
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ველობილიკი იწყება თბილისი - მანგლისის გზაზე, კიკეთის გადასახვევთან. იგი გაივლის კიკეთს და სატყეო გზით ეშვება ასურეთის მიმართულებით. GPS ტრეკზე მითითებულია გადასახედი, რომელიც კიკეთთან ახლოს მდებარეობს. სულ რამდენიმე ასეული მეტრი დაგჭირდებათ ამ ადგილამდე მისასვლელად. აქედან იშლება ულამაზესი ხედი ქვემო ქართლზე. გადასახედიდან ისევ უკან დაბრუნება და გზის გაგრძელება მოგიწევთ. ამ ადგილიდან ველობილიკი ძველ სატყეო გზას მიუყვება. მარშრუტზე აღმართები თითქმის არ შეგხვდებათ, რადგან ასურეთამდე სულ დაღმართია. ქედიდან დაშვების შემდეგ მარშრუტი გადის უზარმაზარ მინდორს და სრულდება ასურეთში, თბილისი - თეთრიწყაროს დამაკავშირებელ გზაზე.
მარშრუტის უმეტესობა სატყეო გზაზე გადის და შესაბამისად რეკომენდებულია სამთო ტიპის ველოსიპედის გამოყენება.
⚠️ გაფრთხილება – საშიში მონაკვეთი
❗ ყურადღება!
მოცემულ მონაკვეთზე დაფიქსირებულია მიწის გაბზარვა და ფერდობის დესტაბილიზაცია, რაც ქმნის ჩამოშლისა და მეწყერის რეალურ საფრთხეს:
https://maps.app.goo.gl/khRVrN2FevmALpsV9?g_st=ic
➡️ აღნიშნულ ადგილზე გავლა განსაკუთრებით საშიშია:
• ძლიერი წვიმის შემდეგ
• ქარისა და ვიბრაციის დროს
• ღამით და ცუდი ხილვადობის პირობებში
🚫 გთხოვთ, თავი შეიკავოთ გზის ამ მონაკვეთის გამოყენებისგან და აირჩიოთ ალტერნატიული მარშრუტი.
⚠️ უსაფრთხოება თქვენი პასუხისმგებლობაა.



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა