დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გარდაბანი

გარდაბანის შესახებ

გარდაბნის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის მხარეში მდებარეობს. რაიონის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი უძველესი დროიდან აღინიშნება. აქ აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები და ყორღანები, გვხვდება ასევე ანტიკური კულტურის კვალიც. ქართლის მეფის - ფარსმან ქველის მეფობის დროს (II ს) რუსთავიდან გარდაბნის ველზე არხი გაჭრეს, რამაც დასაბამი მისცა დიდი სასოფლო არეალის ათვისებას ამ მხარეში. გარდაბანი განვითარებული იყო შუასაუკუნეებშიც. როდესაც ვახტანგ გორგასალმა საქართველო საერისთავოებად დაყო, გარდაბნის საერისთავო მნიშვნელოვან თავდაცვით ფორპოსტს წარმოადგენდა. არაბობის პერიოდში გარდაბანმა ნაწილობრივ დაკარგა თავისი მნიშვნელობა, თუმცა დავით აღმაშენებლის მეფობის დროიდან ეს ტერიტორია კვლავ ვითარდება. საქართველოს ოქროს ხანის პერიოდში აიგო მრავალი მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლი. გარდაბნის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული 1265 წელი აღმოჩნდა. ამ წლის ზამთარი ბერქა ყაენმა ამჟამინდელ გარდაბნისა და დავით გარეჯის ველებზე გაატარა. მისმა 300 000-იანმა არმიამ გაანადგურა აქ არსებული ყველა ქალაქი თუ სოფელი. ამის შემდეგ თითქმის 400 წელი გარდაბანს, როგორც დასახლებას აღარ უარსებია. დღესდღეობით მუნიციპალიტეტში განვითარებულია: მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, მცირე მეწარმეობა. მრეწველობის დარგებიდან წამყვანია ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობისა კი - მიწათმოქმედება, მეცხოველეობა და მეფუტკრეობა. გარდაბანში ფუნქციონირებს მუზეუმი, თეატრი, ბიბლიოთეკები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუნიციპალიტეტს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი, რასაც ეგზოტიკური ბუნება და მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების სიმრავლე განაპირობებს. ეს რაიონი უამრავ მოგზაურს იზიდავს. ფერადი უდაბნოები, ლურჯი ტბები, ვრცელი ხედები და უძველესი ისტორიული ძეგლები გულგრილს არავის ტოვებს.


გეოგრაფია

გარდაბნის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი გარდაბანი. მუნიციპალიტეტს სამხრეთით ესაზღვრება აზერბაიჯანი, ჩრდილოეთით - მცხეთისა და თბილისის მუნიციპალიტეტები, აღმოსავლეთით - საგარეჯო, დასავლეთით კი - თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტები. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი და ჩრდილოეთ-დასავლეთი ნაწილი მთებს უჭირავს, სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი კი - ვაკეებსა და ზეგანს. რაიონის მთავარი მწვერვალებია: სანიშნო (1499 მ) და უძო (1419 მ). გარდაბანის მუნიციპალიტეტის საზღვართან ჩამოედინება მდინარე მტკვარი, ხოლო ტერიტორიის შიდა ნაწილში ძირითადად პერიოდული ხასიათის მდინარეები გვხვდება, ესენია: ლოჭინი, არხაშენი, ნაგუბი, ხევძმარი, ორხევი, ნავთისხევი და სხვა. რაიონში გვხვდება ტბებიც (კუმისის ტბა, ჯანდარის ტბა). გარდაბნის ტერიტორიის მხოლოდ 15 % უჭირავს ტყესა და ბუჩქნარს, უდიდესი ნაწილი კი - უროიან-ვაციწვერიანებითა და ჯაგ-ეკლიანი სტეპებითაა შემოსილი. საკმაოდ მდიდარია რაიონის ფაუნა, გვხვდება: ქურციკი, მგელი, მელა, კურდღელი, ზღარბი, მაჩვი, ლელიანის კატა, ტყის კატა და სხვა. ორნითოფაუნას ქმნიან: გნოლი, კაკაბი, ოფოფი, შაშვი, ხოხობი, ქორი, წიწკანა და ა.შ.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. ბარში ზომიერად თბილი ველის ჰავაა, ცხელი ზაფხულით, მთაში კი - ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი, თბილი ზაფხულით. საშუალო წლიური ტემპერატურა 13 °C-იდან 6 °C-მდე მერყეობს. იანვრის საშუალო ტემპერატურა 0,3 °C-იდან-5 °C-მდეა, ხოლო ივლისის - 25 °C-იდან 11 °C-მდე.


რა ვნახოთ

გარდაბნის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ეგხოტიკური ბუნებითა და ისტორიულ კულტურული ძეგლების სიმრავლით. ეს უამრავ ბუნებისა და ხეტიალის მოყვარულს იზიდავს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მრავალწყაროს ფერადი უდაბნო. მრავალფეროვნად დაზოლილი ლანდშაფტი და გაშლილი, უკიდეგანო სივრცეები საოცრად შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. ულამაზესია აგრეთვე ჯანდარისა და კუმისის ტბები და მრავალწყაროს წყალსაცავი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმნილია გარდაბნის აღკვეთილი, სადაც ფრინველთა 135 და ძუძუმწოვრების 26 სახეობა ბინადრობს. გარდაბნის დაცულ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ გვხვდება კეთილშობილი ირემი, რომელიც საქართველოს “წითელ ნუსხაშია”. ეს რაიონი, გარდა საინტერესო და მომხიბვლელი ბუნებისა, უძველესი კულტურული ძეგლებითაც მდიდარია. აქ ნახავთ უძველეს ნამოსახლარებს, ტაძრებსა და სათავდაცვო ნაგებობებს. განსაკუთრებით აღსანიშნავი ძეგლებია: მრავალწყაროს მონასტერი, მარტყოფის ღვთაების მონასტერი, კაბენის მონასტერი და სხვა. გარდაბანში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც 2000-ზე მეტი ექსპონატია დაცული. მუზეუმში წარმოდგენილი ნიმუშები მოიცავს პერიოდებს ქვის ხანიდან გვიან შუასაუკუნეებამდე.


ბუნება


კულტურული ძეგლები


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ

ტურები ქვემო ქართლში

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე გარდაბანი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!