
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
მანგლისის სიონი მდებარეობს ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისთან.
ისტორიული წყაროების მიხედვით, ამ ადგილას პირველი ქვის ტაძარი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების პერიოდში - IV საუკუნის 30-იან წლებში აგებულა. ლეონტი მროველის თანახმად, კონსტანტინე კეისრის მიერ მირიან მეფისათვის გამოგზავნილი ეპისკოპოსი იოანე, რომელსაც წმინდა რელიკვიები და უხვი განძეულობა მოჰქონდა საქართველოში ეკლესიათა ასაშენებლად, მცხეთაში ჩასვლამდე მანგლისში დაყოვნებულა, ტაძრის აშენება დაუწყია და ქრისტეს წმინდა ჯვრის ნაწილიც დაუტოვებია. V საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მიერ დაარსებულ საეპისკოპოსოებს შორის მანგლისი რიგით მეოთხედ მოიხსენიება.
ძეგლზე თვალნათლივ განირჩევა ორი სამშენებლო ფენა. პირველი - მარტივი ტეტრაკონქის (ტეტრაკონქი ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ტიპია, რომლის გეგმის საფუძველს აფსიდებით შედგენილი ჯვარი წარმოადგენს) გეგმის მქონე ტაძარია, რომელიც გარედან რვაწახნაგა მოხაზულობაში ეწერებოდა და გუმბათით იყო გადახურული. სავარაუდოდ, პირველი ფენა სწორედ ვახტანგ გორგასლის პერიოდს უნდა უკავშირდებოდეს.
აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ტაძრებს შორის მანგლისი უადრესი ნიმუშია, ამიტომ მისი დეტალები, არქიტექტურული თვალსაზრისით, ერთგვარ ამოსავალ წერტილს წარმოადგენს საქართველოში ამ ტიპის ხუროთმოძღვრების განვითარების თვალსაზრისით.
VII საუკუნეში მანგლისი ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლეს შემოსევის დროს აოხრებულა და აქ დაცული სიწმინდეებიც გაუტაცებიათ. ისტორიული წყაროები მანგლისის შესახებ XI საუკუნის პირველ მეოთხედამდე ხანამდე დუმან. გიორგი I-ის (1014-1027 წ.წ.) მეფობის პერიოდში რადიკალურად შეიცვალა ტაძრის არქიტექტურა.
მანგლისის სიონმა საბოლოო ცვლილებები (რომლებითაც დღემდე მოაღწია) განიცადა XIX საუკუნის შუა ხანებში, რუსული მმართველობის დროს, ეგზარქოს ისიდორეს ინიციატივითა და ადგილობრივი რუსული პოლკის ოფიცრების მცდელობით. დაზიანებული ტაძარი გაწმინდეს და შეაკეთეს. მართალია ამის შემდეგ წირვა-ლოცვა აღდგა, მაგრამ ტაძრის ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი სამუდამოდ დაიკარგა.



ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა