![P1030625](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/p1030625-3.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ხორხების მღვიმე ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეისში მდებარეობს, ბედენის ლავური პლატოს სამხრეთ კიდეზე, მდინარე კლდეისისწყლის აუზში, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე. იგი ყინულოვანი მღვიმეა და გამომუშავებულია დოლერიტულ ლავებში. ეს ადგილი ერთი შეხედვით დიდი ლოდების გროვას წარმოადგენს. ლოდებს შორის ორი შესასვლელია, საიდანაც გვირაბებით დაქსელილ მღვიმეში მოხვდებით. ეს შესასვლელი ხვრელები ლავაში გაჩენილა ტექტონიკური ან გრავიაციული პროცესების შედეგად. რამდენიმე შახტში მცირე ყინულის ფენები ჩნდება. ყინული განსაკუთრებით უხვად ცხელ ზაფხულში წარმოიშობა. მღვიმეს საფეხურებრივი ფსკერი აქვს და მისი საერთო სიღრმე 14 მეტრია. ხორხების საყინულე, გარდა ბუნების ძეგლისა, არქეოლოგიური ობიექტიცაა, რომელსაც უაღრესად დიდი სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს. მღვიმეში შემონახულია დიდი ზომის ქვებით ტლანქად ნაგები გვირაბისებური სიღრუე, რომელიც, შესაძლოა, საიდუმლო სალოცავს წარმოადგენდა მტრის შემოსევების დროს. ხორხების მღვიმე მოხსენიებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს: "ხორხებს არს ქვაბი კლდისა, რომელი არს ზამთარ თბილ, ვითარცა აბანო, და ზაფხულს დის წყარონი კლდიდამ; მას წყაროს ჰყინავს და არს ყინული ფრიად წმიდა და მრავალი, ზიდვენ ზაფხულს მეფისათვის". როგორც ჩანს ხორხების საყინულიდან ზაფხულობით მეფისთვის ყინული მიჰქონდათ, ამიტომაც მას მეფეთ საყინულის სახელითაც მოიხსენიებენ.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა