომპლექსი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ნაპრალ-გვირაბებიანი ქვაყრილის (კარკნალი), ნასოფლარი და ციხე. ძეგლი ყველა მხრიდან მიუდგომელია, გარდა ჩრდილო-დასავლეთისა, საიდანაც წყლისკენ მიმავალი გზა გადიოდა. გოხნარის ლოდოვანს 0,25 კვ. კმ. ტერიტორია უკავია და მის ცენტრში დიდი ზომის სვეტისებრი მონოლითი დგას, რომელიც ყველა მხრიდან მოჩანს. ნაციხარი გეგმაში არასწორი ფორმის ოთხკუთხედს წარმოადგენს. იგი დიდი ზომის დაუმუშავებელი ანდეზიტის კლდის ლოდებითაა ნაგები. სამხრეთ ზღუდეზე შესამჩნევია ცილინდრული კოშკები. ნაციხარ-ნამოსახლარის სამივე ნაწილში ოთხი ბლინდაჟია მიმობნეული, რომელთაც ხელოვნურად მოწყობილი შესასვლელები აქვთ. აქ არის ხუთი დოლმენი, ნაპრალ-გვირაბები, სხვადასხვა ზომის სვეტისებრი მონოლითები და "ერატიპას" ნაშთი. გოხნარის ლოდოვანი საკრისის მთის გარშემო განლაგებული მეგალითური ძეგლების მთელი კომპლექსის შემადგენელი ნაწილია და ადრეულ ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა