დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გუდარეხის მონასტერი IMG_0756 IMG_0730 IMG_0743 IMG_0736 IMG_0780 IMG_0784 IMG_0749 IMG_0776 IMG_0771 IMG_0788 IMG_0789 IMG_0785 IMG_0792 გუდარეხის მონასტერი გუდარეხის მონასტერი გუდარეხის მონასტერი გუდარეხის მონასტერი გუდარეხის მონასტერი გუდარეხის მონასტერი გუდარეხის მონასტერი გუდარეხის მონასტერი გუდარეხის მონასტერი გუდარეხის მონასტერი გუდარეხის მონასტერი გუდარეხის მონასტერი

გუდარეხის მონასტერის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

გუდარეხის მონასტერი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ გუდარეხის მიდამოებში მდებარეობს. იგი XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს: მთავარი ტაძარი, სამრეკლო, საჟამნო, ჯვრიანი შენობა, ჩუქურთმიანი შენობა, ზღუდე, ჭიშკარი, სასახლე, საჯინიბო, მარანი, სენაკი I, სენაკი II, სენაკი III, შენობა I, შენობა III, პილასტრებიანი შენობა, კლდეში გამოკვეთილი ნაგებობები, შალვას ეკლესია. შენობების უმრავლესობა, გარდა საკულტო ნაგებობებისა, თლილი ქვითა და ქვითკირით ყოფილა ნაგები. ზღუდის გარშემორტყმული მონასტერი დაახლოებით 4,5 ჰექტარ ფართობს მოიცავს. გუდარეხის მთავარი ტაძარი რუსუდანის მეფობის დროსაა აგებული, თუმცა ეკლესიის კედელში ჩატანებული წარწერიანი ქვები ცხადყოფს, რომ იგი უფრო ადრეული პერიოდის ტაძრის ადგილას დგას. ორსართულიანი სამრეკლო კი 1278 წელს, დემეტრე თავდადებულის ხანაშია ნაგები. გუდარეხის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია.


არქიტექტურა

გუდარეხის მთავარი ტაძარი ერთნავიანი ნაგებობაა. იგი თლილი ქვითაა ნაგები. ეკლესიას ორი მინაშენი ჰქონია. აღმოსავლეთით მოგვიანებით მიუშენებიათ ეკვტერი. ეგვტერის ჩრდილოეთის კედელში ორი წარწერიანი ქვაა ჩასმული, რომლებიც ტაძარზე უფრო ძველია და X-XI საუკუნეებით თარიღდება. მეორე მინაშენი ტაძარს სამხრეთიდან ჰქონია. იგი ეკლესიის მთავარ წარწერას ფარავდა, რის გამოც ექვთიმე თაყაიშვილს მოუნგრევია. ტაძრის მოპირკეთებული ფასადები მდიდრული ჩუქურთმებითაა შემკული. ინტერიერში კედლის მხატვრობის ფრაგმენტებია შემორჩენილი. აღმოსავლეთის ფასადზე ორი სწორკუთხა ნიშია. სარკმლის თავზე მოთავსებულია დიდი მოჩუქურთმებული ჯვარი, ქვემოთ კი - მოჩუქურთმებული კვადრატები. გუდარეხის ეკლესიის მოჩუქურთმებული კანკელის ფრაგმენტები საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

ეკლესიის გალავანში ჩართულია ორსართულიანი სამრეკლო, რომელიც 1278 წლით თარიღდება. იგი საქართველოში ყველაზე ადრინდელ დათარიღებულ სამრეკლოს წარმოადგენს. სამრეკლოს პირველი სართული ღიაა, მეორე სართული კი რვამალიანი ფანჩატურია და ყველა მხარეს სვეტებზე დაყრდნობილი რვა თაღითაა გახსნილი.

საჟამნო - პატარა ერთნავიანი ტაძარი ზღუდის გარეთ დგას. ეკლესიის კედლები ლეგა-მოყვითალო ქვიშაქვით და მოყავისფრო-ღვინისფერი ფილაქნით იყო მოპირკეთებული. ფასადებს ყვითელი ქანის ჩუქურთმიანი ლავგარდანი გასდევს. შემორჩენილი ნაშთები ცხადყოფს, რომ ტაძრის ინტერიერი მოხატული უნდა ყოფილიყო, გარედან უხვად ყოფილა ჩუქურთმით დეკორირებული.

ჯვრიან შენობას ეს სახელი ეწოდა, რადგან ნაგებობის აღმოსავლეთის ფასადის ფანჯრის თავზე რელიეფული ჯვრის გამოსახულებაა მოთავსებული. ჯვრიანი შენობა საკულტო ნაგებობა არაა, რთული სათქმელია რა დანიშნულება ჰქონდა მას. იგი სხვადასხვა ზომის ქვებითაა ნაგები და ორსართულიანია. შენობა ტიხრით ორ ნაწილად ყოფილა გაყოფილი.

ჩუქურთმიანი შენობა პატარა, უსწორო ოთხკუთხა ფორმის სადგომია. ნაგებობისგან მხოლოდ აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის კედლებია შემორჩენილი. შენობის კედლები თლილი ქვის პერანგით იყო შემოსილი. აღმოსავლეთის კედელი კარგად გათლილი ღვინისფერი ფილებითაა მოპირკეთებული. ამავე კედელშია შესასვლელი კარი, რომელსაც მოჩუქურთმებული ჩარჩო აქვს. გარის სამრეთით მთლიან ქვაში გამოჭრილი მოჩუქურთმებული სარკმელია.

გუდარეხის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა არის ზღუდე, რომლის პერიმეტრიც დაახლოებით 400 მეტრია. ზღუდის კედლები ლეგა ფერის კირქვის კარგად თლილი ფილებითაა შემოსილი. ქვების წყობა თავისებურია, სწორმწკრივობა მხოლოდ ზოგადადაა დაცული, ქვების მწკრივები ერთმანეთს ხშირად კვეთს, კვადრები და ორთოსტატები ერთმანეთზე საუცხოოდ მორგებულ, არაწესიერად გამოთლილ ქვებს ენაცვლება. კედელს ერთი-ორი პირი ქვა მაინც მთელს სიგრძეზე აკლია აკლია, ამიტომაც გაურკვეველია ჰქონდა თუ არა ზღუდეს ქონგურები. გარედან ერთმანეთისგან დაახლოებით 8,0 მეტრის დაშორებით ბურჯებია ჩამწკრივებული, რომლებიც ქვემოდან ზემოთ თანდათანობით ვიწროვდება. ბურჯებს შორის თითო ოთხკუთხა ხვრელია, რომელთაც სავარაუდოდ საბღძოლო დანიშნულება ჰქონდათ. ხვრელები სარკმლის დანიშნულებასაც ასრულებდა ზღუდის კედლებზე მიდგმული ნაგებობებისთვის.

მთავარი ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს სასახლე. იგი ხელოვნურად შექმნილ ბაქანზეა აშენებული. შენობა ძალიან დაზიანებულია, შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის კედლები. რამდენადაც დღემდე მოღწეული ნაშთებიდან ჩანს, სასახლე ერთი ორსართულიანი დარბაზისაგან შედგებოდა, რომელსაც სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან მინაშენები უნდა ჰქონოდა. ნაგებობის პირველ სართულზე მარანი იყო მოწყობილი. შენობა კლდეზეა დაფუძნებული, რომლის მასივებიც ალაგ-ალაგ შენობაშია შეჭრილი. სასახლე XII საუკუნით თარიღდება. კედლების პერანგი ძირითადად სხვადასხვა ქანის მოყვითალო და ღვინისფერი დიდი და საშუალო ფილებითაა მოპირკეთებული. ქვების მწკრივების თარაზულობა კარგადაა დაცული. შენობა ჩარდახიანი კამარით უნდა ყოფილიყო გადახურული. მარნის სამხრეთ კუთხეში ამოშენებული აუზი იყო, ეს ნაგებობა ტკბილის დაგროვებისა და დაწრეტისათვის იყო განკუთვნილი. სასახლეზე სამხრეთ-დასავლეთიდან მიდგმულია ორი ოთახისაგან შემდგარი შენობა.

საჯინიბო ზღუდის კედელზე მიდგმულ ერთ დიდ სადგომს წარმოადგენს. მშენებლობის წრობა ზღუდის კედლების წყობის მსგავსია. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. გადახურვა თაღოვანია. ოთახის სხვადასხვა ადგილას გრუნტში ჩაშენებული ერთი ორმო და რამდენიმე თონე აღმოჩნდა.


თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები ქვემო ქართლში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე გუდარეხის მონასტერი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!